სიახლეები
18 ოქტომბერი, 2018
მეექვსე საავტორო სკოლის უფროსკლასელები 10-დან 17 ოქტომბრამდე გერმანიაში, მიუნჰენში, წმინდა...
07 სექტემბერი, 2018
  24 და 25 აგვისტოს, ფრანკფურტში, „რივერ ბენქის“...
ლიტერატურული პრემია ამირანი

პაკო ამირან სვიმონიშვილი (1973-2014)

პოეტი, მთარგმნელი, გერმანისტი, მეექვსე საავტორო სკოლის დამფუძნებელი და პედაგოგი, დოკუმენტური ფილმების სტუდია „მიკროსტუდიის ჯგუფის“ დამფუძნებელი, პესტალოცის სახელობის ბავშვთა სოფლის (“Kinderdorf”) ქართული სახლის პედაგოგი.
                                                                                                                                                                      
 შემოქმედება

„მოვსულვარ ლანდი“(კრებული, 1990) ”ლექსები და თარგმანები“ (კრებული, 1995) „ლექსები“ (კრებული, 2000) „სამი ავტორის ალმანახი“ (კრებული, 2003) „სამკვიდრო“ (კრებული, 2010) „ნასესხები შუქი“ (თარგმანები, 2013)  

 
ლიტერატურული პრემია ამირანი 

2014 წელს მეექვსე საავტორო სკოლამ ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, მეექვსე საავტორო სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და პედაგოგის პაკო ამირან სვიმონიშვილის სახელობის საყმაწვილო ლიტერატურული პრემია „ამირანი“ დააარსა, რომლის მიზანი შემოქმედებითი ნიჭის მქონე ახალგაზრდების გამოვლენა, მათი კულტურულ და ლიტერატურულ პროცესებთან დაახლოვება, პიროვნული და შემოქმედებითი წინსვლის მხარდაჭერაა. 2015 და 2018 წლებში ჩატარებულ კონკურსებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VII-XII კლასების 1000-ზე მეტმა მოსწავლემ, წარმოდგენილი იქნა 5000-მდე ნაწარმოები სხვადასხვა ნომინაციებში, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ გამოვლენილი იქნა 65 ფინალისტი და პრემია „ამირანის“ მფლობელები, რომლებიც სოლიდური ფულადი პრემიით (საერთო ჯამში - 43 ათასი ლარის ოდენობით) და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 2016 წელს საქართველოს მწერალთა სახლში პირველი კონკურსის ფინალისტთა ნამუშევრების კრებულის - „ამირანი 2015“-ის პრეზენტაცია გაიმართა. 2018 წლის კონკურსის ფინალისტთა ნამუშევრების კრებულის პრეზენტაცია კი უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.