27.05.2022
20 მაისს მეექვსე საავტორო სკოლაში XII კლასელების გაცილების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს სკოლის დამფუძნებელმა და პედაგოგებმა. ტრადიციისამებრ, ყველა კურსდამთავრებულს გადაეცა მეექვსე საავტორო სკოლელის საპატიო ვერცხლის მედალი.
მეექვსე საავტორო სკოლა ულოცავს 2022 წლის კურსდამთავრებულებს განათლების უმნიშვნელოვანესი ეტაპის წარმატებით დასრულებას და უსურვებს დიდ გამოწვევებს, წინსვლას და გამარჯვებებს!
უკან