20.03.2017
დღეს მეექვსე საავტორო სკოლას შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლუკას ბეგლინგერი, მეუღლითურთ და ელჩის მოადგილე ალვარო ბორგი სტუმრობდნენ. ისინი გაეცნენ სკოლის ინფრასტრუქტურას, სასწავლო პროცესს და მეთოდიკას და თავადაც აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში. სტუმრებს კონცერტი გაუმართა მეექვსე საავტორო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა „პატარა გეორგიკამ“. დასასრულს, გურამ რამიშვილის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში გაიმართა შეხვედრა უფროსკლასელებთან, სადაც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, ახლოს გაცნობოდნენ და მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაესვათ საპატიო სტუმრებისათვის.
უკან