სიახლეები
18 ივნისი, 2019
ძალიან კარგი ამბავი ჩვენი სკოლის გულშემატკივრებისათვის: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა...
18 ივნისი, 2019
მეექვსე საავტორო სკოლაში, სასწავლო წლის ბოლო დღეს, მოსწავლეების მიერ ორგანიზებული...
პატარა გეორგიკა ფრანკფურტში
07.09.2018

 
24 და 25 აგვისტოს, ფრანკფურტში, „რივერ ბენქის“ მასშტაბურ ფესტივალზე, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემადგენელი ნაწილია და ყოველწლიურად სამ მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს, საქართველოს, როგორც 2018 წლის საპატიო სტუმრის კულტურული პროგრამის ფარგლებში, მეექვსე საავტოროს სკოლის ბავშვთა შერეული გუნდი „პატარა გეორგიკა“ წარსდგა სოლო პროგრამით: ქართული ფოლკლორის შედევრებით და გერმანული ზღაპრის: Wo es kalt und schön ist” - მიხედვით შექმნილი მიუზიკლის პრემიერით.

(ავტორი: პაულა მინდონი; რეჟისორი და სცენარის ავტორი: გოგა თავაძე; მუსიკა: ნინო ქუმსიშვილი, რატი ჯულაყიძე) 

მიუზიკლის პრემიერას ესწრებოდნენ ზღაპრის ავტორი ქალბატონი პაულა მინდონი და ზღაპრის ილუსტრატორი მარტინ შმიდტი. 
მიუზიკლს ვრცელი სტატია მიუძღვნა ჰესენის მხარის მსხვილმა ბეჭდურმა მედიამ, გაზეთმა - Kassel”.
 
 


უკან