31.05.2022
მეექვსე საავტორო სკოლაში მიმდინარეობს პედაგოგ ნინო დავითაშვილის საავტორო პროექტი: „ყველაფერი მუსიკის შესახებ“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები შემეცნებითი საუბრებით, აუდიო და ვიდეო მასალის გამოყენებით ეცნობიან ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრებს.
დღეს, პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე, IV, V და VI კლასების მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა დიდ აუდიტორიას - მეექვსე საავტორო სკოლის პედაგოგებსა და საკუთარ მშობლებს წარუდგინეს მუსიკალური ვიქტორინის სახით. ვიქტორინაზე წარმოდგენილ იქნა ფრაგმენტები კლასიკური მუსიკის რჩეული ნიმუშებიდან მსოფლიო ვარსკვლავების შესრულებით.
სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ მოსწავლეების მიერ შესრულებულ ნახატებსაც - პატარების თვალით დანახულ ცნობილ მუსიკალურ შედევრებს.
ღონისძიების დასასრულს, ვიქტორინის მონაწილემ, Vკლასის მოსწავლემ გიორგი ბაქრაძემ ვიოლინოზე შეასრულა ოთარ გორდელის „ქართული ცეკვა“ საფორტეპიანო აკომპანიმენტის თანხლებით.
უკან