სიახლეები
13 მარტი, 2023
ჩვენი სკოლა უკვე PASCH-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა! ...
02 მარტი, 2023
მეექვსე საავტორო სკოლაში 24 და 28 თებერვალს ორ ასაკობრივ კატეგორიაში:VI-VIII და IX-XII კლასელებს შორის ცნობილი სატელევიზიო თამაშის - „რა სად როდის“ ტიპის ღონისძიება: „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.    ...
ჟურნალ იბერიას პრეზენტაცია
27.12.2017

25 დეკემბერს ფშავში, სოფელ მაღაროსკარის საჯარო სკოლაში მეექვსე საავტორო სკოლის XII კლასის მოსწავლეების გიორგი სვიმონიშვილისა და ნიკოლოზ სანიკიძის ინიციატივითა და ავტორობით შექმნილი ჟურნალის - "იბერიას" პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. 

სკოლაში ამჟამად 60 მოზარდი სწავლობს 10 სოფლიდან. ნინო ნაყეურის თაოსნობით შექმნილია ანსამბლი „ფხოვი“, რომელიც უძველეს და მივიწყებულ ფშავურ სიმღერებს ასრულებს. აქვე ისწავლება ტრადიციული ხელობებიც: თექის თელვა და დამუშავება, ჯაჭვის პერანგის ქსოვა. 

ჟურნალ „იბერიას“ ავტორებმა სწორედ აქ წარადგინეს თავიანთი პირველი ნამუშევარი. იდეის ავტორების განცხადებით, ჟურნალის შექმნის მიზანი მოზარდებში საქართველოს ისტორიისა და მისი კულტურული მემკვიდრეობის,  საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობის იდეის და ზოგადად, ჯანსაღი ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნების პოპულარიზაციაა. 


უკან