Kidba
Pen

მისია და ღირებულები

შპს „მეექვსე საავტორო სკოლის მისია და ღირებულებები

 

 

სკოლის მისია

 

მეექვსე საავტორო სკოლის მისიაა   აღიზარდოს ქართული სულისკვეთებითა და ევროპული ჰუმანიზმის იდეებით თავისუფალი, დამოუკიდებელი, ანალიტიკურად მოაზროვნე, მოტივირებული, კონკურენტუნარიანი, წიგნიერი და ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარის მქონე, საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება, რომელსაც განვითარებული ექნება  ურყევი ეროვნული ცნობიერება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები  და ღრმა ინტელექტუალური საფუძველი.

სკოლის ხედვა   

 

შპს ,,მეექვსე საავტორო სკოლის“ სწავლებისა და აღზრდის სისტემას საფუძვლად უდევს პროფესორ გურამ რამიშვილის ენათა კოორდინირებული სწავლებისა (გ. რამიშვილი, ,,დედაენის თეორია“ 2006 წ.) და კულტურათა დიალოგის კონცეფცია, ამასთანავე, გათვალისწინებულია ქართული და ევროპული კლასიკური პედაგოგიკისა (გოგებაშვილი, პესტალოცი, უზნაძე) და ლინგვისტიკის (ჰუმბოლტი, გიორგი ახვლედიანი, გურამ რამიშვილი) დიდი ტრადიცია. აქედან გამომდინარე, სკოლის ხედვაა ხელი შუწყოს   მოზარდთა სულიერ განვითარებას, სამოქალაქო და სამართლებრივი აღზრდას და იმ წინაპირობების შექმნას, რომლებიც მოსწავლეს საშუალებას მისცემს, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და სწორად აირჩიოს  ცხოვრებისეული გზა მომდევნო შვიდწლიანი ციკლის ფარგლებში. სკოლა საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს, უზრუნველყოს ოპტიმალური პირობები თითოეული მოსწავლის ნიჭისა და უნარის გამოსავლენად.

 

სკოლის ღირებულებები:

სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:

  • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
  • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს.
  • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე.
  • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს.
  • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

 

სკოლის მიზნები

 

 

სკოლის მიზანია:

  • აღზარდოს  მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებელი,  კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური შეფასება და ცხოვრებაში რეალიზება.
  • ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და  პედაგოგიური პრაქტიკის შემდგომ დახვეწასა და გამდიდრებას.
  • მოსწავლეთათვის შესაბამისი უნარების განვითარება, დამოუკიდებლად მოახერხოს საჭირო ინფორმაციის მოძიება, აღქმა, ანალიზი, დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება;
  • მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება;
  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება;
  • უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა;
  • სასკოლო საზოგადოების გააქტიურება

 

გააზიარე:

სიახლეები

event image

13/11/2024
event image

08/11/2024
event image

30/10/2024
event image

30/10/2024
event image

25/10/2024
event image

22/10/2024
event image

21/10/2024
event image

29/09/2024
event image

29/09/2024
event image

18/09/2024
event image

18/09/2024
event image

18/09/2024
event image

23/07/2024
event image

23/07/2024
event image

23/07/2024
event image

07/06/2024