სიახლეები
31 ოქტომბერი, 2019
მეექვსე საავტორო სკოლასა და მიუნხენის წმინდა ანას გიმნაზიას შორის არსებული...
18 ივნისი, 2019
ძალიან კარგი ამბავი ჩვენი სკოლის გულშემატკივრებისათვის: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა...
თანამშრომლობა მიუნხენის გიმნაზიასთან
31.10.2019

მეექვსე საავტორო სკოლასა და მიუნხენის წმინდა ანას გიმნაზიას შორის არსებული ერთობლივი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 23-30 ოქტომბერს, გერმანელი მოსწავლეები და პედაგოგები გვსტუმრობდნენ. 

პროექტი 2017 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს ქართველ და გერმანელ ახალგაზრდებს შორის მჭიდრო კულტურული ურთიერთობების დამყარებას.

პროექტის მიმდინარე ეტაპზე, გერმანელი სტუმრები გაეცნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ცნობილი ქართველი პოეტების, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების შემოქმედებას. 

გერმანელმა მოსწავლეებმა, ქართველ თანატოლებთან ერთად, მოამზადეს ლიტერატურული ჟურნალის პროექტი, რომლის პრეზენტაცია 2020 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. 


უკან