სიახლეები
14 ნოემბერი, 2022
პატარების ყველა დროის ყველაზე საყვარელი ავტორის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების...
14 ნოემბერი, 2022
მეექვსე საავტორო სკოლაში ავსტრიელი პოეტის - როზე აუსლენდერის ორენოვანი კრებულის: “როზე აუსლენდერი. ათი ლექსი“ პრეზენტაცია გაიმართა. ...
გოეთეს ენის სერტიფიკატი
26.06.2022

სასწავლო წლის დასასრულს, ჩვენმა მოსწავლეებმა უკვე ტრადიციადქცეული წარმატებით გაგვახარეს - შესანიშნავად ჩააბარეს გოეთეს ინსტიტუტის სხვადასხვა საფეხურის ცენტრალური გამოცდები. 

მეექვსე საავტორო სკოლის დამფუძნებლების, ტომას და მარიანა კრაერებისა და ნინო რამიშვილის გადაწყვეტილებით, ყველა უფროსკლასელს გადაეცა კიტა ჩხენკელის შვეიცარიაში დაბეჭდილი გერმანულ-ქართული ლექსიკონი. 

გოეთეს ინსტიტუტი მეექვსე საავტორო სკოლის პარტნიორი და მხარდამჭერი ორგანიზაციაა. ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს ენის გამოცდებს და ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (A1-C1)

მადლობას მოვახსენებთ VI-XI კლასების მოსწავლეებსა და მათ ბრწყინვალე პედაგოგებს: მეგი გვასალიას, თინათინ დუდაურს, მანონი კიწმარიშვილს, თინათინ ვარდანაშვილსა და ლალი მაისურაძეს ნაყოფიერი შრომისა და წარმატებისათვის.


უკან