01.06.2022
მეექვსე საავტორო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სიმღერისა და ცეკვის დღესასწაულით აღინიშნა.
მოსწავლეებმა შეასრულეს შესანიშნავი გუნდური სიმღერები, ქართული და თანამედროვე ცეკვები.
საზეიმო ღონისძიება სიმბოლურად - უკრაინული ცეკვით დასრულდა.
ღონისძიება მოამზადეს მეექვსე საავტორო სკოლის პედაგოგებმა: მაია მიქაბერიძემ (გუნდი), მაკა ვაჩეიშვილმა (ქართული ცეკვები), ვალენტინა ამაღლობელმა (ბალეტი) და ნინო გაგნიძემ (თანამედროვე ცეკვები).
უკან