სიახლეები
13 მარტი, 2023
ჩვენი სკოლა უკვე PASCH-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა! ...
02 მარტი, 2023
მეექვსე საავტორო სკოლაში 24 და 28 თებერვალს ორ ასაკობრივ კატეგორიაში:VI-VIII და IX-XII კლასელებს შორის ცნობილი სატელევიზიო თამაშის - „რა სად როდის“ ტიპის ღონისძიება: „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.    ...
გერმანული ლიტერატურა

საავტორო  პროგრამის სახელწოდება - გერმანული ლიტერატურა
პროგრამის ხელმძღვანელი - ტომას ჰოიზერმანი
სახელმძღვანელოDeutschspracrhigeLiteratur
ასაკობრივი ჯგუფი: X-XI-XII კლასები.

საავტორო პრინციპი:
 
პროგრამის მიზნები:

 მოსწავლე გაეცნოს შუა საუკუნეების დასავლეთევროპულ ეპოსს, მისთვის დამახასიათებელ სიუჟეტებს და აზროვნებას. 
 მოსწავლე ეზიაროს მისტიკური აზროვნების საწყისებს. 
 მოსწავლემ გაიცნოს აფორიზმი, როგორც ლიტერატურულ-ფილოსოფიური ფორმა.
 მოსწავლემ გაიცნოს რომანტიკული მსოფლმხედველობის ძირეული ასპექტები. (მაგ.პარადოქსი, სიმბოლოს და ნიშნის თეორია...) 
 მოსწავლე გაეცნოს სიმბოლური "ემბლემატას" ტრადიციას.
 მოსწავლემ გაიცნოს რომანტიკული მსოფლმხედველობის ძირეული ასპექტები. (მაგ.ინდივიდუაციის პრინციპი) გაიხსენოს ნოვალისის შეხედულება ზღაპარზე.
 მოსწავლე დაფიქრდეს რეალურისა და ირეალურის კატეგორიების, ასევე ნებისა და ხვედრის აპორიის შესახებ. 
 მოსწავლემ განსაზღვროს ფანტასტიკურის ფენომენის ესთეტიკური ასპექტი. მოსწავლე გაეცნოს რომანტიკოსების შეხედულებას ბავშვის აზროვნების პრიმატზე.
 მოსწავლე დააკვირდეს რომანტიკული ლიტერატურული ზღაპრის განვითარებას მე-20 საუკუნეში. 
 მოსწავლემ განასხვავოს "მხატვრული სიტყვა", როგორც მთლიანი მსოფლაღქმა, აზროვნების დეტერმინისტული წესისაგან. 
 მოსწავლემ გაიცნოს კლასიკური იდეალიზმის ნიმუში. 
 მოსწავლემ გააცნობიეროს დროის არალინეარული ბუნება და ჰოელდერლინის პოეტური მეტყველების თავისებურებანი. 
 მოსწავლემ გაიცნოს ნიცშეს შემოქმედება როგორც გვიანდელი რომანტიზმის აპოთეოზი და იმავდროულად მოდერნიზმის "წინასწარმეტყველი". ცოცხალი სიბრძნე – მეტყველება მეთოდის წინააღმდეგ. 
 მოსწავლემ გააცნობიეროს მუზილის მსოფლაღქმის თავისებურება (მაგ. კონსტრუქციული ირონიის ფენომენი. მეტატექსტუალობის ელემენტები...)
 მოსწავლე წვდება ემოციის განსაგნების ექპრესიონისტულ ნიმუშს.
 მოსწავლემ გააცნობიეროს ეპოქისათვის დამახასიათებელი დეკადანსისა და დევილობის შეგრძნება. 
 მოსწავლემ გააცნობიეროს აბსოლუტური მეტაფორა, როგორც კონკრეტული მოვლენისა და უზოგადესი ცნებების სინთეზი. 

მოსალოდნელი შედეგები: 

 მოსწავლეს აქვს ზოგადი წარმოდგენა შუასაუკუნეების სათავგადასავლო და სპირიტუალურ რომანზე. შეუძლია სიმბოლოს ცნების განმარტება კანონიკური და მისტიკური ინტერპრეტაციის საფუძველზე.
 მოსწავლე ანსხვავებს ფენომენის, არსისა და მყოფის ცნებათა შინაარსებს. 
 მოსწავლე იცნობს პარადოქსს, როგორც მეტაფიზიკური შინაარსის გამოხატვის შესაძლებლობას. 
 მოსწავლემ შეასრულოს წერილობითი თარგმანი და ტექსტს დაურთოს კომენტარები. 
 მოსწავლემ უნდა განასხვავოს ხალხური ზღაპარი საავტოროსაგან, შეეძლოს გოეთესეული სიმბოლოების ინტერპრეტაცია. (მაგ.სუსტი გოლიათის ძლიერი ჩრდილი) 
 მოსწავლე შეადარებს გოეთესა და ნოვალისის ზღაპარს ინდივიდუაციის ასპექტით. 
 მოსწავლე განასხვავებს ჭეშმარიტისა და რეალურის კატეგორიას რომანტიკოსების შემოქმედებაში. 
 მოსწავლეები ინაწლებენ როლებს და კითხულობენ ზღაპარს. 
 მოსწავლე მწყობრად გადმოსცემს ჰესეს შეხედულებას პოეზიაზე. 
 მოსწავლემ შეადაროს მოერიკეს შედევრი გოეთეს "ჭანდერერს Nაცჰტლიედ"-ს. 
 მოსწავლემ განასხვავოს იდეისა და იდეალის ცნებები. 
 მოსწავლეს უნდა შეეძლოს თავისუფალი ლექსისა და პროზაული ტექსტის განსხვავება. 
 მოსწავლე იცნობს ლოგიკური მეთოდიკისა და კანონიკური ღირებულებების ნიცშესეულ კრიტიკას. 
 მოსწავლე წერს რეფერატს. 
 მოსწავლე იცნობს მოდერნისტული პოეტიკის შინაგან ასპექტებს. მოსწავლე წერს რეფერატს.
 მოსწავლე ხვდება, რომ პოეზიაში წინადადება შეიძლება ქმნიდეს იმფორმაციულ ერთეულებს, არა ლოგიკური დანასკვის, არამედ აკუსტიკური ხატების, ან სხვა "პოეტური ხერხების" საშუალებით. 
 შედეგები: მოსწავლემ უნდა განსაზღვროს პაულ ცელანის ლექსებში ასოციაციათა რიგი. შეძლოს დროის ცნების შინაარსის ცელანისეული გაგების ექსპლიკაცია.






უკან