სიახლეები
17 ნოემბერი, 2016
მეექვსე საავტორო სკოლას ააიპ „ცხოველთა უფლებების კომიტეტის“ ხელმძღვანელი ქალბატონი თინათინ...
21 ოქტომბერი, 2016
მეექვსე საავტორო სკოლის V/2 კლასის მოსწავლეებს: ანასტასია ჯავახიშვილსა და ანა...
სიახლეები
პატარა გეორგიკა საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორია
06.11.2015
მეექვსე საავტორო სკოლასთან არსებული ბავშვთა შერეული გუნდი „პატარა გეორგიკა“ საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის - “The Place Of Holiday 2015"-ის გამარჯვებულია. ფესტივალი ესპანეთში, ქალაქ ლორე დე მარში (კატალონია) ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი ევროპის, აფრიკის, აზიისა და ამერიკის კონტინენტების ხალხთა ფოლკლორისა  და კრეატიული მუსიკალური შემოქმედების წარმოჩენაა.
ვრცლად
რაინერ მარია რილკეს დღეები თბილისში
02.11.2015
მეექვსე საავტორო სკოლამ თბილისში რაინერ მარია რილკესადმი მიძღვნილი კონფერენციის სტუმრებს უმასპინძლა, მათ შორის ქალბატონებს ანდრეა  პოვაცს და ჰენრიკე ჰასეს - გერმანისტებს, გერმანული ენისა და ლიტერატურის ლექტორებს სტამბულის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ St.Georgs-Kolleg -ში, ბატონ ზოლტან სცენდს - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პეჩის (Pécs/უნგრეთი) უნივერსიტეტის პროფესორს, რილკეს შემოქმედების მკვლევარსა და მრავალი პუბლიკაციისა და მონოგრაფიის ავტორს, ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს - გერმანისტს, პედაგოგსა და დიპლომატს. სტუმრები გაეცნენ მეექვსე საავტორო სკოლის გერმანული ენის კათედრის მუშაობის სპეციფიკას, სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის პაკო ამირან სვიმონიშვილის შემოქმედებას, რაინერ მარია რილკეს მისეულ თარგმანებს.  

ვრცლად
პატარა გეორგიკა
29.10.2015
მეექვსე საავტორო სკოლასთან არსებული ბავშვთა შერეული გუნდი „პატარა გეორგიკა“ 31 ოქტომბრიდან - 7 ნოემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ესპანეთში, ქალაქ ლორე დე მარში (კატალონია) დაგეგმილ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში  “The Place Of Holiday”. ფესტივალის მიზანია ევროპის, აფრიკის, აზიისა და ამერიკის კონტინენტების ხალხთა კულტურული მემკვიდრეობისა და კრეატიული მუსიკალური შემოქმედების წარმოჩენა. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია „პატარა გეორგიკას“ სოლო კონცერტიც.
ვრცლად
უკან |  1  ...  17  18  19  20  [21]  22  | წინ