დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში,
მეექვსე საავტორო სკოლაში ფილმის „არაქისის შავარდენი“ ჩვენება მოეწყო.
რეჟისორების: ტაილერ ნილსონისა და მაიკლ შვარტცის მიერ 2019 წელს
გადაღებული ფილმი მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ნომინანტი და გამარჯვებულია და ის
დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
კინოჩვენებამდე სკოლის ფსიქოლოგი, მაკა შარიქაძე მოსწავლეებს ესაუბრა
დაუნის სინდრომისა და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ყოფაზე, საზოგადოების
მხრიდან მათ მიმღებლობასა და პატივისცემაზე.
ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე, თუ რა პრობლემებს
შეიძლება წააწყდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი და როგორ ვიპოვოთ გამოსავალი.
მოსწავლეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დაცინვა, გარიყვა, სიკეთე, მიმღებლობა,
ტოლერანტობა და მეგობრობა.
პროექტის ავტორი: მაკო ბურჯანაძე.
პროექტში მონაწილეობდნენ VII და VIII კლასების მოსწავლეები.