სიახლეები
18 ივნისი, 2019
ძალიან კარგი ამბავი ჩვენი სკოლის გულშემატკივრებისათვის: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა...
18 ივნისი, 2019
მეექვსე საავტორო სკოლაში, სასწავლო წლის ბოლო დღეს, მოსწავლეების მიერ ორგანიზებული...
ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში
02.05.2019

მეექვსე საავტორო სკოლის კლუბი „ჩვენ და ისტორია" ტაო-კლარჯეთს ესტუმრა. მოსწავლეებმა მოინახულეს ქაჯის ციხე, ბანა, ხახული, ოშკი, იშხანი, ოთხთა ეკლესია, არტანუჯი, ლონგოთხევი (იენი რაბათი), მამაწმინდა, დოლისყანა, ტბეთი, ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი უდიდესი მონასტერი - ხანძთა.

კლუბი 2016 წელს ჩამოყალიბდა მეექვსე საავტორო სკოლის პედაგოგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ბუბა კუდავას ხელმძღვანელობით. მოსწავლეებს ყოველკვირეულად უტარდებათ ლექცია-სემინარები საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფაქტებისა და მოვლენების შესახებ.ისტორიულ საქართველოში განხორციელებულ ექსპედიციებში კი უკვე 60-ზე მეტმა უფროსკლასელმა მიიღო მონაწილეობა


უკან