სიახლეები
20 აპრილი, 2017
მეექვსე საავტორო სკოლაში ტრადიციული საფეხბურთო ჩემპიონატის "პაკოს თასის" გათამაშება გაიმართა. ...
31 მარტი, 2017
2017 წლის 31 მარტს ლიტერატურული პრემია „ამირანის“ ახალი საკონკურსო წელი...
სიახლეები
ქართული და თურქული მწერლობის მთარგმნელები ჩვენს სკოლაში
29.10.2015

მეექვსე საავტორო სკოლამ ქართველი მწერლების თურქულ ენაზე მთარგმნლებს, სტამბულში ქართული კულტურის ცენტრის წარმომადგენლებსა და სხვა საპატიო სტუმრებს უმასპინძლა, მათ შორის: მწერალს, ლიტერატორსა და მთარგმნელს ქალბატონ ქევსერ რუჰს, 150 ქართული ლექსისა და ვეფხისტყაოსნის ბწკარედების თურქულად მთარგმნელს, ექიმსა და პოეტს ბატონ ჰასან ჩელიქს, ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს სტამბულში ბატონ ერდალ ქუჩუქს, საქართველოს საპატიო კონსულის თანაშემწეს ქალაქ იზმირში ქალბატონ მაყვალა ხარებავას და ცნობილ ქართველ თურქოლოგს, ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის ორჰან ფამუქის მთარგმნელს ქალბატონ ნანა ჯანაშიას. სტუმრები გაეცნენ მეექვსე საავტორო სკოლის მისიასა და ღირებულებებს, საავტორო პროგრამებს. სპეციალურად სტუმრებისათვის გაიმართა მეექვსე საავტორო სკოლასთან არსებული ბავშვთა შერეული გუნდის „პატარა გეორგიკას“ კონცერტი.

ვრცლად
პირველკლასელთა მიღების საზეიმო ცერემონია
21.09.2015

დღეს მეექვსე საავტორო სკოლაში პირველკლასელთა მიღების საზეიმო ცერემონია გაიმართა. პატარებს სკოლის სახელით სახელმძღვანელოები გადაეცათ საჩუქრად. მეექვსე საავტორო სკოლა ულოცავს ყველა მოსწავლეს და მშობელს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს წარმატებებს.

 

ვრცლად
სასერტიფიკატო გამოცდები
03.09.2015

მეექვსე საავტორო სკოლის VI-VIII კლასის მოსწავლეებმა გოეთეს ინსტიტუტის    გერმანული ენის სასერტიფიკატო გამოცდებში – Fit in Deutsch 1 და Fit in Deutsch 2 საუკეთესო შედეგები აჩვენეს. 

ვრცლად
უკან |  1  ...  34  35  36  37  [38]