სიახლეები
27 აპრილი, 2022
"დედამიწას სიყვარული ატრიალებს“.... სიყვარულმა გააერთიანა მეექვსე საავტორო სკოლის I-V კლასების...
31 მარტი, 2022
დღეს მეექვსე საავტორო სკოლაში ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტების საინფორმაციო შეხვედრა...
დედამიწის დღე
27.04.2022
,დედამიწას სიყვარული ატრიალებს“....
სიყვარულმა გააერთიანა მეექვსე საავტორო სკოლის I-V კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები დედამიწის დღის აღსანიშნავად. 
20 აპრილს პროექტი ,,დედამიწა - ჩვენი სახლი“ შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა.
ღონისძიებაზე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები: ესეები, ნახატები, პოსტერები, სლოგანები და გაწეული შრომისათვის კეთილი დედამიწელების წოდებაც დაიმსახურეს!
ერთობლივი ძალებით შეიქმნა დედამიწის მაკეტი და გიგანტური ,,წიგნი დედამიწაზე“.
ყველა კლასმა სკოლის ეზო საკუთარი ბზის ბუჩქითა თუ იაპონური საკურას ნერგით დაამშვენა და მათზე მზრუნველობაც დაიწყო. 
მეექვსე საავტორო სკოლა მადლობას მოახსენებს პროექტის ხელმძღვანელს - მაკა ჭიაბერაშვილს და პროექტის თითოეულ მონაწილეს! 
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მშობლებს მხარდაჭერისათვის!


უკან