23.12.2022
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიაუნის კიბერლაბორატორია UniLab • უნილაბთან და კომპიუტერული ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორიასთან Explorium • ექსპლორიუმთან ერთად, ეროვნული მასშტაბის ინოვაციურ პროექტს: “მოსწავლეთა ეროვნულ კონფერენციას ვიზუალურ პროგრამირებაში“ უმასპინძლა.
კონკურსის წესით შერჩეულმა მონაწილეებმა კონფერენციაზე პედაგოგების დახმარებით წარადგინეს საკუთარი ძალისხმევით შექმნილი ციფრული პროექტები: სხვადასხვა სირთულის თამაშები, ანიმაციები და ჭკვიანი აპლიკაციები, შექმნილი ვიზუალური პროგრამირების ერთ-ერთ გარემოში - SCRATCH.
პროექტი განკუთვნილი იყო IV-VII კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებმაც საგნის: „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ ფარგლებში ან არაფორმალური განათლების ცენტრების დახმარებით შეისწავლეს პროგრამა Scratch-ი და შექმნეს ციფრული პროექტი.
კონფერენციის მეორე დღეს კონფერენციის მონაწილე მოსწავლეები და მენტორები დასაჩუქრდნენ სერტიფიკატებით და სხვადასხვა საჩუქრებით.
მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავ დარეგისტრირებულ აპლიკანტთაგან, კონფერენციაზე მონაწილეობისთვის კონკურსის წესით შეირჩა მეექვსე საავტორო სკოლის 5 მოსწავლე:
- ნინი კალანდარიშვილი
- ლუკა გიორგობიანი
- გიგო ასათიანი
- გიო ფიცხელაური
- ოთო ჩხეიძე
მოსწავლეების მენტორი გახლდათ მეექვსე საავტორო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ოლიკო კილაძე.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და მათ შესანიშნავ პედაგოგს - ოლიკო კილაძეს ამ უმნიშვნელოვანეს წარმატებას!
უკან