სიახლეები
15 იანვარი, 2022
ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლე - ანასტასია ჩალაგაშვილი ათასწლეულის ინოვაციის...
25 დეკემბერი, 2021
24 დეკემბერს მეექვსე საავტორო სკოლაში საყმაწვილო ლიტერატურული პრემია „ამირანის“ ფინალისტთა მასტერკლასი...
პრემია ამირანის ფინალისტები
29.11.2021

 

მეექვსე საავტორო სკოლაში ლიტერატურული პრემია ამირანის ფინალისტთა შესარჩევი ეტაპი დასრულდა და სიხარულით წარმოგიდგენთ ჟიურის რჩეულებს: საუკეთესო პოეტური და პროზაული ნაწარმოებების ავტორებსა და გამორჩეულ მთარგმნელებს.

აქვე, ლიტერატურული პრემია „ამირანის“ დამფუძნებლებისა და საორგანიზაციო კომიტეტის სახელით, უღრმეს მადლობას მოვახსენებთ კონკურსის ჟიურის ასობით ნამუშევრის გადარჩევისა და შეფასების პროცესში გაწეული შრომისა და გულმოდგინებისათვის და რაღა თქმა უნდა, დიდი აღფრთოვანებითა და პატივისცემით, მადლობას მოვახსენებთ თითოეულ კონკურსანტს - ნიჭიერ, განათლებულ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებს  ღირსეული მონაწილეობისათვის.

ინფორმაციას კონკურსის გამარჯვებულთა  - I, II და III საპრიზო ადგილების მფლობელთა და მათი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის შესახებ მალე მოგაწვდით.

წარმოგიდგენთ ჩვენს ფინალისტებს:

ნომინაცია: „საუკეთესო პოეტური ნაწარმოები“

          ამინათ ალისულთანოვი - სოფელ სარუსოს საჯარო სკოლა, ყვარელი

          მედეა გუმბერიძე - N60 საშუალო სკოლა, თბილისი

          საბა დვალიძე - N1 საჯარო სკოლა, ლაგოდეხი

          ირაკლი ზვიადაური - N107 საჯარო სკოლა, თბილისი

          გიორგი თუთბერიძე - სკოლა "ქართული სასწავლებელი", თბილისი

          მარიამ თუთბერიძე - მიხეილ გრუშევსკის სახელობის N41 საჯარო სკოლა, თბილისი

          ზურაბ კაპანაძე - სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლა, ჭიათურა

          ანა კვარაცხელია - N4 საჯარო სკოლა, ზუგდიდი

          ანდრია კიკონიშვილი - კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა

          თეკლა მეგრელი - წმ. ილია მართალის სახელობის გიმნაზია, ცაგერი

          აჩიკო ხომერიკი - ნ.დუმბაძის სახელობის N2 საჯარო სკოლა, ოზურგეთი

 

ნომინაცია: „საუკეთესო პროზაული ნაწარმოები“

          გიორგი ათანელიშვილი - N18 საჯარო სკოლა, რუსთავი

          მედეა ბიწაძე - N2 საჯარო სკოლა, ჭიათურა

          ნინო დილსიზ - პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, თბილისი

          ბარბარე მჭედლიშვილი - სკოლა "პოლიგლოტი", თბილისი

          მიხეილ სარუხანიანი - კაზრეთის N1 საჯარო სკოლა, ბოლნისი

          რატი სირაბიძე - სკოლა-ლიცეუმი „მასტერკლასი“, ბათუმი

          ბექა შაიშმელაშვილი - სოფელ შრომის საჯარო სკოლა, ლაგოდეხი

          დემეტრე შაფაქიძე - ნ.დუმბაძის სახელობის N2 საჯარო სკოლა, ოზურგეთი

          ელენე ჩავლეშვილი - N4 საჯარო სკოლა, ოზურგეთი

          თათია ჯამალაშვილი - თელეთის საჯარო სკოლა, გარდაბანი

 

ნომინაცია: „საუკეთესო თარგმანი“

          რუსუდან ალუღიშვილი - წმინდა ბარბარეს სახელობის სკოლა, თბილისი

          ქეთევან გვალია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლა, ფოთი

          თეკლა დუნდუა - ივ. ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლა, ფოთი

          თამარ თირქია - N15 საჯარო სკოლა, ფოთი

          თამთა კაციტაძე - სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლა, ჭიათურა

          თეა კაციტაძე - სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლა, ჭიათურა

          სიდონია ტურაშვილი - №7 საჯარო სკოლა, რუსთავი


 



უკან