სიახლეები
25 ნოემბერი, 2021
მეექვსე საავტორო სკოლის თანადამფუძნებელი, შვეიცარიაში საქართველოს მეგობართა გაერთიანების...
12 ნოემბერი, 2021
ჩვენი სკოლის შვეიცარიელი პედაგოგის, ტომას ჰოიზერმანის საავტორო პროგრამა გრძელდება.  უფროსკლასელები გერმანული...
ინფრასტრუქტურა

ისტორიული ღირებულება 

კოლის შენობა კულტურის  მემკვიდრეობის ძეგლია. იგი მდებარეობს თბილისის უძველეს უბანში - სოლოლაკში, ასათიანის და დადიანის ქუჩების კვეთაზე. არქიტექტურულად უმდიდრეს ამ უბანში, სკოლის შენობა ერთ-ერთი გამორჩეულია. შენობის არქიტექტურა თბილისში ახალი გოთიკური სტილის თვალსაჩინო ნიმუშია. შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა და თავიდანვე განსაზღვრული იყო როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება. თავდაპირველად შენობაში მდებარეობდა ქალთა მე-3 გიმნაზია. 100-ზე მეტი წლის მანძილზე შენობის დანიშნულება არ შეცვლილა და ის დღესაც ემსახურება განათლებას. 

1905 წელს აგებულ შენობას შეუნარჩუნდა პირვანდელი სახე, მოხდა ინტერიერის რესტავრაცია. სკოლა გარემონტებულია ეკო-ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად. ფუნქციონირებს ეკო-არქიტეტორების მიერ დაპროექტებული გათბობისა და ვენტილაციის სისტემები. სკოლა აღჭურვილია ეკოსტანდარტების და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით გარემონტებული დიდი, ნათელი აუდიტორიებით, რაც ხელს უწყობს მოსწავლის დადებითი ფსიქოემოციური მდგომარეობისა  და განწყობის ჩამოყალიბებას.                                                                                                                                                           


ღონისძიებათა დარბაზი 

უნიკალური აქრიტექტურის, 180მ2 ფართობის ღონისძიებათა დარბაზი, აღდგენილია პირვანდელი სახით. დარბაზი იტევს 200 ადამიანს და მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებებს - კონცერტებს, კონფერენციებს, გამოფენებს, ფილმების ჩვენებას. პოეტების, ავტორების შემოქმედებით საღმოებს.

  



სასწავლო ინფრასტრუქტურა

 

სკოლაში ფუნქციონირებს:

  •  ბიოლოგიის კაბინეტ-ლაბორატორია
  •  საინფორმაციო ტექნოლოგიების ლაბორატორია 
  •  გერმანული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი 
  •  ინგლისური ენისა და ლიტერატურის კაბონეტი
  •  ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი 
  •  ფიზიკის კაბინეტ-ლაბორატორია
  •  გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო
   

სპორტული ინფრასტრუქტურა 

სკოლაში ფუნქციონირებს 



   
    • საფეხბურთო სტადიონი  - ღია ცის ქვეშ, ბოტანიკური ბაღის ძირში, სკოლის დაცულ ეზოში 
    • კლდეზე ცოცვის დარბაზი  - სკოლის შენობაში 
    • ცეკვის დარბაზი  - სკოლის შენობაში 
 

ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა გაერთიანებულია ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემაში Open Biblio (ღია ბიბლიოთეკა), რაც აადვილებს მკითხველისთვის საჭირო წიგნის ძიებას ელექტრონული კატალოგის მეშვეობით. ბიბლიოთეკაში ამჟამად არის 2600 წიგნი, მათ შორის, სახელმძღვანელოები, ლექსიკონები, ენციკლოპედიური ცნობარები, მხატვრული ლიტერატურა.

ბიბლიოთეკაში შექმნილია მყუდრო გარემოსადაც მოსწავლეებს შეუძლიათ წაიკითხონ მათთვის საინეტერესო წიგნი, მოამზადონ პრეზენტაციაესაუბრონ თანატოლებსა და პედაგოგებს. 

ბიბლიოთეკაში არის Wi-Fi.

 

სამედიცინო მომსახურება

კაბინეტში 09.00 საათიდან 18.00 საათამდე მუშაობს სერტიფიცირებული ექიმი: ბადრი ჯინჭარაძე. მათი ძირითადი ფუნქციაა ბავშვებსა და მოზარდებში იმ სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. წარმოებს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მონიტორინგი და იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა.

სკოლის სამედიცინო კაბინეტის აღჭურვილობა  სრულად შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციას. კაბინეტი უზრუნველყოფილია შესაბამისი მედიკამენტებით.

 


სამზარეულო

სკოლის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამზარეულო 

მოსწავლეებს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან 

დამზადებულ კერძებსა და ტკბილეულს. 





ეზო  
სკოლის შიდა, დაცული ეზო მდებარეობს ბოტანიკური ბაღის ძირში, რაც საშუალებას გვაძლევს მოსწავლეებს შევთავაზოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო და მეტი სიახლოვე ბუნებასთან. მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ ეზოს გამწვანების და ეკოლოგიურ პროექტებში.