სიახლეები
16 ივნისი, 2020
15 ივნისს, მეექვსე საავტორო სკოლის ეზოში მე-12 კლასელების...
03 ივნისი, 2020
  მეექვსე საავტორო სკოლის X კლასის მოსწავლე...
ესეების კონკურსი
03.06.2020

მეექვსე საავტორო სკოლის X კლასის მოსწავლე სალომე გუბელაძე ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებული გახდა.  

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ორგანიზებულ ესეების კონკურსში თემაზე: მრავალფეროვნება და თანასწორობა საქართველოში 400-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ნამუშევრები ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლობითი ჯგუფის, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პარლამენტის წევრების და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შეფასდა. შერჩეულ იქნა 10 საუკეთესო ნაშრომი, რომელიც კრებულად გამოიცემა.

დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კონკურსში გამარჯვებული ესეების ავტორებმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა. დაჯილდოებაში მონაწილეობდა, ასევე, ქართველი პოეტი რატი ამაღლობელი, რომელიც მოსწავლეებს ქართულ ლიტერატურაში თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.



უკან