სიახლეები
18 ივნისი, 2019
ძალიან კარგი ამბავი ჩვენი სკოლის გულშემატკივრებისათვის: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა...
18 ივნისი, 2019
მეექვსე საავტორო სკოლაში, სასწავლო წლის ბოლო დღეს, მოსწავლეების მიერ ორგანიზებული...
პრემია ამირანი
25.05.2019

მეექვსე საავტორო სკოლაში საყმაწვილო ლიტერატურული პრემია „ამირანის“ 2018 წლის კონკურსის ფინალისტთა ნაშრომების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. 

კრებულში წარმოდგენილ ახალგაზრდა, ნიჭიერ შემოქმედთა პოეტურ და პროზაულ ნიმუშებსა და თარგმანებზე ისაუბრეს კონკურსის ჟიურის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა - ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა: რუსუდან მეგრელიშვილმა, ანდრო ბუაჩიძემ, ნინო გორდელაძემ, ზაზა აბზიანიძემ, ნატო კორსანტიამ, როსტომ ჩხეიძემ, დათო რობაქიძემ. 

პრეზენტაციას უძღვებოდა პირველი არხის გადაცემა - "პიკის საათის" ავტორი და წამყვანი, ჟურნალისტი ეკა ტალახაძე. 

ღონისძიების დასასრულს, პრემია „ამირანის“ ლაურეატებმა სტუმრებს ახალი ნაწარმოებები წარუდგინეს. 



უკან