სიახლეები
18 ივნისი, 2019
ძალიან კარგი ამბავი ჩვენი სკოლის გულშემატკივრებისათვის: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა...
18 ივნისი, 2019
მეექვსე საავტორო სკოლაში, სასწავლო წლის ბოლო დღეს, მოსწავლეების მიერ ორგანიზებული...
ლინ კოფინი სტუმრად მეექვსე საავტორო სკოლაში
21.03.2017
დღეს მეექვსე საავტორო სკოლას ცნობილი ამერიკელი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი და მთარგმნელი ლინ კოფინი სტუმრობდა. ავტორს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ეროვნული და საერთაშორისო ლიტერატურული და მთარგმნელობითი სტიპენდიები. 2012 წლიდან უძღვება ლიტერატურული წერის კურსს ვაშინგტონის უნივერსიტეტში. 2011 წელს ლინ კოფინი მოწვეული იყო თბილისის ილიას სახელობის უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე ქართული კლასიკური პოეზიის ცალკეული ნიმუშების თარგმნის მიზნით, ამავდროულად, ლექციებს უკითხავდა ქართველ სტუდენტებს. ლინ კოფინის მიერ ინგლისურად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ პოემის დღემდე არსებულ ინგლისურენოვან თარგმანებს შორის საუკეთესოა. სწორედ ამ თარგმანზე და თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ავტორმა უფროსკლასელებთან, წაუკითხა მათ ფრაგმენტები „ვეფხისტყაოსნის“ საკუთარი თარგმანიდან და პასუხი გასცა მათ შეკითხვებს. შეხვედრას უძღვებოდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი და პედაგოგი მანანა ბაქრაძე. შეხვედრაზე მოწვეული იყო ქართველი მწერალი და მეცნიერი ზაზა აბზიანიძე, რომელსაც მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ლინ კოფინთან.

უკან