სიახლეები
25 აპრილი, 2021
19-23 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მეექვსე საავტორო...
24 აპრილი, 2021
მეექვსე საავტორო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანასტასია ჩალაგაშვილი, რომელიც სერვანტესის...
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - 2021
24.04.2021

მეექვსე საავტორო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანასტასია ჩალაგაშვილი, რომელიც სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-სა და კომაროვის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად გუნდ ელფების (ELVES) წევრია, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსის: "ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - 2021"-ის  ფინალისტი გახდა.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს 13-18 წლის, საშუალო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი საუკეთესო ჯგუფი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში. ათასწლეულის ინოვაციის 

კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, მონაწილეობას მიიღებენ STEM პროგრამებში და დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

ვულოცავთ ანასტასიას და გუნდ "ელფებს" ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას და წარმატებებს.


უკან