სიახლეები
13 მარტი, 2023
ჩვენი სკოლა უკვე PASCH-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა! ...
02 მარტი, 2023
მეექვსე საავტორო სკოლაში 24 და 28 თებერვალს ორ ასაკობრივ კატეგორიაში:VI-VIII და IX-XII კლასელებს შორის ცნობილი სატელევიზიო თამაშის - „რა სად როდის“ ტიპის ღონისძიება: „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.    ...
ცეკვის ფესტივალი
23.12.2022
მეექვსე საავტორო სკოლაში თანამედროვე ცეკვების გრანდიოზული საახალწლო წარმოდგენა გაიმართა.  

მოსწავლეებმა სტუმრებს: „პოლკა“, „ზუმბა“, „უკრაინული“, „მონო-მონო“ და სხვა მრავალი შესანიშნავი ცეკვა-პერფორმანსი წარუდგინეს. 

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: I-VI და VIII კლასების მოსწავლეები. 

ღონისძიება მოამზადეს მეექვსე საავტორო სკოლის პედაგოგებმა: საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრის დამსახურებულმა არტისტმა, ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლემ: ვალენტინა ამაღლობელმა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის კურსდამთავრებულმა, ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირების მსაჯმა: ნინო გაგნიძემ. 

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკოსმა, კომპოზიტორმა, ჯგუფ „ნიკოლშოუს“ წევრმა: სანდრო ნიკოლაძემ. 

წარმოდგენას უძღვებოდა ჩენი სკოლის პედაგოგი, ხელოვანი: გიორგი ლიპარიშვილი


უკან