სიახლეები
18 ოქტომბერი, 2018
მეექვსე საავტორო სკოლის უფროსკლასელები 10-დან 17 ოქტომბრამდე გერმანიაში, მიუნჰენში, წმინდა...
07 სექტემბერი, 2018
  24 და 25 აგვისტოს, ფრანკფურტში, „რივერ ბენქის“...
გაცვლითი პროგრამა
18.10.2018
მეექვსე საავტორო სკოლის უფროსკლასელები 10-დან 17 ოქტომბრამდე, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში, მიუნჰენში წმინდა ანას გიმნაზიას სტუმრობდნენ. მათ შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ გერმანიის ერთ-ერთ გამორჩეულ და დიდი ტრადიციების მქონე გიმნაზიას და უშუალოდ მიეღოთ მონაწილეობა სასწავლო პროცესში, დაეთვალიერებინათ და გაცნობოდნენ ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.  

მოსწავლეებმა, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, განახორციელეს მოქალაქეების ინტერვიურება, მოიძიეს საჭირო ინფორმაცია და მოამზადეს ფოტომასალა პროექტისთვის: "ურთიერთობები გერმანელი და ქართველი მწერლების შემოქმედებაში". 

პროექტის შემდგომი ეტაპის განხორციელდება დაგეგმილია 2019 წელს. ამჯერად, გერმანელი მოსწავლეები ესტუმრებიან მეექვსე საავტორო სკოლას. 

პროექტის ავტორები არიან: წმინდა ანას გიმნაზიის დირექტორის მოადგილე პეტერ მაიზენბახერი და მეექვსე საავტორო სკოლის დირექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მიმართულებით კაკი კენჭოშვილი.


უკან