მეექვსე საავტორო სკოლამ ქართველი მწერლების თურქულ ენაზე მთარგმნლებს, სტამბულში ქართული კულტურის ცენტრის წარმომადგენლებსა და სხვა საპატიო სტუმრებს უმასპინძლა, მათ შორის: მწერალს, ლიტერატორსა და მთარგმნელს ქალბატონ ქევსერ რუჰს, 150 ქართული ლექსისა და ვეფხისტყაოსნის ბწკარედების თურქულად მთარგმნელს, ექიმსა და პოეტს ბატონ ჰასან ჩელიქს, ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს სტამბულში ბატონ ერდალ ქუჩუქს, საქართველოს საპატიო კონსულის თანაშემწეს ქალაქ იზმირში ქალბატონ მაყვალა ხარებავას და ცნობილ ქართველ თურქოლოგს, ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის ორჰან ფამუქის მთარგმნელს ქალბატონ ნანა ჯანაშიას. სტუმრები გაეცნენ მეექვსე საავტორო სკოლის მისიასა და ღირებულებებს, საავტორო პროგრამებს. სპეციალურად სტუმრებისათვის გაიმართა მეექვსე საავტორო სკოლასთან არსებული ბავშვთა შერეული გუნდის „პატარა გეორგიკას“ კონცერტი.