სიახლეები
18 ივნისი, 2019
ძალიან კარგი ამბავი ჩვენი სკოლის გულშემატკივრებისათვის: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა...
18 ივნისი, 2019
მეექვსე საავტორო სკოლაში, სასწავლო წლის ბოლო დღეს, მოსწავლეების მიერ ორგანიზებული...
კათედრები და პედაგოგები

 
ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა


მარიამ ბურჯანაძე - ხელოვნების მასწავლებელი. პირველი მუსიკალური სასწავლებელი (1994), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი (2001). შრომითი, ფიზიკური და ესთეტიური კათედრის ხელმძღვანელი. 

თამარ ფოჩხუა - ხელოვნების მასწავლებელი. ქუთაისის მ.ბალანჩვაძის სახ. სამუსიკო სასწავლებელი - მუსიკათმცოდნე (1980), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ხელოვნებათმცოდნე, ისტორიკოსი (1986). 2012 წლიდან - ტრენერი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.

მარიამ არჯევანიძე - ხელოვნების მასწავლებელი. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი (1981), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების და დიზაინის ფაკულტეტი (1994). 




მ უ ს ი კ ა

ზურაბ ლეჟავა - მუსიკის მასწავლებელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის მაგისტრი (2003), კლასიკური გიტარის სკოლა (1992-1995) ხალხური სიმღერის გუნდი "ფაზისი" (1994), ბაზ-გიტარის სკოლა (2001-2004), საეკლესიო გალობის და ქართული ხალხური სიმღერის კურსი (2007).

ნინო ქუმსიშვილი - მუსიკის მასწავლებელი. თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი (1999). სანოტო კრებულ "ნანინას" ავტორი. 



ც ე კ ვ ა

ეკატერინე ვაჩეიშვილი - ცეკვის მასწავლებელი. ქართული და მსოფლიო ხალხთა ცეკვების დამდგმელი ქორეოგრაფი. ქართული ეროვნული ბალეტის მოცეკვავე, ბავშვთა ცეკვის სტუდიის პედაგოგი. 



ს პ ო რ ტ ი

ჯიმი ღამბაშიძე - სპორტის მასწავლებელი. 2011 წლიდან - რაგბის კლუბ "აკადემია+"-ის მოთამაშე და მწვრთნელი.  

ვალენტინა ამაღლობელი - სპორტის მასწავლებელი. თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის ბალეტის მსახიობი.