სიახლეები
25 აპრილი, 2021
19-23 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მეექვსე საავტორო...
24 აპრილი, 2021
მეექვსე საავტორო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანასტასია ჩალაგაშვილი, რომელიც სერვანტესის...
ეკო-კვირეული
25.04.2021
19-23 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მეექვსე საავტორო სკოლაში რამდენიმე ეკო-პროექტი განხორციელდა: 

 V-VII კლასების მოსწავლეებმა სკოლის ეზოში 32 კვიპაროზი დარგეს

 IV კლასელებმა პლასტმასის ბოთლებისგან ცეროდენა ქოთნები დაამზადეს, მოხატეს და მათში ელეგანტური სუკულენტები ჩარგეს.

 IV კლასის მოსწავლეებმა, საკლასო ოთახების გასალამაზებლად, ათობით თიხის ქოთანი მოხატეს და დეკორატიული მცენარეების ჩასარგავად მოამზადეს.  

 II-VIII კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის: „Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT“ მიერ ორგანიზებულ კონკურსში - „შექმენი ეკოგმირი“, სადაც გამოუყენებელი, უსარგებლო ნარჩენებით შექმნილი საკუთარი ნამუშევრები - „ეკოგმირები“ წარადგინეს და კონკურსის პარტნიორის - National Geographic-ის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზის მფლობელები გახდნენ.

 VI და VII კლასის მოსწავლეებმა მშობლებსა და პედაგოგებს სპეციალურად დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პროექტი: „My Dear, Dear Planet” წარუდგინეს. 

მეექვსე საავტორო სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებსა და პედაგოგებს დედამიწის დაცვის კვირეულის ფარგლებში გამოჩენილი აქტიურობისათვის. 



უკან