სიახლეები
26 დეკემბერი, 2022
მოწვეული პედაგოგის დიტრიხ ნოიბერტისა და ჩვენი სკოლის გერმანული ენის კათედრის პედაგოგების შესანიშნავი...
23 დეკემბერი, 2022
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიაუნის კიბერლაბორატორია UniLab • უნილაბთან და კომპიუტერული...
ვიზუალური პროგრამირება პატარებისათვის
30.03.2022


29 მარტს მეექვსე საავტორო სკოლის სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების კაბინეტში თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია "ექსპლორიუმის" ღია გაკვეთილი ჩატარდა უმცროსკლასელთათვის  "ვიზუალური პროგრამირების" შესახებ. 

პროექტის ორგანიზატორები მოსწავლეებს ესაუბრნენ მომავლის პერსპექტიული პროფესიების, ციფრული ტექნოლოგიების უსწრაფესი პროგრესისა და პროგრამირების ჯადოსნური შესაძლებლობების შესახებ. მოსწავლეებს აუხსნეს, რა არის ალგორითმი და პროგრამული კოდი, რა კავშირია აზროვნებასა და პროგრამირებას შორის, რატომ უნდა ისწავლონ პროგრამირება მცირე ასაკიდანვე, როგორ დაგეგმონ და მართონ ციფრულ პროექტებზე მუშაობის ეტაპები, როგორ ისწავლონ თამაშით. 

მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეს, რატომაა უპირატესი ციფრული პროდუქტის მომხმარებლების ნაცვლად, მათ შემქმნელებად გადაქცევა. ისწავლეს, როგორ დააკავშირონ პროგრამირება, ლოგიკა მათემატიკა და შემოქმედებითი აზროვნება ერთმანეთთან. 

მოსწავლეები კიდევ უფრო საინტერესო კუთხით გაეცნენ ვიზუალური პროგრამირების შესაძლებლობებს და ნახეს "ვიზუალური პროგრამირების კურსის" მოსწავლეების მიერ საერთაშორისო პროგრამირების პლატფორმაში შექმნილი საინტერესო და მრავალფეროვანი ციფრული პროექტები: სხვადასხვა ტიპისა და სირთულის თამაშები, ანიმაციები, Smart აპლიკაციები და STEAM პროექტები.

შეხვედრის ორგანიზატორები:

ოლიკო კილაძე - "ექსპლორიუმის" დირექტორი, პროგრამირების ლექტორი, მეექვსე საავტორო სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებელი, განათლების სამინისტროს ექსპერტი/ქოუჩი კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით.

ანი ხარშილაძე - ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია "ექსპლორიუმის" ვიზუალური პროგრამირების კურსის ლექტორი, კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი.




უკან