მოწვეული
პედაგოგის დიტრიხ ნოიბერტისა და ჩვენი სკოლის გერმანული ენის კათედრის პედაგოგების
შესანიშნავი გუნდის ერთობლივი პროექტი დიდი მხიარულებით დასრულდა.
პროექტი
2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში IV და V კლასელებმა სახალისო თამაშებითა და შემეცნებითი
აქტივობებით შეისწავლეს ცნობილი გერმანული საშობაო სიმღერები.
დასასრულს,
მოსწავლეებმა საშობაო გერმანული ორცხობილებიც - „Plätzchen” გამოაცხვეს.
პროექტში
მონაწილეობდნენ პედაგოგები: თინათინ ვარდანაშვილი, ნინაკო ღლონტი, მაკა ტოგონიძე, სოფიო
ტაბაღუა, მეგი გვასალია.