სიახლეები
25 აპრილი, 2021
19-23 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მეექვსე საავტორო...
24 აპრილი, 2021
მეექვსე საავტორო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანასტასია ჩალაგაშვილი, რომელიც სერვანტესის...
მოლაშქრეთა კლუბი
სასწავლო პროცესში ექსკურსიების დაგეგმვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მოსწავლეები სპეციფიკურ ცოდნას და გარკვეულ პრაქტიკულ გამოცდილებას იძენენ. გარდა ამისა, ის აღმზრდელობით ელემენტსაც შეიცავს: კარგად დაგეგმილ და გააზრებულად ჩატარებულ ექსკურსიას შეუძლია ბიძგი მისცეს როგორც აზროვნების გააქტიურებას, ისე გარემოს უკეთ გაცნობას. 

მეექვსე საავტორო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ლაშქრობებს, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, უშუალოდ აღიქვას და შეიგრძნოს სამყარო.  ამასთან, ლაშქრობა საკუთარი თავის გამოცდის საუკეთესო შესაძლებლობაცაა. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოსწავლეზე დაკვირვებაა: როგორც წესი, ლაშქრობისას ისინი სრულად გამოავლენენ ხოლმე პიროვნულ თავისებურებებს. ეს კი პედაგოგებს საშუალებას აძლევს, უკეთ დაინახონ ის სფეროები, სადაც მეტი მუშაობაა საჭირო.