სიახლეები
18 ივნისი, 2019
ძალიან კარგი ამბავი ჩვენი სკოლის გულშემატკივრებისათვის: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა...
18 ივნისი, 2019
მეექვსე საავტორო სკოლაში, სასწავლო წლის ბოლო დღეს, მოსწავლეების მიერ ორგანიზებული...
"პატარა გეორგიკა" სტუმრად კულტურის სამინისტროში
11.02.2017
10 თებერვალს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მეექვსე საავტორო სკოლასთან არსებულ ბავშვთა გუნდს „პატარა გეორგიკას“ სამინისტროში უმასპინძლა და ბერლინში გამართულ საერთაშორისო კონკურსში წარმატება მიულოცა. ანსამბლმა "Grand prix of Nations Berlin 2017“-ის ჟიურის შეფასებით, ფოლკლორის ღია პირველობის კატეგორიაში პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა. „პატარა გეორგიკამ“ პროფესიული გუნდების კონკურსში  "Grand Prix of Nation" ბრძოლაში ჩართვის უფლებაც მიიღო, სადაც ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, რაც უპრეცენდენტო შედეგია, რადგან „პატარა გეორგიკა“ იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც ასაკით ყველაზე პატარა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული და არ წარმოადგენდა პროფესიულ კოლექტივს ან სპეციალიზირებულ მუსიკალურ სკოლას. 


უკან