სიახლეები
18 ივნისი, 2019
ძალიან კარგი ამბავი ჩვენი სკოლის გულშემატკივრებისათვის: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა...
18 ივნისი, 2019
მეექვსე საავტორო სკოლაში, სასწავლო წლის ბოლო დღეს, მოსწავლეების მიერ ორგანიზებული...
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
18.06.2019
მეექვსე საავტორო სკოლაში, სასწავლო წლის ბოლო დღეს, მოსწავლეების მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. წარმოდგენილი იყო ჩვენი სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების, ასევე, სხვა შემომწირველების მიერ მოწოდებული წიგნები, ნახატები, ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები, სუვენიერები, მოსწავლეების მიერ დამზადებული ტკბილეული და სხვა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულებმა. 
შემოსული თანხა მთლიანად ჩაირიცხა 2017 წლის 10 დეკემბერს მძიმე ავტო-ავარიის შედეგად დაზარალებული მე-12 კლასის მოსწავლის ავთანდილ კიკნაველიძის მხარდაჭერის ფონდში.


უკან