სიახლეები
31 ოქტომბერი, 2019
მეექვსე საავტორო სკოლასა და მიუნხენის წმინდა ანას გიმნაზიას შორის არსებული...
18 ივნისი, 2019
ძალიან კარგი ამბავი ჩვენი სკოლის გულშემატკივრებისათვის: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა...
პოლიტიკური იდეოლოგიები
01.12.2016
26-27 ნოემბერს მეექვსე საავტორო სკოლამ პროექტ „პოლიტიკურ იდეოლოგიებს“ უმასპინძლა. პროექტის იდეა ამავე სკოლის XII კლასის მოსწავლეებს: ფიო ციციშვილსა და სანდრო შარაშენიძეს ეკუთვნით.  პროექტმა IX-XII კლასების 30-მდე მოსწავლე გააერთიანა. ორი დღის განმავლობაში ოთხ ჯგუფად გაყოფილი მოსწავლეები ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგიების მიხედვით ქვეყნის განვითარების გეგმაზე მუშაობდნენ. ორდღიანი მუშაობა მათ მიერ შექმნილი განვითარების გეგმის პრეზენტაციითა და დისკუსიით დასრულდა.  გამარჯვება ე.წ. „კონსერვატორთა“  გუნდმა მოიპოვა. პროექტის ორგანიზატორებმა, გამარჯვებულ გუნდთან ერთად, თითოეული გუნდის საუკეთესო დელეგატი და სხვა დამატებითი ნომინაციების გამარჯვებულებიც გამოავლინეს. პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა რამდენიმე სკოლისა თუ უმაღლესი სასწავლებლის ძალების გაერთიანება, კერძოდ: ჯგუფის ხელმძღვანელებად სხვადასხვა სკოლისა თუ უნივერსიტეტის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მოწვეულნი. პროექტის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მან ხელი შეუწყო პოლიტიკური მოწყობის საკითხებისადმი ინტერესის გაღრმავებას, სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე მოსწავლეთა ერთი მიზნის გარშემო გუნდურად მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას და მოსწავლეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის გამყარებას.

უკან