სიახლეები
18 ივნისი, 2019
ძალიან კარგი ამბავი ჩვენი სკოლის გულშემატკივრებისათვის: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა...
18 ივნისი, 2019
მეექვსე საავტორო სკოლაში, სასწავლო წლის ბოლო დღეს, მოსწავლეების მიერ ორგანიზებული...
„ცოცხალი წიგნები“ მეექვსე საავტორო სკოლაში
14.02.2017
მეექვსე საავტორო სკოლამ „ცოცხალ წიგნებს“ უმასპინძლა. ქეთევან დუმბაძის საავტორო ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი 2 წელია წარმატებით ხორციელდება და მიზნად ისახავს კითხვის პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ცნობილმა ქართველმა ავტორებმა: ბექა ქურხულმა, გაგა ნახუცრიშვილმა, დავით რობაქიძემ და სხვ. მოსწავლეებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს, ისაუბრეს ლიტერატურაზე, პოეზიაზე, წიგნის შეუცვლელ როლსა და მნიშვნელობაზე მოზარდის აღზრდისა და მისი ცნობიერების ფორმირების პროცესში, წაიკითხეს მეექვსე საავტორო სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და პედაგოგის, პოეტისა და მთარგმნელის ამირან პაკო სვიმონიშვილის ლექსები. ღონისძიების დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, მოესმინათ მეექვსე საავტორო სკოლის გუნდის „პატარა გეორგიკას“ მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები. 

უკან