დანართი N1 დამტკიცებულია შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ დირექტორის
2021 წლის 5 ნოემბერი N7/80 ბრძანებით
ბოლო ცვლილება შეტანილია შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ დირექტორის
2026 წლის 01 სექტემბრის N7/54 ბრძანებით
შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულების მოქმედების სფერო და მიზანი
- ეს დებულება აწესრიგებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების - შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ (შემდგომში - „სკოლა“) საგანმანათლებლო საქმიანობას, სკოლის მართვის წესებსა და პრინციპებს.
- დებულების მიზანია:
2.1. სკოლის საქმიანობის ხელშეწყობა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა; 2.2. სკოლის სტრუქტურული ერთეულების, ადმინისტრაციის თანამშრომელთა და პერსონალის ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა;
2.3. სასწავლო-სამუშაო დროის რეგულირება.
მუხლი 2. სკოლის სტატუსი
- შპს „მეექვსე საავტორო სკოლა“ (შემდგომში - სკოლა) არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად.
- სკოლის სრული სახელწოდებაა - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მეექვსე საავტორო სკოლა“.
- სკოლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ.თბილისი, ლადო ასათიანის ქ. №28, ინდექსი
0105, ვებ-გვერდი http://meeqvsesaavtoro.ge 4. სკოლაში სწავლების ენა არის ქართული.
- სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების, ასევე, სკოლის წესდების, შინაგანაწესისა და ამ დებულების შესაბამისად.
- სკოლა დასახულ მიზნებსა და დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
- სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ლოგო, ბეჭედი, სატიტულო ფურცელი, საბანკო ანგარიში და კერძო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
- სკოლაში დაუშვებელია პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების შექმნა.
მუხლი 3. მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
- მთავარი მიზნის მიღწევის პროცესში, აქცენტი კეთდება შემდეგ სამ კატეგორიაზე:
ა) საგნობრივი მიზნები, რაც გულისხმობს მოსწავლეთა მიერ თითოეულ აკადემიურ საგანში ცოდნის მიღებასა და უნარების განვითარებას როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
ბ) პიროვნული მიზნები, რაც მოიცავს თითოეული მოსწავლის სტიმულირებას სოციალური ინტერაქციის, ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კუთხით.
გ) საერთაშორისო მიზნები, რაც ითვალისწინებს მოსწავლეებისათვის ცოდნის მიცემასა და ცნობიერების ჩამოყალიბებას. თითოეულმა მოსწავლემ უნდა გაიაზროს ხალხის, კულტურისა და ქვეყნების, როგორც დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის, ისე ურთიერთდამოკიდებულების ცნებები.
- სკოლის მისიის შესაბამისად განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:
ა) საიმედო და კეთილგანწყობილი გარემოს უზრუნველყოფა, რაც თითოეულ მოსწავლეს დაეხმარება სკოლაში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარებასა და გამოვლენაში;
ბ) თითოეული ბავშვის მონდომებისა და შემოქმედებითი აქტივობის წახალისება და მიღწევების აღიარება;
გ) დამოუკიდებელი თუ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
დ) კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
ე) საზოგადოებრივი თვითშეგნებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
მუხლი 4. სკოლის მართვის პრინციპები
- ამ დებულებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სკოლა უფლებამოსილია:
ა) სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით დამოუკიდებლად შეიმუშაოს, მიიღოს და დანერგოს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) დამოუკიდებლად შეიმუშაოს სასკოლო სასწავლო გეგმა ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით;
გ) შეარჩიოს სასწავლო–აღმზრდელობითი საშუალებები, მეთოდები, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები და სასკოლო თვალსაჩინოებები;
დ) დანერგოს მოსწავლეთა შეფასების სისტემა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სტანდარტების გათვალისწინებით;
ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის შექმნას გარემო სწავლისა და აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად;
ვ) შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება.
ზ) მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში, ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, მათ შორის, პროფესიული მზადების პროგრამაში მათი მონაწილეობის ხარჯების დაფინანსების ან თანადაფინანსების გზით.
თ) სკოლის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლოს სხვა სკოლებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ი) უზრუნველყოს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა;
- სკოლა საგანმანათლებლო საქმიანობისას იცავს საჯაროობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპებს. ამ მიზნით უზრუნველყოფს:
ა) სკოლის გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას
დაინტერესებული პირისათვის, გარდა, კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) მოსწავლეთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური წარმომავლობისა, სქესის, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; გ) კონკურსების და არჩევნების საჯაროობას, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას.
- სკოლა საგანმანათლებლო საქმიანობისთვის ახორცილებს როგორც მმართველობით,ისე ძირითად და დამხმარე პროცესებს.
- მმართველობითი პროცესი უკავშირდება სკოლის საქმიანობის დაგეგმვას და კონტროლს. მასში იგულისხმება სხვადასხვა პროცესების დაგეგმვა, განხორციელების მონიტორინგი და შეფასება (სტრატეგიული დაგეგმვა, წლიური დაგეგმვა და ხარისხის უზრუნველყოფა).
- ძირითად პროცესად სკოლაში განისაზღვრება:
- სასკოლო კურიკულუმის შემუშავება/გაუმჯობესება; - სასკოლო კურიკულუმის განხორციელება;
- სასწავლო პროცესის ორგანიზება, მართვა და ა.შ.
- სკოლაში მიმდინარე დამხმარე პროცესები ხელს უწყობს ძირითადი პროცესების წარმართვას - სასწავლო პროცესის სრულფასოვან განხორციელებას. სკოლაში დამხმარე პროცესებად ითვლება:
- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოება;
- საქმისწარმოება (დოკუმენტბრუნვა);
- მატერიალური რესურსების მართვა;
- ადამიანური რესრსების მართვა;
- დამატებითი სერვისების განხორციელება;
- საბიბლიოთეკო სერვისების განხორციელება;
- ფინანსური რესურსების მართვა;
- უსაფრთხოების უზრუნველყოფა და წესრიგის დაცვა; - საზოგადოებასთან ურთიერთობა და ა.შ.
თავი II. სკოლის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 5. სკოლის სტრუქტურა
- სკოლის სტრუქტურა მოიცავს პარტნიორთა კრებას, დირექციას, ხარისხის მართვის სამსახურს, ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალს, პედაგოგიურ საბჭოს და საგნობრივ კათედრებს. სტრუქტურული სქემა დანართი N1-ის სახით თან ერთვის დებულებას.
- გადაწყვეტილებას სკოლის სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს სკოლის დირექტორი. სკოლის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.
- სკოლის მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა საერთო კრება. პარტნიორთა საერთო კრება თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორს.
- სკოლის დირექცია შედგება დირექტორის, ჰუმანიტარული მიმართულების ხელმძღვანელის, დირექტორის მოადგილის სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, დირექტორის მოადგილის საერთაშორისო ურთიერთობების დარგში და ხარისხის მართვის სამსახურის თანამშრომლებისაგან.
თავი III. სკოლის დირექცია
მუხლი 6. სკოლის დირექტორი
- სკოლის დირექტორი, რომელიც ექვემდებარება პარტნიორთა საერთო კრებას:
ა) ახორციელებს სკოლის მართვას და წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
ბ) ამტკიცებს სკოლის დებულებას, შინაგანაწესს, საქმისწარმოებისწესს, უსაფრთხოების ნორმების დაცვის წესებს, სასწავლო გეგმის შეფასებისა და შემდგომი გაუმჯობესების მექანიზმებს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და სხვა აქტებს;
გ) განსაზღვრავს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, იღებს გადაწყვეტილებას სკოლის პერსონალის შრომის ხელშეკრულებების დადება/შეწყვეტის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად; უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან არაკვალიფიციურობის დადასტურებისას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
დ) შეიმუშავებს სკოლის სტრუქტურას;
ე) მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში და, საჭიროების შემთხვევაში, წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს პედაგოგიური საბჭოს;
ვ) ამტკიცებს სკოლის განვითარების გრძელვადიან (ექვსწლიან) და ერთწლიან სამოქმედო გეგმებს;
ზ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ; თ) განკარგავს თანხებს;
ი) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
კ) ზედამხედველობას უწევს სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
ლ) აფორმებს საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებებს მოსწავლეების მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან;
მ) იღებს გადაწყვეტილებას სწავლის საფასურის ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდის ფორმების შესახებ;
ნ) უფლება აქვს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები;
ო) უფლება აქვს დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად. აგრეთვე, თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საშიშროება, რომელიც:
ო.ა) საფრთხეს უქმნის სასკოლო საზოგადოების წევრების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოებას;
ო.ბ) ახალისებს ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარებას;
ო.გ) ახდენს უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულის ან ძალადობისკენ წაქეზებას;
ო.დ) ხელს უშლის სასწავლო პროცესის მსვლელობას, სკოლის საქმიანობას ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებას;
პ) პარტნიორთა საერთო კრებას წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სკოლის საგანმანათლებლო, ფინანსური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;
- სკოლის დირექტორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წესდებით, დებულებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას და სკოლის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებებს.
- სკოლის დირექტორი პასუხისმგებელია ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელოპროცესზე.
- სკოლის დირექტორი ზრუნავს სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
- სკოლის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს.
- სკოლის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება ადმინისტრირების, განათლების, ფინანსების ან მენეჯმენტის მიმართულებით;
- საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- სტრატეგიული დაგეგმვისა და საგანმანათლებლო პროექტების მართვის გამოცდილება; 6.4. განათლების სფეროს რეგულაციების, შრომის კოდექსისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონმდებლობის ცოდნა;
- სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების, სასკოლო მართვის მექანიზმების, ხარისხის უზრუნველყოფისა და შიდა მონიტორინგის სისტემების ცოდნა;
- ქართულ ენაზე პროფესიული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- სასურველია ერთ-ერთი უცხოური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის: Microsoft Office Word, Excel, PowerPoint და ინტერნეტის გამოყენების უნარი.
- სკოლის დირექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილე.
- სკოლის დირექტორის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს პარტნიორთა საერთო კრება.
მუხლი 7. ჰუმანიტარული მიმართულების ხელმძღვანელი
- ჰუმანიტარული მიმართულების ხელმძღვანელი ექვემდებარება სკოლის დირექტორს და ვალდებულია:
- განახორციელოს ჰუმანიტარული მიმართულების პოლიტიკა და სტრატეგია;
- ხელმძღვანელობა გაუწიოს ენათა კოორდინირებული სწავლებისა და კულტურათა დიალოგის პროგრამების განხორციელებას;
- უზრუნველყოს სკოლაში საავტორო პროგრამების დანერგვა და მონიტორინგი;
- მონაწილეობა მიიღოს უცხოური ენების, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრების სამოქმედო გეგმების შემუშავებაში და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დისციპლინების მასწავლებელთა კოორდინირებული მუშაობა.
- ჰუმანიტარული მიმართულების ხელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მეცნიერებების ან განათლების მიმართულებით; 2.2. საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიურ ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონმდებლობის ცოდნა;
- ქართულ ენაზე პროფესიული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- სასურველია ერთ-ერთი უცხოური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის: Microsoft Office Word, Excel, PowerPoint და ინტერნეტის გამოყენების უნარი.
- ჰუმანიტარული მიმართულების ხელმძღვანელის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილე.
- ჰუმანიტარული მიმართულების ხელმძღვანელის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 8. დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში
- დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ექვემდებარება სკოლის დირექტორს და ვალდებულია:
- განახორციელოს საკუთარი საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე დებულებისა და შინაგანაწესის შესაბამისად.
- ორგანიზება გაუწიოს სასწავლო პროგრამების შემუშავებას;
- მასწავლებელთა კვალიფიკაციის გათვალისწინებით მონაწილეობა მიიღოს მათი საათობრივი დატვირთვის განაწილებაში და წარუდგინოს სკოლის დირექტორს;
- უხელმძღვანელოს, კოორდინირება და მონიტორინგი გაუწიოს საგნობრივი კათედრების ეფექტურ მუშაობას, კათედრის ხელმძღვანელებთან ერთად ორგანიზება გაუწიოს საგნობრივი ტესტირებებისა თუ გამოცდების მიმდინარეობას;
- სკოლის დირექტორთან ერთად ყოველდღიურად იზრუნოს სკოლის დისციპლინის გაუმჯობესებაზე და უზრუნველყოს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ნორმალურად წარმართვა;
- გაუწიოს კოორდინირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად იმ სასწავლო-სააღმზრდელო პროექტებს, რომელთა განხორციელებაც მიმდინარე სასწავლო წელს არის დაგეგმილი;
- იზრუნოს სკოლაში მშვიდი, საქმიანი, შემოქმედებითი, კოლეგიალური ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მოსამზადებელ სამუშაოებს სასწავლო წლის მომზადებულად და ეფექტურად დაწყებისთვის;
- მონიტორინგი გაუწიოს წრეების მუშაობას;
- დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში პასუხისმგებელია სკოლის სასწავლო პროცესის სრულყოფასა და მართვაზე.
- სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება;
- საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- განათლების სფეროს რეგულაციების, ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონმდებლობის ცოდნა;
- სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების, სასკოლო მართვის მექანიზმების, ხარისხის უზრუნველყოფისა და შიდა მონიტორინგის სისტემების ცოდნა;
- ქართულ ენაზე პროფესიული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- სასურველია ერთ-ერთი უცხოური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის: Microsoft Office Word, Excel, PowerPoint და ინტერნეტის გამოყენების უნარი.
- სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობების დარგში დირექტორის მოადგილე.
- სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 9. დირექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების დარგში
- დირექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების დარგში ექვემდებარება სკოლის დირექტორს და ვალდებულია:
- წარმოადგინოს სკოლა საქართველოში აკრედიტირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საელჩოებთან და უცხოურ წარმომადგენლობებთან;
- დაამყაროს კავშირი/ურთიერთობა საქართველოსა და უცხოეთის საგანმანათლებლო, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან;
- უზრუნველყოს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინირება;
- უზრუნველყოს საერთაშორისო საზაფხულო სასწავლო ბანაკების ორგანიზება, შესაბამისი პარტნიორების მოძიება და კოორდინირება;
- დაგეგმოს და კოორდინაცია გაუწიოს სკოლის საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებს; 1.6. ხელი შეუწყოს პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებსა და ე.წ. „ვორქშოპებში“;
- ითანამშრომლოს საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის საინფორმაციო ცენტრთან და შვეიცარიის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
- ზედამხედველობა გაუწიოს სკოლის საინფორმაციო განვითარებას (საინფორმაციო კუთხე, სკოლის საიტი და სხვა);
- ხელმძღვანელობა და კოორდინაცია გაუწიოს ინგლისური/გერმანული ენის პროგრამებისა და პროექტების კოორდინატორის საქმიანობას.
- საერთაშორისო ურთიერთობების დარგში დირექტორის მოადგილის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება;
- საერთაშორისო ურთიერთობების, საგანმანათლებლო პროექტების ან პროგრამების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
- ქართულ ენაზე პროფესიული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის: Microsoft Office Word, Excel, PowerPoint და ინტერნეტის გამოყენების უნარი.
- საერთაშორისო ურთიერთობების დარგში დირექტორის მოადგილის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილე.
- საერთაშორისო ურთიერთობების დარგში დირექტორის მოადგილის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 10. ხარისხის მართვის სამსახური
- ხარისხის მართვის სამსახური ექვემდებარება სკოლის დირექტორს და უზრუნველყოფს სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელების შეფასებას, მონიტორინგს, შედეგების ანალიზს და სკოლის განვითარების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.
- ხარისხის მართვის სამსახურში შედიან ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე.
- ხარისხის მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, რომელიც წარმართავს სამსახურის საქმიანობას, სამსახურის წევრებს შორის ანაწილებს მოვალეობებს და სამსახურის საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორის წინაშე.
- ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ექვემდებარება ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს, ეხმარება მას სამსახურის ფუნქციების შესრულებაში და ასრულებს მის დავალებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
- ხარისხის მართვის სამსახური ვალდებულია:
- შეიმუშაოს სკოლის მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების პროექტები;
- ორგანიზება გაუწიოს სკოლის ავტორიზაციისთვის მოსამზადებელ პროცესს;
- მასწავლებლებს მიაწოდოს ინფორმაცია სასწავლო პროცესის უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდიკის შესახებ;
- იზრუნოს სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე;
- განახორციელოს სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის შეფასება;
- სკოლის დირექტორს წარუდგინოს ანგარიში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ; 5.7. შეასრულოს სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
- ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: 6.1. უმაღლესი განათლება;
- საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიურ ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების, ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების მეთოდების ცოდნა;
- მონაცემების ანალიზისა და ანგარიშების მომზადების უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის: Microsoft Office Word, Excel, PowerPoint და ინტერნეტის გამოყენების უნარი.
- ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: 7.1. უმაღლესი განათლება;
- საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიურ ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების, ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების მეთოდების ცოდნა;
- მონაცემების ანალიზისა და ანგარიშების მომზადების უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის: Microsoft Office Word, Excel, PowerPoint და ინტერნეტის გამოყენების უნარი.
- ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო მოადგილის დროებით არყოფნის შემთხვევაში - ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი.
- ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის ან მისი მოადგილის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
თავი IV. სკოლის ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი
მუხლი 11. ინგლისური/გერმანული ენის პროგრამებისა და პროექტების კოორდინატორი 1. სკოლას ჰყავს პროგრამებისა და პროექტების კოორდინატორები ინგლისურ და გერმანულ ენაში, რომლებიც ექვემდებარებიან საერთაშორისო ურთიერთობების დარგში დირექტორის მოადგილეს და ვალდებულია:
- დაგეგმოს, ორგანიზება და კოორდინაცია გაუწიოს ინგლისური და გერმანული ენების მიმართულებით სკოლაში მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებს;
- ითანამშრომლოს უცხოური ენების კათედრასთან ენობრივი პროგრამების, კონკურსების, ოლიმპიადებისა და საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
- ხელი შეუწყოს მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობას საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და ენობრივ პროექტებში;
- საერთაშორისო ურთიერთობების დარგში დირექტორის მოადგილის მითითებით ითანამშრომლოს პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, გოეთეს ინსტიტუტთან, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; 1.5. აწარმოოს განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების დოკუმენტაცია და სასწავლო წლის ბოლოს საერთაშორისო ურთიერთობების დარგში დირექტორის მოადგილეს წარუდგინოს ანგარიში;
1.6. შეასრულოს საერთაშორისო ურთიერთობების დარგში დირექტორის მოადგილისა და სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. 2. ინგლისური/გერმანული ენის პროგრამებისა და პროექტების კოორდინატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ფილოლოგიის ან განათლების მიმართულებით;
- ინგლისური ან/და გერმანული ენის თავისუფლად ფლობა;
- საგანმანათლებლო პროგრამების ან პროექტების ორგანიზების გამოცდილება;
- ქართულ ენაზე პროფესიული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის: Microsoft Office Word, Excel, PowerPoint და ინტერნეტის გამოყენების უნარი.
- ინგლისური/გერმანული ენის პროგრამებისა და პროექტების კოორდინატორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობების დარგში დირექტორის მოადგილე.
- ინგლისური/გერმანული ენის პროგრამებისა და პროექტების კოორდინატორის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 12. სკოლის ბუღალტერი
- სკოლის ბუღალტერი ექვემდებარება სკოლის დირექტორს. ბუღალტერი:
- უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული საფინანსო ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას;
- ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზებას და დროულად ითვისებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სახსრებს;
- დროულად აწარმოებს ანგარიშსწორებას ბანკთან, საგადასახადო ორგანოებთან, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან;
- ახორციელებს ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვასა და რეგისტრაციას ელექტრონულ პროგრამაში, ასევე, ბუღალტრული დოკუმენტების შენახვას და არქივაციას; 1.5. ასრულებს დამსაქმებლის სხვა დავალებებს. მათ შორის, დირექტორის დავალებით მონაწილეობს ინვენტარიზაციაში, გამოავლენს და აღრიცხავს შედეგებს, რომელსაც ასახავს შედარების უწყისში.
- ბუღალტრის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Excel) ცოდნა.
- ბუღალტრის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი.
- ბუღალტრის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 13. საქმისწარმოების მენეჯერი
- საქმისწარმოების მენეჯერი ექვემდებარება სკოლის დირექტორს და თავის საქმიანობას წარმართავს სკოლის საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად;
- ორგანიზებას უკეთებს და ახორციელებს მოსწავლეთა ჩარიცხვისა და მობილობის პროცესს;
- აწესრიგებს და ორგანიზებას უკეთებს მასწავლებელთა და მოსწავლეთა პირად საქმეებს; საქმისწარმოების მენეჯერი პასუხისმგებელია სკოლაში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფასა და სკოლის დოკუმენტის დაარქივება-შენახვაზე; 5. საქმისწარმოების მენეჯერი ვალდებულია:
- მიიღოს, განიხილოს, დაამუშავოს, დაარეგისტრიროს კორესპონდენციები, აწარმოოს სააღრიცხვო-საცნობარო დოკუმენტაცია, გადაგზავნოს/გადასცეს დანიშნულებისამებრ შესაბამის პირს/ორგანოს; აწარმოოს სხვადასხვა სარეგისტრაციო ჟურნალები;
- აწარმოოს და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს სკოლის დოკუმენტაცია;
- დაახარისხოს საარქივო დოკუმენტაცია;
- გასცეს ინფორმაცია სკოლაში შემოსული და სკოლიდან გადაგზავნილი კორესპონდენციების შესახებ;
- სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზაში (portal.emis.ge) შეიყვანოს, ატვირთოს და განახორციელოს სხვადასხვა ოპერაციები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით;
- კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დირექტორის სხვა დავალებებს.
- საქმისწარმოების მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ფილოლოგიური;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- საქმისწარმოების წესებისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
ელექტრონული ბაზების (portal.emis.ge) გამოყენების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Excel) სრულყოფილი ცოდნა.
- საქმისწარმოების მენეჯერის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ადმინისტრაციული მუსაობის კოორდინატორი.
- საქმისწარმოების მენეჯერის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 14. სკოლის ექიმი
- სკოლის ექიმი, რომელიც ექვემდებარება სკოლის დირექტორს. ექიმის ვალდებულებებია:
- დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს მოსწავლის ან სხვა პერსონალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ მდგომარეობაზე (ტრავმა, დაზიანება, დამწვრობა, მწვავე ტკივილი, მოწამვლა, ასფიქსია, კრუნჩხვა, შოკი, ცნობიერების მოშლა, ცხელება და სხვა მსგავსი მდგომარეობა);
- შეაფასოს მდგომარეობის სიმძიმე და მიიღოს გადაწყვეტილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შესახებ;
- სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებული მიმართვები აღრიცხოს სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალში;
- საჭირო პერიოდულობით განახორციელოს სამედიცინო შემოწმება:
- ბავშვთა ასაკში გავრცელებული ისეთი დაავადებების დროული აღმოჩენა და გართულების პრევენცია, როგორიცაა: სქოლიოზი, ბრტყელი ან/და ვალგუსური ტერფი, ტანადობასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები, მხედველობისა და მეტყველების დარღვევები, პირის ღრუს დაავადებები;
- მოსწავლის ანთროპომეტრული მონაცემების შეფასება ასაკობრივ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
- პედიკულოზის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
- მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამედიცინო მეთვალყურეობა გაუწიოს ქრონიკული დაავადების მქონე და ხშირად მოავადე მოსწავლეებს;
- ჰქონდეს კომუნიკაცია და გასცეს საჭირო რეკომენდაციები ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან;
- ჩაატაროს საჭირო ღონისძიებები სკოლაში ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მიმაროს შესაბამის უწყებებს;
- გაატაროს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ცხოვრების ჯანსაღი წესი, მავნე ჩვევების დაძლევა, პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხები, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, მათ შორის მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნაადრევი ქორწინების რისკები და სხვა; 1.9 ზედამხედველობა გაუწიოს სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესრულებას. მიაწოდოს ინფორმაცია სკოლის დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დალაგების წესის, გამოსაყენებელი ხსნარების, დასუფთავების რეჟიმის, ნარჩენების მართვისა და სხვა დაკავშირებული დეტალების შესახებ;
- ზედამხედველობა გაუწიოს სკოლაში სასმელი წყლისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას;
- მოსწავლეზე ძალადობის, არასათანადო მოპყრობის ან სხვა მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის ადმინისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- გააანალიზოს წლის განმავლობაში დაგროვებული ინფორმაცია (სამედიცინო შემთხვევების რაოდენობა და ტიპები, პერიოდული სამედიცინო შემოწმებით გამოვლენილი განვითარების დარღვევები, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.). მოამზადოს საჭირო წინადადებები და რეკომენდაციები სკოლის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
- დაიცვას პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- სკოლის ექიმის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო სერტიფიკატი ან სუბსპეციალობის მოწმობა) რომელიმე შემდეგ საექიმო სპეციალობაში:
ა) პედიატრია/ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი;
ბ) საოჯახო მედიცინა;
გ) ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია/ალერგოლოგია-იმუნოლოგია;
დ) ბავშვთა ინფექციური სნეულებები/ინფექციური სნეულებები;
ე) ბავშვთა ნევროლოგია;
ვ) ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია/ბავშვთა კარდიოლოგია;
ზ) ბავშვთა გასტროენტეროლოგია;
თ) ბავშვთა ენდოკრინოლოგია;
ი) ბავშვთა ნეფროლოგია;
კ) ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია/ბავშვთა ფთიზიატრია/ბავშვთა პულმონოლოგია;
ლ) ბავშვთა ჰემატოლოგია-ტრანსფუზიოლოგია/ბავშვთა ჰემატოლოგია;
მ) ბავშვთა კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინა/ბავშვთა კრიტიკული მედიცინა/ბავშვთა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია/ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა; ნ) ბავშვთა ქირურგია;
ო) ბავშვთა ტოქსიკოლოგია;
პ) ბავშვთა ფსიქიატრია;
ჟ) შინაგანი მედიცინა;
რ) სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა/ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია/სპორტის მედიცინა.
2.2. სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
- ექიმის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ექთანი.
- ექიმის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 15. სკოლის ექთანი
- სკოლის ექთანი, რომელიც ექვემდებარება სკოლის დირექტორს ვალდებულია:
- გაუწიოს დახმარება სკოლის ექიმს მისი ფუნქციების შესრულებაში;
- გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს, სკოლის ექიმის მითითებით მოსწავლეს აღმოუჩინოს პირველადი დახმარება. ექიმის არყოფნის შემთხვევაში, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებ, ჩაატაროს საჭირო მანიპულაციები და მომხდარის შესახებ აცნობოს სკოლის ექიმს. საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
- მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მისცეს საჭირო რეკომენდაცია მისი კომპეტენციის ფარგლებში;
- საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს ქრონიკული დაავადების მქონე მოსწავლეებს საჭირო პროცედურის ჩატარებაში (დიაბეტით დაავადებულ მოსწავლეს - ინსულინის მიღებაში, ასთმით დაავადებულ მოსწავლეს - ინჰალაციის ჩატარებაში, ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს და ა.შ);
- სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებული მიმართვები აღრიცხოს სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალში და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაცია შეიტანოს სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმაში; 1.6. კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს დირექტორისა და ექიმის დავალებები;
1.7. ექიმის არყოფნის შემთხვევაში შეასრულოს მისი ფუნქციები.
- ექთნის საკვალიფიკაციო მოთხოვნაა: სკოლის ექთნად შესაძლებელია დასაქმდეს „სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის“ შესაბამისად სამედიცინო დაწესებულების ექთნად დასაქმების უფლების მქონე პირი.
- ექთნის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ექიმი.
- ექთნის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 16. სკოლის ფსიქოლოგი
- ფსიქოლოგი, რომელიც ექვემდებარება სკოლის დირექტორს:
- აკვირდება მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარების პროცესს თითოეულ ასაკობრივ საფეხურზე, რისთვისაც ახორციელებს შესაბამის მუშაობას მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა თუ სკოლის ადმინისტრაციასთან;
- აქტიურ მონაწილეობას იღებს და ეხმარება მოსწავლეს სწავლის პროცესში წარმოქმნილი/გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრაში;
- იკვლევს მოსწავლის აკადემიური ჩამორჩენისა და სოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მიზეზებს და უწევს შესაბამის ფსიქოლოგიურ დახმარებას კომპეტენციის ფარგლებში;
- შეიმუშავებს რეკომენდაციებს კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრისა და აღმოფხვრისათვის. ასრულებს მედიატორის როლს;
- საჭიროების შემთხვევაში, იკვლევს აღსაზრდელების ინდივიდუალურ თავისებურებებს.
- ფსიქოლოგის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში;
- ბავშვის კოგნიტური, ემოციური, ფუნქციური და კომუნიკაციური უნარების შეფასების გამოცდილება;
- ინკლუზიური განათლების მიმართულებით შესაბამისი გადამზადება;
- ფსიქოლოგად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა.
- ფსიქოლოგის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სპეციალური მასწავლებელი.
- ფსიქოლოგის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 17. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
- საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ექვემდებარება სკოლის დირექტორს და უზრუნველყოფს:
- სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას;
- სკოლის ვებ-გვერდის მართვას;
- სოციალურ ქსელებში სკოლის გვერდების მართვას;
- სკოლის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაციას;
- სკოლაში მიმდინარე ღონისძიებების ფოტო-გადაღებას და ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში განთავსებას;
- სკოლის სიახლეებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის სკოლის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში განთავსებას;
- მედიასთან ურთიერთობას, სკოლის ცნობადობის ამაღლებასა და პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებას.
- საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციის ან სოციალური მედიის მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მართვის, ფოტო- და ვიდეომასალის დამუშავების უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის: Microsoft Office Word, Excel, PowerPoint და ინტერნეტის გამოყენების უნარი.
- საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს საქმისწარმოების მენეჯერი.
- საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 18. ესთეტიკური აღზრდის კოორდინატორი
- ესთეტიკური აღზრდის კოორდინატორი ექვემდებარება დირექტორის მოადგილეს სასწავლო-აღმზრდელობით დარგში და ვალდებულია:
- უხელმძღვანელოს ესთეტიკური მიმართულებისა და გახანგრძლივებული წრეებს, რომლებიც ემსახურებიან ბავშვის განვითარებას;
- მონიტორინგი გაუწიოს წრეების მუშაობის სისტემატურობასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხს;
- ხელი შეუწყოს როგორც კლასიკური, ასევე, ტრადიციული ხალხური ხელოვნების დარგების ცნობადობის განვითარებას მოზარდთა შორის.
- ესთეტიკური აღზრდის კოორდინატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება ხელოვნების, მუსიკის ან განათლების მიმართულებით;
- ესთეტიკური მიმართულების წრეების ან პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
- ორგანიზებისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის: Microsoft Office Word, Excel, PowerPoint და ინტერნეტის გამოყენების უნარი.
- ესთეტიკური აღზრდის კოორდინატორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ადმინისტრაციული მუშაობის კოორდინატორი.
- ესთეტიკური აღზრდის კოორდინატორის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით.
შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 19. ადმინისტრაციული მუშაობის კოორდინატორი
- ადმინისტრაციული მუშაობის კოორდინატორი, რომელიც ექვემდებარება დირექტორის მოადგილეს სასწავლო-აღმზრდელობით დარგში:
- საქმიანობას წარმართავს ისე, რომ ყველა რესურსი გამართული და გამოყენებული იყოს მოსწავლეთა კეთილდღეობისათვის;
- კოორდინირებას უწევს კლასის დამრიგებლების მეშვეობით მშობლების ჩართვას სკოლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
- ეხმარება კლასის დამრიგებლებს მოსწავლეთა საზოგადოებრივი ჩართულობის პროცესის სწორად განხორციელებაში;
- კოორდინაციას უწევს საგნის მასწავლებლებისა და დამრიგებლების მიერ მოწოდებულ კლასგარეშე მუშაობის გეგმებს. ახდენს ჩატარებული სამუშაოების ანალიზს;
- ორგანიზებას უწევს სკოლის ღონისძიებებს, საგანმანათლებლო პროექტებს, კონფერენციებს, ოლიმპიადებს და წარმომადგენლობით პრეზენტაციებს;
- ხელმძღვანელობს სასკოლო მიზნობრივი ექსკურსიების სათანადო დონეზე წარმართვას; 1.7 ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
- ადმინისტრაციული მუშაობის კოორდინატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება;
- ადმინისტრაციულ ან პედაგოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ადმინისტრაციული პროცესების მართვის, გუნდური მუშაობისა და ორგანიზების უნარი;
- ქართულ ენაზე პროფესიული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის: Microsoft Office Word, Excel, PowerPoint და ინტერნეტის გამოყენების უნარი.
- ადმინისტრაციული მუშაობის კოორდინატორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს საქმისწარმოების მენეჯერი.
- ადმინისტრაციული მუშაობის კოორდინატორის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 20. სკოლის ბიბლიოთეკარი
- სკოლის ბიბლიოთეკარი, რომელიც ექვემდებარება სკოლის დირექტორს:
- ახორციელებს თავის საქმიანობას სკოლის ბიბლიოთეკის დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას;
- ზრუნავს იმ სასწავლო-მეთოდური თუ მხატვრული ლიტერატურის მოვლაზე, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკაშია განთავსებული;
- ეხმარება მოსწავლეებს ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად საკითხავი მასალის შერჩევაში;
- ბიბლიოთეკარის ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრულია ბიბლიოთეკის დებულებაში; 1.5. ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
- ბიბლიოთეკარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია ბიბლიოთეკარად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Excel, PowerPoint) და ელექტრონული საბიბლიოთეკო პროგრამის ცოდნა.
- ბიბლიოთეკარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
- ბიბლიოთეკარის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 21. სპეციალური მასწავლებელი
- სპეციალური მასწავლებელი ექვემდებარება სკოლის დირექტორს და აქტიურად მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მომსახურების საქმეში.
- სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშაოს და, საჭიროების შემთხვევაში, გააუმჯობესოს სკოლის პოლიტიკა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით.
- სპეციალური მასწავლებელი კოორდინირებას და მონიტორინგს უწევს ისგ ჯგუფის მუშაობას სწავლების ყველა საფეხურის მოსწავლეების შემთხვევაში.
- სპეციალური მასწავლებელი მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროებების შეფასებასა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში, საგნის მასწავლებლებთან ერთად არჩევს და ადაპტირებს სწავლების მეთოდებს, სასწავლო მასალებსა და შეფასების ფორმებს.
- სპეციალური მასწავლებელი ატარებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ მეცადინეობებს, თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, ფსიქოლოგთან და სხვა სპეციალისტებთან, აწარმოებს მოსწავლის პროგრესის აღრიცხვას.
- სპეციალური მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
6.1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული განათლება; 6.2. ბავშვის კოგნიტური, ემოციური, ფუნქციური და კომუნიკაციური უნარების შეფასების გამოცდილება;
- ინკლუზიური განათლების მიმართულებით შესაბამისი გადამზადება;
- სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა.
- სპეციალური მასწავლებლის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ფსიქოლოგი.
- სპეციალური მასწავლებლის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 22. მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერი
- მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერი ექვემდებარება სკოლის დირექტორს და ვალდებულია:
- აწარმოოს სასწავლო-მატერიალური ბაზის აღრიცხვა, დაცვა და შევსება, სანიტარულჰიგიენური რეჟიმის, უსაფრთხოების ტექნიკისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა;
- უხელმძღვანელოს დამხმარე ტექნიკური პერსონალის გამართულ და ორგანიზებულ მუშაობას;
- შეადგინოს სკოლაში განსახორციელებელი სამეურნეო სამუშაოებისნუსხა, დაგეგმოს მათი განხორციელების გზები და საშუალებები;
- გააკონტროლოს სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
- ჩაატაროს ინვენტარიზაცია.
- მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: 2.1. უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია მატერიალური რესურსების მართვის მიმართულებით;
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Excel) ცოდნა.
- მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სკოლის დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირი.
- მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 23. შრომის უსაფრთხოების სამსახური
- შრომის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტი ექვემდებარება მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერს და ვალდებულია:
- უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა, მართვა და მონიტორინგი;
- მოახდინოს სკოლის სამუშაო სივრცეში საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება; 1.3. განახორციელოს რისკების შესამცირებლად საჭირო შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება;
- შეიმუშაოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოლიტიკა და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი განახლება;
- განახორციელოს დანერგილი სისტემების და პროცედურების პერიოდული აუდიტი; 1.6. კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით ჩაუტაროს თანამშრომლებს შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგები;
- უზრუნველყოს თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში, პირველადი დახმარების აღმოჩენა;
- გაუწიოს სკოლის დირექტორს, დასაქმებულებსა და სკოლის ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირებს შესაბამისი რეკომენდაციები შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით;
- უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული, ასევე სკოლის მიერ შემუშავებული ჟურნალების წარმოება;
- შეინახოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მასალები კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით;
- მოამზადოს შესაბამისი ინსტრუქტაჟები სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პროფესიებისთვის;
- შეასრულოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები;
- უზრუნველყოს კოვიდ-რეგულაციების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
- შეასრულოს სკოლის დირექტორის დავალებები შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
- შრომის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი, გაცემული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- უმაღლესი განათლება;
- შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის: Microsoft Office Word, Excel, PowerPoint და ინტერნეტის გამოყენების უნარი.
- შრომის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 24. ფიზიკის კაბინეტის ლაბორანტი
- ფიზიკის კაბინეტის ლაბორანტი ექვემდებარება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის თავმჯდომარეს და ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
- თვალყურს ადევნებს ლაბორატორიული აღჭურვილობის გამართულ მდგომარეობას, ახორციელებს მის რეგულირებას;
- ამზადებს აღჭურვილობას (მოწყობილობებს, სწავლების ტექნიკურ საშუალებებს) ექსპერიმენტებისთვის, ახორციელებს მათ შემოწმებასა და მარტივ რეგულირებას შემუშავებული ინსტრუქციებისა და სხვა დოკუმენტაციის მიხედვით;
- მასწავლებლის, კათედრის ხელმძღვანელის მითითებებისა და გაკვეთილების განრიგის შესაბამისად ახორციელებს აუცილებელ მოსამზადებელ და დამხმარე ღონისძიებებს, ლაბორატორიული, პრაქტიკული და საჩვენებელი სამუშაოების ჩატარებისთვის;
- აწვდის მოსწავლეებს ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობას, მასალებს, რეაქტივებს და ა.შ;
- აწარმოებს სახარჯო მასალების აღრიცხვას;
- ადგენს ანგარიშებს დადგენილი ფორმით;
- მასწავლებლის, კლასის დამრიგებლის, კათედრის ხელმძღვანელის მითითებით ამრავლებს მასალების ასლებს;
- აწესრიგებს აღჭურვილობას ლაბორატორიული, პრაქტიკული, საჩვენებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ; საჭიროების შემთხვევაში რეცხავს და ასუფთავებს აღჭურვილობას მისი ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად;
- მკაცრად იცავს ტექნიკური უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის, სანიტარული და სახანძრო უსაფრთხოების წესებს;
- ზრუნავს მომსახურე კაბინეტის (კაბინეტების) მატერიალური ბაზის გაფართოებაზე, კათედრის ხელმძღვანელის დავალებით ადგენს აღჭურვილობისა და სახარჯო მასალების შესახებ მოთხოვნებს;
- კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დამსაქმებლის სხვა მოთხოვნებს.
- ფიზიკის კაბინეტის ლაბორანტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- სრული ზოგადი ან პროფესიული განათლება, სასურველია საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
- ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- ფიზიკის კაბინეტის ლაბორანტის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ფიზიკის მასწავლებელი.
- ფიზიკის კაბინეტის ლაბორანტის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 25. სკოლის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი
- სკოლის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ექვემდებარება მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერს და ვალდებულია:
- უზრუნველყოს სკოლის დაცვა და უსაფრთხოება;
- დაიცვას სკოლის შენობა და ინვენტარი;
- უზრუნველყოს სკოლის პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვა;
- არსებობის შემთხვევაში, გამოავლინოს სკოლის შინაგანაწესის დარღვევის ფაქტები და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები;
- კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს დამსაქმებლის სხვა მოთხოვნები.
- სკოლის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და/ან იცნობს უსაფრთხოების საკითხებს.
- სკოლის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სკოლის დარაჯი დირექტორის დავალებით.
- სკოლის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 26. სკოლის დღის/ღამის დარაჯი
- სკოლის დღის დარაჯი, რომელიც ექვემდებარება მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერს:
- უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების დაცვას;
- სამუშაო საათებში უზრუნველყოფს სკოლის შენობისა და ქონების უსაფრთხოების დაცვას;
- უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს; 1.4. უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის კამერების მონიტორინგს;
1.5. ასრულებს სკოლის დირექტორის სხვადასხვა დავალებებს.
- სკოლის ღამის დარაჯი, რომელიც ექვემდებარება მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერს:
- ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით ახორციელებს სკოლის ტერიტორიაზე
უსაფრთხოების დაცვას ღამის საათებში;
- უზრუნველყოფს სკოლის შიდა დაგარე პერიმეტრის კონტროლს; 2.3. უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის კამერების მონიტორინგს;
2.4. ასრულებს სკოლის დირექტორის სხვადასხვა დავალებებს.
- დარაჯად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და/ან იცნობს უსაფრთხოების საკითხებს.
- რომელიმე დარაჯის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მეორე დარაჯი.
- დღის/ღამის დარაჯის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 27. დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი
- დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერს და ვალდებულია:
- უზრუნველყოს სკოლაში დერეფნებისა და საკლასო ოთახების დასუფთავება: იატაკის გაწმენდა სველი ტილოთი, ჭერიდან და კედლებიდან მტვრის ჩამოწმენდა, ფანჯრის რაფების სველი ტილოთი დამუშავება, ფანჯრებისა და კარების მინების გაწმენდა სპეციალური მინის საწმენდი სითხით, კლასების განიავება, მოაჯირებისა და სახელურების სპეციალური სითხით დამუშავება და ა.შ.;
- გაწმინდოს დასვრილი კედლები ღრუბლითა და სპეციალური საწმენდი სითხით;
- გაასუფთაოს გათბობის კონვექტორები ლაქებისგან;
- სპეციალური ხსნარით დაამუშაოს სველი წერტილები;
- დაასუფთაოს სპორტული მოედანი, ბაღი, შენობის ფასადი და მიმდებარე ტერიტორია; 1.6. დაიცვას სისუფთავე სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას საკლასო ოთახებში, დერეფანსა თუ სველ წერტილებში;
1.7. შეასრულოს სკოლის დირექტორისა და მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერის სხვა მითითებები.
- დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- ზოგადი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ამავე სამსახურის სხვა თანამშრომელი.
- დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 28. შრომითი ურთიერთობების რეგულაცია
- სკოლა უფლებამოსილია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის შერჩევა განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
- თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
- სკოლა უფლებამოსილია ამ დებულებით გათვალისწინებული მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების, სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.
თავი V. სკოლის სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 29. პედაგოგიური საბჭო
- პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი.
- პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
- პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
- პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
- პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა.
- საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
- პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე პირთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა.
- საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
- პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები, მოვალეობები, საქმიანობის წესი და ხელმძღვანელის ვალდებულებები განისაზღვრება პედაგოგიური საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი.
მუხლი 30. საგნობრივი კათედრები
- სკოლა უფლებამოსილია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომლებშიც გაერთიანებულია საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი. სკოლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგები ერთ კათედრაზე გაერთიანდნენ, აგრეთვე შესაძლებელია სკოლაში შეიქმნას დაწყებითი საფეხურის კათედრა.
- კათედრის თავმჯდომარეს კათედრა ირჩევს ერთი სასწავლო წლის ვადით.
- კათედრის ფუნქციები, მოვალეობები, საქმიანობის წესი და ხელმძღვანელის ვალდებულებები განისაზღვრება კათედრის მუშაობის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი.
თავი VI. მასწავლებლის, დამრიგებლისა და მოსწავლის უფლება-მოვალეობები
მუხლი 31. მასწავლებელი
- მასწავლებლები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
- მასწავლებელს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს სკოლას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
ბ) მიიღოს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება;
გ) აიმაღლოს კვალიფიკაცია;
დ) ჩარევის გარეშე განახორციელოს შემოქმედებითი საქმიანობა და სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
ე) სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს საგნის სასწავლო პროგრამების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
ვ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
- მასწავლებელი ვალდებულია:
ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება; კვალიფიციურად განახორციელოს მოსწავლეთა სწავლება და ზოგადი განათლებისათვის ხელშეწყობა;
ბ) იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;
გ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
დ) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
ე) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ვალდებულებები და სკოლაში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
- სკოლა მასწავლებლის შერჩევისას ხელმძღვანელობს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებით. მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაზუსტდება სკოლის მიერ საკონკურსო განცხადების www.teacherjobs.ge-ზე გამოქვეყნებისას.
- მასწავლებლის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის გაკვეთილებს, სასწავლოაღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილის გადაწყვეტილებით, ატარებს იმავე საგნის სხვა მასწავლებელი.
- მასწავლებლის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
- დამატებითი სავალდებულო საგნის მასწავლებლის (სპორტის მიმართულებით) საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- ფლობდეს შესაბამის სფეროში ცოდნას, რომელიც შეიძლება დასტურდებოდეს შესაბამის სფეროში კომპეტენციის დამადასტურებელი სერთიფიკატით/ცნობით/დიპლომით ან/და პრაქტიკული გამოცდილებით;
- დამატებითი სავალდებულო საგნის მასწავლებლის (სხვა ნებისმიერი საგნის მიმართულებით, გარდა სპორტისა) საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- ჰქონდეს უმაღლესი განათლება, მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- ფლობდეს შესაბამის სფეროში ცოდნას, რომელიც შეიძლება დასტურდებოდეს შესაბამის სფეროში კომპეტენციის დამადასტურებელი სერთიფიკატით/ცნობით ან/და პრაქტიკული გამოცდილებით;
მუხლი 32. კლასის დამრიგებელი
- ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი.
- დამრიგებელი შეიმუშავებს სადამრიგებლო პროგრამას, კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე, გეგმავს აქტივობებს.
- კლასის დამრიგებელი ვალდებულია:
ა) სწავლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდეს სკოლაში და დასვენებაზე თვალყური ადევნოს კლასს;
ბ) დაესწროს სადამრიგებლო კლასში გაკვეთილებს და იქონიოს ინფორმაცია მოსწავლეთა აკადემიური თუ ქცევითი მდგომარეობის შესახებ;
გ) ყოველი ახალი კლასის მიღების დროს ყოფილი დამრიგებლისგან გადაიბაროს კლასის დოკუმენტაცია;
დ) მოსწავლე გაკვეთილებიდან გაათავისუფლოს მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციის თანხმობის შემდეგ;
ე) დაიცვას საკლასო ჟურნალის წარმოების წესები. მათი დარღვევის შემთხვევაში აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას და შეცდომის დაშვების შემთხვევაში დაამოწმოს ხელმოწერით;
ვ) სკოლის ადმინისტრაციას გადასცეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი საათების გაცდენების მქონე მოსწავლეთა სია;
ზ) ექსკურსიის დაგეგმვისას წინასწარ აცნობოს დირექტორის მოადგილეს სასწავლოაღმზრდელობით დარგში;
თ) ყოველი სემესტრის და წლის ბოლოს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების ნიშნები დროულად და ზუსტად შეიტანოს სასკოლო ნიშნების ფურცელში, სადაც ხდება ამ ნიშნების აღრიცხვა;
ი) ორგანიზება გაუწიოს მშობლებთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს;
კ) დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ.
- კლასის დამრიგებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
- მოზარდის განვითარების ეტაპების, მათი კოგნიტური, ემოციური, ფუნქციური და კომუნიკაციური უნარების განვითარებასთან დაკავშირებული თავისებურებების ცოდნა;
- ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის: Microsoft Office Word, Excel, PowerPoint და ინტერნეტის გამოყენების უნარი.
- კლასის დამრიგებლის დროებით არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობები გადანაწილდება სხვა კლასის დამრიგებელზე.
- კლასის დამრიგებლის ხანგრძლივი პერიოდით არყოფნის შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციების შესრულება შიდა კადრებზე გადანაწილებით შეუძლებელია, სკოლა უზრუნველყოფს მის დროებით ჩანაცვლებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე კანდიდატით. შერჩევა ხდება სკოლის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 33. სკოლის მოსწავლე
- სკოლის მოსწავლეს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) თანაბარ პირობებში ისარგებლოს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა რესურსებით;
გ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება;
დ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. წარმოადგინოს დასაბუთებული წინადადებები, სამართლიანი, ობიექტური და კრიტიკული შენიშვნები სკოლის ადმინისტრაციასთან სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას;
ე) პერიოდულად მოახდინოს სკოლის პერსონალის მუშაობის და სასწავლო პროცესის შეფასება;
ვ) გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მასწავლებელთა პროფესიული დონის მიმართ;
ზ) ინიციატივით მიმართოს სკოლის დირექტორს;
თ) მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში;
ი) ისარგებლოს სკოლის სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სასადილოს მომსახურებით;
კ) მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და სკოლის დებულებით და საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;
ლ) იცნობდეს სკოლის მიერ დადგენილ ნუსხას მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;
მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები; 2. მოსწავლე ვალდებულია:
ა) სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით ისწავლოს ყველა სავალდებულო საგანი; რეგულარულად დაესწროს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობებს, დროულად შეასრულოს სასკოლო სასწავლო გეგმითა და პროგრამებით განსაზღვრული დავალებები;
ბ) დაიცვას სკოლის დებულება, შინაგანაწესი და სკოლაში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნები;
გ) გაუფრთხილდეს სკოლის ქონებასა და პირად ნივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები;
დ) სათანადო ჩაცმულობით და სასწავლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და დაიკავოს თავისი სამუშაო ადგილი საკლასო ოთახში;
ე) პატივი სცეს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს.
- მოსწავლის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესითა და წინამდებარე დებულებით.
- სკოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის ქმნის აუცილებელ პირობებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის, შენობაში გადაადგილების ხელშეწყობაში თუ სხვა შეღავათების დადგენაში.
- სკოლა ყოველწლიურად მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან დებს საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებას.
თავი VII. მშობლებთან ურთიერთობა, შიდა კონტროლის წესი და თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობა
მუხლი 34. მშობლებთან კომუნიკაციის საშუალებანი, ფორმები და პერიოდულობა:
- სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის შესახებ ინფორმაცია მშობელს მიეწოდება კლასის დამრიგებლის მეშვეობით;
- მოსწავლის აკადემიური მოსწრების, პირადი ურთიერთობების, დისციპლინის (თუ ის არ არღვევს სხვათა უფლებებს, არ განიხილება დისციპლინურ გადაცდომად) შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი განხილვა საჯაროდ დაუშვებელია. მოსწავლის პირად ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამრიგებელი ან ადმინისტრაციის წევრი პირადად ხვდება მშობელს;
- საგნის მასწავლებელი, მშობელთან პირადი ურთიერთობის დროს უფლებამოსილია მშობელს გააცნოს სასწავლო შედეგები, მხოლოდ იმ სასწავლო დისციპლინაში, რომელსაც ასწავლის;
- კლასის დამრიგებელი ვალდებულია:
ა) დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ;
ბ) მინიმუმ სემესტრში ორჯერ აცნობოს მშობელს მისი შვილის აკადემიური მოსწრების და გაცდენების შესახებ;
გ) გამოიკვლიოს მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების მიზეზი და აცნობოს მშობელს;
დ) საჭიროების შემთხვევაში მშობელს გაუგზავნოს წერილობითი მოწვევა ან დაუკავშირდეს ტელეფონით;
ე) შეიტანოს მოსწავლის პირად საქმეში ყველა საჭირო ჩანაწერი.
თავი VIII. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 35. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სკოლის, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ფორმით.
თავი IX. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 36. სკოლის დებულების მიღება, შეცვლა და გაუქმება
- სკოლის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
- სკოლის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.