სიახლეები
18 ივნისი, 2019
ძალიან კარგი ამბავი ჩვენი სკოლის გულშემატკივრებისათვის: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა...
18 ივნისი, 2019
მეექვსე საავტორო სკოლაში, სასწავლო წლის ბოლო დღეს, მოსწავლეების მიერ ორგანიზებული...
დედაენის კვირეული
21.04.2019
დედაენის კვირეულის ფარგლებში, მეექვსე საავტორო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ ახალი პროექტი: „ქართული ენა, როგორც მსოფლხატი, ეროვნული იდენტობის შეცნობის საშუალება“ დაიწყო. 
პროექტის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს გაიაზრონ მშობლიური ენა, მშობლიური კულტურა, გააცნობიერონ მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, გაითავისონ ქართული ენა, როგორც თვითიდენტობის საშუალება, გაიაზრონ ცალკეული ლექსიკური ერთეულებისა და გრამატიკული თავისებურებების ფსიქოლოგიური ასპექტები. 
პროექტი მოიცავს III – XII კლასებს და ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით, ხორციელდება როგორც კლასიკური საგაკვეთილო პროცესის, ასევე ლექციების,  დისკუსიებისა და სემინარების ფორმით, სათანადო აუდიო და ვიდეო მასალის გამოყენებით. პროექტის ფინალურ ეტაპზე მოსწავლეები დაწერენ თხზულებას: „ჩემი მშობლიური ენა - ქართული“. 
პროექტის ავტორი: მეექვსე საავტორო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი, რუსუდან მეგრელიშვილი


უკან