სიახლეები
21 ივნისი, 2021
2020-2021 სასწავლო წელი კიდევ ერთი, ძალიან სასიხარულო ამბით...
07 ივნისი, 2021
II/1 კლასის მოსწავლეებმა საყვარელ ავტორს - პოეტსა და საბავშვო მწერალს,...
სტუმარი სკოლაში
07.06.2021
მეექვსე საავტორო სკოლის II/3 კლასის მოსწავლის ნიკოლოზ ქურასბედიანის მშობლის, ქალბატონ რუსუდან შელიას დახმარებით, პატარებმა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროფესიის - ჟურნალისტიკის სამყაროში იმოგზაურეს და ამ დარგის საიდუმლოებებს გაეცნენ. 
ბავშვებმა დიდი ინტერესით, სიხარულით და ენთუზიაზმით მოამზადეს ინტერაქტიულ-შემეცნებითი რეპორტაჟები, მიკროფონით საკუთარი თემები წარადგინეს და სტუმრისგან სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს. 
მადლობა ქალბატონ რუსუდან შელიას თბილი და საინტერესო შეხვედრისთვის! 
II/3 კლასი
პროექტის ავტორი, დამრიგებელი: ნათია ხატიაშვილი


უკან