სიახლეები
13 მარტი, 2023
ჩვენი სკოლა უკვე PASCH-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა! ...
02 მარტი, 2023
მეექვსე საავტორო სკოლაში 24 და 28 თებერვალს ორ ასაკობრივ კატეგორიაში:VI-VIII და IX-XII კლასელებს შორის ცნობილი სატელევიზიო თამაშის - „რა სად როდის“ ტიპის ღონისძიება: „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.    ...
ქართული ენა და სამყარო
საავტორო  პროგრამის სახელწოდება - ქართული ენა და სამყარო
სახელმძღვანელო - ქართული ენა და სამყარო., ავტ. ნინო გორდელაძე, თბილისი, 2006 წელი.
ასაკობრივი ჯგუფი:  I-VI კლასები.
პროგრამის მიზანი: 
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას ენობრივი მსოფლხედვის გაცნობიერება.
საავტორო პრინციპი:

კურსის მიზანი და სახელმძღვანელოს შექმნის ისტორია:

1978 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის გამგემ, პროფესორმა გურამ რამიშვილმა გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი “ენის ენერგეტული თეორიის საკითხები”. წიგნში განხილულია ენის რაობის, ენისა და აზროვნების ურთიერთმიმართებისა და სემანტიკური კვლევის პრობლემები. ნაშრომი ძალზე საგულისხმოა ზოგად ენათმეცნიერებაში დამკვიდრებულ ცნებათა ქართული შესატყვისების დადგენითაც. ამ რიგისაა გერმანული ცნებები: “შპრაცჰლიცჰე ჭელტანსიცჰტ”, “შპრაცჰლიცჰეს ჭელტბილდ”. ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტისა და ლეო ვაისგერბერის მოძღვრებათა ამ ცნებებს ქართველმა ენათმეცნიერმა “ენობრივი მსოფლხედვა” და “ენობრივი მსოფლხატი” მიუსადაგა.
ჰუმბოლდტისეული ხატოვანი თქმით, ენა ჭეშმარიტებას მინათებული შუქია; ენები სამყაროს მზის სხივებივით ანათებენ... “ენათა სხვაობა არის არა სხვაობა ბგერადობისა და ნიშნებისა, არამედ  მსოფლხედვისა”. 
ქართველმა ენათმეცნიერმა ორმაგი ღირებულება შესძინა დიდი გერმანელი მოაზროვნის იდეას - ენათა თავისთავადობა ერების თავისთავადობას გაუიგივა.

“ენის ენერგეტული თეორიის საკითხებში” საგანგებოდ განიმარტა ე.წ. ენის გრძნობის ცნება (შპრაცჰგეფუეჰლ). ენის გრძნობა მნიშვნელობათა აღურევლობის ფარული წესების ინტუიტური ცოდნაა. თვალსაჩინოებისთვის მეცნიერი ნიმუშებს ქართული ენიდან გვაწვდის: არავინ იტყვის “თხელ ჯოხს” მსხვილის საპირისპიროდ, ჩვენ ვიცით, რომ ჯოხი წვრილია. მოგრძო-მრგვალი საგნების მიმართ ზედსართავად წვრილი ან მსხვილი შეურჩევია ქართულს. ეს ენის სემანტიკური წესია. დედაენის გრძნობა ამგვარი სემანტიკური წესების თანდაყოლილი ცოდნაა. მისივე განმარტებით, ენათმეცნიერები ენის გრძნობის უმაღლეს საფეხურად მიიჩნევენ იმ ცოდნას, როცა არა მხოლოდ წესების, არამედ ენის შესაძლებლობათა ცოდნაა გამოვლენილი. ენის ენერგია “ფილოსოფიურ ცნებათწარმოებასა და პოეტურ სიტყვაში ჰპოვებს თავის უმაღლეს გამოხატულებას”. ენის გრძნობის, იგივე, დედაენობრივი ალღოს მქონე მწერლები ნამდვილ ენობრივ შემოქმედებად უნდა ჩაითვალონ. მწერლის სიტყვათშემოქმედებას, თუ იგი აღმოცენებულია ენის შესაძლებლობათა ინტუიტიური ცოდნის საფუძველზე, თან ახლავს მისი გაგება-მიღება, გათავისება მკითხველის მიერ.

იდეა, შექმნილიყო თემატურად მოწესრიგებული სასკოლო სახელმძღვანელო ქართული ეროვნული მსოფლხედვის გასაცნობად, გამოიკვეთა ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, გურამ რამიშვილის თეორიული ნაშრომების საფუძველზე.

წიგნში არ არის დაცული ლექსიკონისთვის ჩვეული ანბანური რიგი. აქ შინაარსით ახლოს მდგომი სიტყვებია დაჯგუფებული. ამასთან, შეძლებისდაგვარად წარმოჩენილია მათ მნიშვნელობათა შორის მსგავსება-განსხვავება. სულხან-საბა ორბელიანის “სიტყვის კონაში” მრავლადაა ამგვარად განმარტებული სიტყვათა ჯგუფები, მართლაც სიტყვის კონები.

“ბიბლიური ისტორიის” ზეგავლენით, ქართული ლექსიკის თანმიმდევრობა ავტორმა პირობითად ბიბლიურ ქმნილებათა რიგს შეუფარდა: დღე-ღამის ლექსიკას მოსდევს ცის, წყლის, ხმელეთისა და ცხოველთა რიგი. სალექსიკონო ნაწილს გზადაგზა ერთვის ქართველ მკვლევართა საგულისხმო ვარაუდები. 

პროგრამის აღწერა:
მიზნებიდან გამომდინარე, სწავლება მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით:
 ქართული ლექსიკის შესწავლა შინაარსით ახლოს მდგომი სიტყვებით, სიტყვათა ჯგუფებით, „სიტყვის კონებით“.
 „სიტყვის კონების“ გააზრება ხატოვან სიტყვა-თქმებში.
 ლექსიკის თეოლოგიური სიმბოლიკის გააზრება.
 ენის სემანტიკური წესების გამოკვეთა და შესაბამისი ლექსიკური სავარჯიშოების შედგენა.









უკან