სიახლეები
14 ნოემბერი, 2022
პატარების ყველა დროის ყველაზე საყვარელი ავტორის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების...
14 ნოემბერი, 2022
მეექვსე საავტორო სკოლაში ავსტრიელი პოეტის - როზე აუსლენდერის ორენოვანი კრებულის: “როზე აუსლენდერი. ათი ლექსი“ პრეზენტაცია გაიმართა. ...
პრეზენტაცია
14.11.2022


მეექვსე საავტორო სკოლაში ავსტრიელი პოეტის - როზე აუსლენდერის ორენოვანი კრებულის: “როზე აუსლენდერი. ათი ლექსიპრეზენტაცია გაიმართა.

პოეტის ლექსები ქართულად პოეტმა, მთარგმნელმა, მეექვსე საავტორო სკოლის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პედაგოგმა - პაკო ამირან სვიმონიშვილმა თარგმნა.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ფილმი: „ნასესხები შუქი“, რომელიც სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის წარმომადგენელი ორი პოეტის: როზე აუსლენდერისა და პაკო ამირან სვიმონიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს.

ღონისძიებას ესწრებოდა ავსტრიის რეპუბლიკის ელჩი საქართველოში ბატონი თომას მიულმანი. აღსანიშნავია, რომ პროექტი ავსტრიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და თბილისის ავსტრიულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით შედგა.




უკან