სიახლეები
13 მარტი, 2023
ჩვენი სკოლა უკვე PASCH-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა! ...
02 მარტი, 2023
მეექვსე საავტორო სკოლაში 24 და 28 თებერვალს ორ ასაკობრივ კატეგორიაში:VI-VIII და IX-XII კლასელებს შორის ცნობილი სატელევიზიო თამაშის - „რა სად როდის“ ტიპის ღონისძიება: „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.    ...
ლიტერატურული პრემია ამირანი

 

პაკო ამირან სვიმონიშვილი (1973-2014)

პოეტი, მთარგმნელი, გერმანისტი, მეექვსე საავტორო სკოლის დამფუძნებელი და პედაგოგი, დოკუმენტური ფილმების სტუდია „მიკროსტუდიის ჯგუფის“ დამფუძნებელი, პესტალოცის სახელობის ბავშვთა სოფლის (“Kinderdorf”) ქართული სახლის პედაგოგი.

                                                                                                                                                                     

 შემოქმედება

„მოვსულვარ ლანდი“(კრებული, 1990),  ”ლექსები და თარგმანები“ (კრებული, 1995),  „ლექსები“ (კრებული, 2000),  „სამი ავტორის ალმანახი“ (კრებული, 2003),  „სამკვიდრო“ (კრებული, 2010),  „ნასესხები შუქი“ (თარგმანები, 2013), "დღეს ბედისწერაც სიმღერაა..." (კრებული ქართულ და ჩერქეზულ ენებზე, 2017), "Gedichte" (კრებული ქართულ და გერმანულ ენებზე კომენტარებით, 2018)

 

საყმაწვილო ლიტერატურული პრემია „ამირანი“

 

პოეტის, მთარგმნელის, მეექვსე საავტორო სკოლის დამფუძნებლისა და პედაგოგის პაკო ამირან სვიმონიშვილის სახელობის საყმაწვილო ლიტერატურული პრემია „ამირანი“ 2014 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანი შემოქმედებითი ნიჭის მქონე ახალგაზრდების გამოვლენა, მათი კულტურულ და ლიტერატურულ პროცესებთან დაახლოება, პიროვნული და შემოქმედებითი წინსვლის მხარდაჭერაა.

დღემდე კონკურსში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა; წარმოდგენილი იქნა 5000-მდე ნამუშევარი; კონკურსის ფინალისტები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიით (საერთო ჯამში - 43 ათასი ლარის ოდენობით) და გადაეცათ ფასიანი საჩუქრები; ფინალისტთა საუკეთესო ნამუშევრები გამოიცა კრებულებად.

პროექტის მხარდამჭერები არიან:

·      ააიპ„პაკოს ფონდი“

·      მეექვსე საავტორო სკოლა

·      წყალი მარგებელი (ნაბეღლავი)

·      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

·      შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

·     მწერალთა სახლი

·     გაზეთი „ახალი განათლება“

·     ჟურნალი „კულტურა პლუს“

·     საქართველოს რადიო - „პიკის საათი“

·     საპატრიარქოს ტელევიზია - სტუდია „ავტოგრაფი“

 

2021 წელი ლიტერატურული პრემია „ამირანის“ მესამე საკონკურსო წელია. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებმა. 

კონკურსის მთავარი პრიზის - ვერცხლის შროშანის მფლობელები გახდნენ:

•          ნომინაცია „საუკეთესო პოეტური ნაწარმოები“- ირაკლი ზვიადაური /თბილისი/

•          ნომინაცია „საუკეთესო პროზაული ნაწარმოები“- რატი სირაბიძე /ბათუმი/

 

კონკურსის II  და III საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ:

ნომინაცია „საუკეთესო პოეტური ნაწარმოები“

II საპრიზო ადგილი - ანა კვარაცხელია /ზუგდიდი/

III საპრიზო ადგილი - გიორგი თუთბერიძე /თბილისი/

სპეციალური პრიზი ისტორიული პოემისათვის: მარიამ თუთბერიძე /თბილისი/

 

ნომინაცია „საუკეთესო პროზაული ნაწარმოები“

II საპრიზო ადგილი - ნინო დილსიზ /თბილისი/

III საპრიზო ადგილი - გიორგი ათანელაშვილი /თბილისი/

III საპრიზო ადგილი - მედეა ბიწაძე /თბილისი/

III საპრიზო ადგილი - ბექა შაიშმელაშვილი /ლაგოდეხი/

 

ნომინაცია „საუკეთესო თარგმანი“

III საპრიზო ადგილი - ქეთევან გვალია /ფოთი/

III საპრიზო ადგილი - თეკლა დუნდუა /ფოთი/

III საპრიზო ადგილი - თეა კაციტაძე /ჭიათურა/

 

პაკოს ფონდის დამფუძნებლის, მიხეილ სვიმონიშვილის გადაწყვეტილებით, ყველა ფინალისტი დაჯილდოვდა ფულადი პრემიით, ასევე, ფინალისტებს გადაეცათ მხარდამჭერების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები და საჩუქრები.