სიახლეები
21 სექტემბერი, 2021
მეექვსე საავტორო სკოლაში აქტიურად ხორციელდება შვეიცარიელი პედაგოგის - თომას ჰოიზერმანის...
30 აგვისტო, 2021
მეექვსე საავტორო სკოლის 2021 წლის უკლებლივ ყველა კურსდამთავრებული საქართველოს, დიდი...
შეხვედრა მწერალთან
07.06.2021
II/1 კლასის მოსწავლეებმა საყვარელ ავტორს - პოეტსა და საბავშვო მწერალს, მთარგმნელს, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატს, ქალბატონ მარიამ წიკლაურს უმასპინძლეს. 
თავდაპირველად, პატარებმა საგულდაგულოდ მომზადებული შეკითხვები დაუსვეს ძვირფას სტუმარს, შემდგომ მათი რჩეული ლექსები წაუკითხეს და მათ მიერ ამ ლექსებით შექმნილი და მოხატული კრებული გადასცეს საჩუქრად. 
ღონისძიების დასასრულს, პოეტის ლექსზე დაწერილი შესანიშნავი სიმღერა: „ბებოს ლხინი“ (მუსიკა: ნინო ჩხიკვაძის) შეასრულეს. 
პროექტის ავტორი, დამრიგებელი: თამუნა ოთხმეზური
მუსიკალური ხელმძღვანელი: ელენე ღონღაძე


უკან