Kidba
Pen

უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი

დამტკიცებულია

შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“

დირექტორის 2021 წლის 9 აგვისტოს N7/28 ბრძანებით

 

 

შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“

უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები

 

 

თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

  1. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანების შესაბამისად და ადგენს შპს „მეექვსე საავტორო სკოლაში“ (შემდგომში – სკოლა) სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელ პრევენციულ და უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს განსახორციელებელ ღონისძიებებს;
  2. წესის მიზანია:

ა. ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება;

ბ. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

გ. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე ეფექტური რეაგირება;

დ. უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა;

ე. სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების ხელშეწყობა.

 

მუხლი 2. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მექანიზმები

  1. სკოლა დაწესებულება ვალდებულია შექმნას მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო.
  2. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის სკოლა ვალდებულია:
    • განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები;
    • უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისას უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  3. სკოლის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს დარაჯი და სკოლის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი;
  4. სასკოლო პროცესის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგისა და დისციპლინის  დაცვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექცია და სკოლის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი (სკოლის დებულებით გათვალისწინებული თანამდებობაა)
  5. უსაფრთხოებისა და   საზოგადოებრივი   წესრიგის   დაცვის   უზრუნველყოფის მიზნით, სკოლაში განთავსებულია ხანძარსაწინააღმდეგო   ინვენტარი   და ევაკუაციის გეგმა ყველა სართულზე;

 

თავი II. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებები

 

 

მუხლი 3. ინფორმირებულობის უზრუნველყოფა

ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით, სკოლა ვალდებულია სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს:

ა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“-ის ცხელი ხაზის ნომერი – 112 (შემდგომში – 112);

ბ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნომერი – 2 200 220;

გ. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის ნომერი;

დ. საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზი – 598 08 30 06 (1481).

 

მუხლი 4. მოსწავლეთა უფლებებისა და წესების გაცნობა

  1. სკოლის დირექციის  წარმომადგენელნი   სასწავლო   წლის განმავლობაში მოსწავლეებს აცნობენ სკოლის საგანგებო სიტუაცებზე რეაგირების გეგმას, უფლებებსა და წესებს;
  2. მოსწავლეებისათვის მოსწავლის  უფლებებისა  და  წესების  გაცნობა  შესაძლებელია განხორციელდეს მისი ვიზუალიზაციით,  სახელოვნებო/შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებით და სხვა ღონისძიების ორგანიზების სახით.

 

 

მუხლი 5. ფსიქოლოგიური დახმარების მიღება

  1. მოსწავლეებს, მათ  კანონიერ  წარმომადგენლებს,  აგრეთვე  სკოლის  დირექციის  წარმომადგენლებს ან/და მასწავლებლებს ფსიქოლოგიური დახმარების მიღება შეუძლიათ როგორც სკოლის ფსიქოლოგთან;
  2. ფსიქოლოგიური დახმარების  ფარგლებში  ფსიქოლოგი  მოსწავლეს,  კანონიერ წარმომადგენელს,  სკოლის  დირექციის  წარმომადგენელსა  და  მასწავლებელს  უწევს  კონსულტაციას პრობლემების  შესაძლო  გადაჭრის  გზებთან  დაკავშირებით,  ამასთან  იმ  შემთხვევაში,  თუ  აუცილებელია პრობლემის     გადაჭრის     მიზნით     ფსიქოლოგიური     მომსახურების     მიღება,     უწევს     კონსულტაციას ფსიქოლოგიური    მომსახურების    მიღების    გზებთან   დაკავშირებით   და   უხსნის   აღნიშნული   სერვისის მნიშვნელობას.

 

 

მუხლი 6. საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები

  1. სკოლა ვალდებულია  სასწავლო  წლის  განმავლობაში  სულ  მცირე  ერთხელ  აწარმოოს  მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანია:

ა. ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ;

ბ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ;

გ. ბულინგისა და კიბერბულინგის წინააღმდეგ;

დ. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით.

  1. მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო-საინფორმაციო  კამპანია სკოლამ  შეიძლება  აწარმოოს  ამ  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე:

ა. დისკუსიების/დებატების მოწყობით;

ბ. საკლასო/სასკოლო ესეების კონკურსის გამართვით;

გ. საკლასო/სასკოლო ნახატების კონკურსის გამართვით;

დ. სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებით;

ე. საკლასო/სასკოლო თეატრალური წარმოდგენების გამართვით;

ვ. ფილმების/ვიდეორგოლების ჩვენებით;

ზ. როლური თამაშების გამართვით;

თ. სხვადასხვა ხასიათის კვირეულების მოწყობით (მაგ: დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული);

ი. მართლწესრიგის ოფიცერთან ან/და უბნის ინსპექტორთან მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით;

კ. უმაღლესი    საგანმანათლებლო    დაწესებულების    ფსიქოლოგიის/სამართლის/სოციალური    მუშაობის მიმართულების   ბაკალავრიატის    დამამთავრებელი   კურსის   სტუდენტების   ან/და   მაგისტრანტებისა   და მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით;

ლ. შესაბამის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით და სხვა;

  1. სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ აწარმოოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენლებთან საგანმანათლებლო-საინფორმაციო     ხასიათის     ღონისძიებები    ისეთ    საკითხებზე, როგორიცაა:

ა. მშობლის როლი ბავშვის განათლებაში და აღზრდაში;

ბ. შვილთან ეფექტური კომუნიკაცია;

გ. ძალადობა (მათ შორის ნაადრევი ქორწინება) და მისი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;

დ. ოჯახში ძალადობა და მისი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;

ე. ბულინგი, კიბერბულინგი და მათი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;

ვ. ჯანსაღი ცხოვრების წესი;

ზ. სხვა   საკითხები,   რომლებიც   უზრუნველყოფს   კანონიერი   წარმომადგენლის   ჩართულობის  ამაღლებას მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში.

 

მუხლი 7. სკოლის დირექტორის უფლებამოსილებები და ვალდებულებები

 

  1. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს და უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგზე პასუხისმგებელი პირების და სკოლის სტრუქტურული ერთეულების, კოორდინირებულ მუშაობას;
  2. სკოლის დირექტორი:

ა.  განიხილავს  სკოლის  ტერიტორიაზე  სასკოლო  დროს  უსაფრთხოებისა  და  საზოგადოებრივი  წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, იღებს შესაბამის რეკომენდაციებს და იღებს გადაწყვეტილებას შემდგომი რეაგირებისათვის;

ბ. უფლებამოსილია  მოისმინოს და შეიმუშაოს  ინიციატივები  სკოლის  ტერიტორიაზე  სასკოლო  დროს  უსაფრთხოებისა  და საზოგადოებრივი     წესრიგის     დაცვასთან     დაკავშირებით     საგანმანათლებლო-საინფორმაციო     ხასიათის ღონისძიებების ჩატარების შესახებ.

გ. დაგეგმოს   მოსწავლეთა/კანონიერ     წარმომადგენელთან შეხვედრები და  საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები.

 

თავი III. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს განსახორციელებელი ღონისძიებები

 

მუხლი 8. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა

  1. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას წარმოადგენს:

ა) საგანგებო სიტუაციები (ხანძარი, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ.);

ბ)  საზოგადოებრივი  ჯანმრთელობისათვის  რისკის  შემცველი  (ფართო  გავრცელების  პოტენციალის  მქონე) გადამდები დაავადების შემთხვევა სკოლაში (შემდგომში – გადამდები დაავადების შემთხვევა).

გ) სუიციდური აზრი, სუიციდის მცდელობა, სუიციდი;

დ) თვითდაზიანება;

ე) ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენა ან სკოლაში ფეთქებადი ნივთიერებების არსებობის შესახებ შეტყობინება;

ვ)   მოსწავლის   მიერ   საქართველოს  კანონმდებლობით  აკრძალული  ნივთის,  სავარაუდო  დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის  ჩადენის  იარაღის  ქონა,  ასევე  იმ  საგნის  ქონა,  რომელსაც  სავარაუდო დისციპლინური   გადაცდომის/სამართალდარღვევის   ჩადენის   კვალი   ატყვია,  სავარაუდო  დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის   ქონა,   რომლებიც   საჭიროა   სავარაუდო   დისციპლინური   გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად;

ზ) მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ თამბაქოს, ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალების,    მისი    ანალოგის,    პრეკურსორის,    ახალი    ფსიქოაქტიური    ნივთიერების,    ფსიქოტროპული ნივთიერების,  მისი  ანალოგის  ან  ძლიერმოქმედი  ნივთიერების  შეტანა,  რეალიზაცია,  მოხმარება  სკოლის ტერიტორიაზე ან/და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;

თ)  მოსწავლის  საგაკვეთილო  პროცესზე  გამოუცხადებლობა  ან/და დაგვიანება  საპატიო  მიზეზის  გარეშე,  იმ შემთხვევაში,     როდესაც     აღნიშნულის     შესახებ     მოსწავლის    კანონიერი    წარმომადგენელი    არ    არის ინფორმირებული, ასევე მოსწავლის მიერ საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას კლასის ან/და სკოლის დატოვება შესაბამისი საფუძვლისა და ნებართვის გარეშე;

ი) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა;

კ)   მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   ჩადენილი   საქართველოს   სისხლის   სამართლის   კოდექსითა   და საქართველოს    ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    კოდექსით    გათვალისწინებული    ნებისმიერი სამართალდარღვევა;

ლ) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ბულინგის ან კიბერბულინგის ჩადენა;

მ) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნის მიხედვით;

ნ) მოსწავლის დესტრუქციული ქცევა;

ო)    მოსწავლის    მიერ    ფულის/ნივთის    უნებართვოდ   აღება,    ფულის   შეგროვება,   ფულის/ნივთის   სხვა მოსწავლისათვის იძულების ნებისმიერ ფორმით გამორთმევა;

პ) მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის/სკოლის ქონების ხელყოფა;

ჟ)  სხვა  გარემოება  ან/და  ქმედება,  რომელმაც  შეიძლება  სკოლის  ტერიტორიაზე  სასკოლო  დროს  საფრთხე შეუქმნას    იქ    მყოფ    პირთა    სიცოცხლეს    ან/და    ჯანმრთელობას    ან/და    ქონებას,    სკოლის    გამართულ ფუნქციონირებას ან/და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, ასევე სკოლის შინაგანაწესის, მოსწავლის ქცევის კოდექსისა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა.

 

მუხლი 9.  საგანგებო  სიტუაციების  დროს  უსაფრთხოებისა  და  საზოგადოებრივი  წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები

 

  1. საგანგებო სიტუაციების   დროს   სკოლის   დირექციის წარმომადგენელი რეკავს განგაშის ზარს და საფრთხის შესახებ ატყობინებს შენობაში მყოფ ყველა პირს.
  2. განგაშის ზარის დარეკვისთანავე სავალდებულოა სასწავლო პროცესის შეწყვეტა.
  3. სკოლის დირექციის  წარმომადგენელმა  უნდა  უზრუნველყოს სიმშვიდის შენარჩუნება და პანიკის აღკვეთა.
  4. სკოლის დირექციის   წარმომადგენელი   უკავშირდება   „112“-ს, აცნობებს  საგანგებო  სიტუაციის  თავისებურებებს,  საგანგებო  სიტუაციის  წარმოქმნის  მიზეზს,  სავარაუდო მასშტაბებს, არსებულ ვითარებას.
  5. სკოლის დირექციის წარმომადგენელი უზრუნველყოფენ სკოლის შენობაში მყოფი პირების განთავსებას უსაფრთხო ადგილას.
  6. კლასის დამრიგებელი აღრიცხავს თავისი კლასის მოსწავლეებს, ადგენს და აღრიცხავს დაკარგული ადამიანების რაოდენობას და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გადასცემს შესაბამის პირებს, ასევე, უზრუნველყოფს   მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენლის   ინფორმირებას;
  7. სკოლის დირექტორი   ვალდებულია   საგანგებო   სიტუაციების   შესახებ   დაუყოვნებლივ   შეატყობინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შესაბამის რესურსცენტრს და უფლებამოსილ ორგანოებს.
  8. საგანგებო სიტუაციის დროს, სიტუაციის გათვალისწინებით, რეკომენდებულია:
    • გაზის, ელექტროხელსაწყოების, წყალსადენი ქსელის გათიშვა;
    • შენობაში არსებული დოკუმენტაციის,  კომპიუტერული  ტექნიკის,  ლაბორატორიული  მოწყობილობების, ნივთების და ინვენტარის შეძლებისდაგვარად განთავსება შენობის უსაფრთხო ნაწილში.
  1. საჭიროების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგის ჩართულობას.
  1. გადაწყვეტილებას სასწავლო  პროცესის  შეჩერების,  შეწყვეტის  ან  განახლების  შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სკოლის დირექტორის მიმართვის საფუძველზე.

 

მუხლი    10.    უსაფრთხოებისა    და    საზოგადოებრივი    წესრიგის    დაცვის    მიზნით    განსახორციელებელი ღონისძიებები     საზოგადოებრივი     ჯანმრთელობისათვის     რისკის     შემცველი    გადამდები     დაავადების შემთხვევის დროს

 

  1. სკოლაში გადამდები დაავადებების შემთხვევის გამოვლენისას სკოლის ექიმი/სკოლის დირექციის წარმომადგენელი დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს.
  2. ამ   მუხლის   პირველი   პუნქტით   გათვალისწინებული   შეტყობინების   შემდგომ,   სკოლაში   გადამდები დაავადებების  შემთხვევის  გამომვლენი  სკოლის  ექიმი  დაუყოვნებლივ აცნობებენ სკოლის დირექციას.
  3. სკოლის ექიმი/სკოლის      დირექტორი/სკოლის      დირექციის      წარმომადგენელი უზრუნველყოფს დაავადებაზე საეჭვო ყველა პირის (ბავშვი/თანამშრომელი) იზოლირებას სხვა პირებისგან.
  4. სკოლის დირექტორი/სკოლის დირექციის წარმომადგენელი უზრუნველყოფს დაავადებულთან   კონტაქტირებული   პირების   იდენტიფიცირებას   და  მათ  იზოლირებას  ამ  მუხლის  მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა და სხვა პირებისაგან.
  5. სკოლის ექიმი უზრუნველყოფს გადამდებ დაავადებაზე საეჭვო პირებზე დაკვირვებას/მეთვალყურეობას სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, ასევე საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვით პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.
  6. სკოლის ექიმი უზრუნველყოფს     სასწრაფო     დახმარების     ბრიგადის     ინფორმირებას შემთხვევასთან    დაკავშირებული   ყველა   ნიუანსის   ხაზგასმით   (მაგ,   ნიშნები,   ზუსტი   დრო,   ადგილი, გატარებული ღონისძიებები და ა.შ.) და, საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს მათ მითითებებს.
  7. სკოლის დირექცია მომხდარის  შესახებ  ატყობინებს  მოსწავლის  კანონიერ წარმომადგენელს/დაავადებულის  ოჯახს და აწვდის  მოსწავლის/პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.
  8. სკოლის დირექტორი აწვდის ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს.
  9. სკოლის ექიმი ვალდებულია  უზრუნველყოს ინფორმაციის    მიწოდება   საზოგადოებრივი   ჯანდაცვის   მუნიციპალური   სამსახურისთვის   „სამედიცინო სტატისტიკური    ინფორმაციის    წარმოების    და    მიწოდების    წესის    შესახებ“    საქართველოს    ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის № 01-26/ნ ბრძანების მოთხოვნათა დაცვით.
  10. სკოლის ექიმი  უზრუნველყოფს  ეპიდსაწინააღმდეგო  ღონისძიებების  გატარებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურის რეკომენდაციების საფუძველზე.
  11. ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის შეჩერების, შეწყვეტის ან   განახლების   შესახებ   ინდივიდუალური   ადმინისტრაციულ-სამართლებრივი   აქტით   იღებს მინისტრი, სკოლის დირექტორის მიმართვის საფუძველზე.

 

 

მუხლი 11. სუიციდური აზრი

 

  1. ნებისმიერი პირი,  რომელსაც  აქვს  ინფორმაცია  მოსწავლის  სუიციდური  აზრის  შესახებ,  ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის დირექციას/კლასის დამრიგებელს.
  2. ინფორმაციის მიღებისთანავე,   სკოლის    დირექცია/კლასის დამრიგებელი  ესაუბრება მოსწავლეს.
  3. მოსწავლის კანონიერი   წარმომადგენლის   ან   ფსიქოლოგის   სკოლაში   გამოცხადებამდე   დაუშვებელია მოსწავლის დატოვება უმეთვალყურეოდ.
  4. მოსწავლის სუიციდური   აზრის   შესახებ   ინფორმაცია  არის  კონფიდენციალური  და  მისი  გამჟღავნება დასაშვებია   მხოლოდ   სკოლის   დირექციის/კანონიერი წარმომადგენლისა და ფსიქოლოგისთვის.
  5. სკოლის დირექცია ვალდებულია  უზრუნველყოს  ფსიქოლოგის ჩართვა,  რომელიც  ცალ-ცალკე  ესაუბრება მოსწავლესა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებეს სიტუაციის პირველად მართვას.

 

 

მუხლი 12. სუიციდის მცდელობა

 

  1. მოსწავლის მიერ სუიციდის მცდელობის შემსწრე ყველა პირი ვალდებულია შეეცადოს, შეაჩეროს სუიციდის მცდელობა.
  2. მოსწავლის მიერ   სუიციდის   მცდელობის   შემსწრე   პირი/სკოლის დირექცია  დაუყოვნებლივ  უკავშირდება  „112“-ს,  ხოლო  შემდგომ  ვალდებულია  აღნიშნულის  შესახებ აცნობოს სკოლის დირექციას/დამრიგებელს.
  3. დაუშვებელია სუიციდის  მცდელობის  შემსწრე  პირის  მიერ  სუიციდის  მცდელობის  მქონე  მოსწავლის დატოვება უმეთვალყურეოდ სკოლის დირექციის წარმომადგენლის მოსვლამდე.
  4. სკოლის დირექცია  ვალდებულია  უზრუნველყოს  ფსიქოლოგის ჩართვა,   რომელიც   ცალ-ცალკე   ესაუბრება   სუიციდის მცდელობის    მქონე    მოსწავლეს,    კანონიერ     წარმომადგენელს    და    თვითმხილველ    მოსწავლეებს    და ახორციელებს სიტუაციის პირველად მართვას.
  5. ექიმი/ფსიქოლოგი ვალდებული    არიან    დაუყოვნებლივ გამოცხადნენ    შემთხვევის    ადგილას    და    უზრუნველყონ    მოსწავლისათვის    პირველადი    სამედიცინო დახმარების   აღმოჩენა.
  6. სკოლის დირექცია     უზრუნველყოფს     თვითმხილვევლი მოსწავლეების  გარიდებას,  მათზე  მეთვალყურეობას,  დამშვიდებასა  და  სხვა  მოსწავლეებში  ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას.
  7. დაუშვებელია სუიციდის    მცდელობის   მქონე   მოსწავლის   უმეთვალყურეოდ   დატოვება,   კანონიერი წარმომადგენლის ან ფსიქოლოგის მოსვლამდე.
  8. სკოლის დირექცია/დამრიგებელი მომხდარის   შესახებ  უზრუნველყოფს  ინფორმაციის  მიწოდებას  სუიციდის  მცდელობის მქონე მოსწავლის    კანონიერი    წარმომადგენლისთვის.
  9. სკოლის დირექცია სუიციდის მცდელობის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის რესურსცენტრს.

 

მუხლი 13. სუიციდი

  1. სკოლაში სუიციდის  შემთხვევაში,  სუიციდის  ფაქტის  შემსწრე  პირი  ვალდებულია  აღნიშნულის  შესახებ დაუყოვნებლივ     შეატყობინოს    „112“-ს,    ხოლო     შემდგომ    სკოლის დირექციას.
  2. სკოლის დირექცია/დარიგებელი უზრუნველყოფს     თვითმხილვევლი მოსწავლეების  გარიდებას,  მათზე  მეთვალყურეობას,  დამშვიდებასა  და  სხვა  მოსწავლეებში  ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას.
  3. სკოლის დირექცია უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილის დაცვას, გადაკეტვას.
  4. სკოლის დირექცია      სუიციდის      შესახებ      ატყობინებს გარდაცვლილის   ოჯახის   წევრებს/კანონიერ   წარმომადგენლს   მხოლოდ   პოლიციის  მიერ  გარდაცვლილის იდენტიფიცირების შემდეგ.
  5. სკოლის დირექცია  ვალდებულია  უზრუნველყოს  ფსიქოლოგის ჩართვა, რომელიც ცალ-ცალკე ესაუბრება გარდაცვლილის ოჯახის    წევრებს,    სუიციდის    თვითმხილველ    მოსწავლეებსა    და    მათ    კანონიერ    წარმომადგენლებს, მასწავლებლებს და ახორციელებეს სიტუაციის პირველად მართვას.
  6. სკოლის დირექცია სუიციდის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის რესურსცენტრს.

 

 

მუხლი 14. თვითდაზიანება

 

  1. ნებისმიერი პირი,   რომელსაც   აქვს   ინფორმაცია  მოსწავლის   თვითდაზიანების   შესახებ,   ვალდებულია აღნიშნულის       შესახებ       დაუყოვნებლივ       შეატყობინოს       სკოლის დირექციას/დამრიგებელს;
  2. ინფორმაციის მიღებისთანავე,    სკოლის    დირექცია/   კლასის დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეს და იკვლევს თვითდაზიანების მიზეზს.
  3. სკოლის დირექცია/კლასის    დამრიგებელი  უზრუნველყოფს მოსწავლის თვითდაზიანების შესახებ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას.
  4. საჭიროების შემთხვევაში, სკოლის დირექცია  უფლებამოსილია,  თვითდაზიანების  ხარისხის გათვალისწინებით,  უზრუნველყოს  ფსიქოლოგის/ჩართვას, რომელიც ცალ-ცალკე   ესაუბრება    თვითდაზიანების    განმახორციელებელ    მოსწავლესა    და    კანონიერ წარმომადგენელს, მასწავლებლებს და ახორციელებს სიტუაციის პირველად მართვას.
  5. მოსწავლის თვითდაზიანების   შესახებ   ინფორმაცია   არის   კონფიდენციალური   და   მისი   გამჟღავნება დასაშვებია   მხოლოდ  სკოლის   დირექციის/მოსწავლის   კლასის დამრიგებლის/კანონიერი წარმომადგენლისა და ფსიქოლოგისთვის.

 

 

მუხლი 15. ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენა

  1. ფეთქებადი ნივთიერებების     სკოლაში     აღმოჩენისას     სკოლის დირექცია ვალდებული არიან უზრუნველყონ:
    • მოსწავლეების, მასწავლებლების და სკოლის  შენობაში  მყოფი  სხვა  პირების  დაწესებულებიდან გამოყვანა და მათი უსაფრთხო ადგილას განთავსება;
    • „112“-თან დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება, ასევე რესურსცენტრის ინფორმირება;
  2. თითოეული კლასის დამრიგებელი  უზრუნველყოფს:
    • იმ პირთა აღწერას, რომლებიც ევაკუირებულ იქნენ დაწესებულების შენობიდან;
    • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლების   ინფორმირებას,   რა   დროსაც კანონიერ  წარმომადგენელს აწვდის მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაციას.
  3. კლასის დამრიგებელი/დირექციის წევრი მოსწავლეთა ემოციური მდგომარეობის დადგენის, ფსიქოლოგის ჩარევის საჭიროების განსაზღვრისა და დირექტორისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს   ევაკუირებული მოსწავლის/მოსწავლეების მდგომარეობის შეფასებას ზეპირი ფორმით;
  1. საჭიროების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგის ჩართულობას.

 

მუხლი 16. სკოლაში ფეთქებადი ნივთიერებების არსებობის შესახებ შეტყობინება

 

  1. ფეთქებადი ნივთიერებების   არსებობის   შესახებ   ანონიმური   ზარების   მიმღებმა   პირმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა ეცადოს  გაახანგრძლივოს   საუბრის   დრო, რათა მიიღოს ინფორმაცია სრულად.
  2. იმ შემთხვევაში,  თუ  ანონიმური  ზარის  მიმღებს  აქვს  შესაძლებლობა,  რეკომენდებულია  ტელეფონის ხმამაღალ რეჟიმზე ჩართვა და საუბრის მიმდინარეობისას „112“-თან დაკავშირება.
  3. სკოლის   დირექცია   ვალდებული   არიან   ანონიმური   ზარის დასრულებისთანავე უზრუნველყონ:
    • „112“-თან დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება;
    • მოსწავლეების, მასწავლებლების და სკოლის  შენობაში  მყოფი  სხვა პირების დაწესებულებიდან გამოყვანა და მათი უსაფრთხო ადგილას განთავსება.
  4. თითოეული კლასის დამრიგებელი უზრუნველყოფს:
    • იმ პირთა აღწერას, რომლებიც ევაკუირებულ იქნენ დაწესებულების შენობიდან;
    • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლების   ინფორმირებას,   რა   დროსაც   რეკომენდებულია   კლასის დამრიგებელს  საუბრისას  ჰქონდეს  მაქსიმალურად  მშვიდი  ტონი  და  კანონიერ  წარმომადგენელს  მიაწოდოს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.
  1. საჭიროების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგის ჩართულობას.

 

 

მუხლი    17.     მოსწავლის    მიერ    საქართველოს    კანონმდებლობით    აკრძალული    ნივთის,    სავარაუდო დისციპლინური  გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის ქონა, ასევე იმ საგნის ქონა, რომელსაც სავარაუდო    დისციპლინური    გადაცდომის/სამართალდარღვევის    ჩადენის    კვალი    ატყვია,    სავარაუდო დისციპლინური   გადაცდომის/სამართალდარღვევის   ჩადენით   მოპოვებული   ნივთისა   და   ფასეულობის, აგრეთვე     იმ     საგნისა     და     დოკუმენტის     ქონა,     რომლებიც     საჭიროა     სავარაუდო    დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად

 

  1. ნებისმიერი პირი  ვალდებულია  დაუყოვნებლივ  შეატყობინოს  სკოლის დირექციას   მოსწავლის   მიერ   საქართველოს   კანონმდებლობით   აკრძალული   ნივთის,   სავარაუდო დისციპლინური  გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის  იარაღის  ქონის  შესახებ,  ასევე იმ საგნის ქონის შესახებ,  რომელსაც  სავარაუდო  დისციპლინური  გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის  კვალი ატყვია, სავარაუდო    დისციპლინური    გადაცდომის/სამართალდარღვევის    ჩადენით    მოპოვებული    ნივთისა    და ფასეულობის,   აგრეთვე   იმ   საგნისა   და   დოკუმენტის   ქონის   შესახებ,   რომლებიც   საჭიროა   სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად.
  2. სკოლაში უსაფრთხოებისა   და   საზოგადოებრივი   წესრიგის   დაცვის   მიზნით   დასაშვებია   უკონტაქტო ზედაპირული  დათვალიერება,  რომლის  მიზანია  უფლებამოსილი  პირის  მიერ  საქართველოს კანონმდებლობით   აკრძალული   ნივთის,   სავარაუდო   დისციპლინური   გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის      იარაღის      აღმოჩენა,      იმ      საგნის      აღმოჩენა,      რომელსაც      სავარაუდო      დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის         ჩადენის         კვალი         ატყვია,         სავარაუდო         დისციპლინური გადაცდომით/სამართალდარღვევით    მოპოვებული    ნივთის    და   ფასეულობის,   აგრეთვე    იმ   საგნის   და დოკუმენტის  აღმოჩენა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად.
  3. უკონტაქტო ზედაპირული  დათვალიერება  დასაშვებია  მხოლოდ  იმ  შემთხვევაში, როდესაც გარემოებები მიუთითებს     მოსწავლის      მიერ     სკოლის     შინაგანაწესის      შესაძლო      დარღვევაზე     ან/და     შესაძლო სამართალდარღვევაზე  და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების   შედეგად   გამოვლინდება   სკოლის   შინაგანაწესით   გათვალისწინებული   დისციპლინური გადაცდომა ან/და შესაძლო სამართალდარღვევა.
  4. დაუშვებელია მოსწავლის  მიერ  ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული  ნივთის გადამალვა ან/და რაიმე  ფორმით განადგურება. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი ზომები მოსწავლის აღნიშნული ქმედების თავიდან ასაცილებლად.
  5. უკონტაქტო ზედაპირული        დათვალიერების        უფლებამოსილება        აქვს        იმავე        სქესის უფლებამოსილ პირს, რომელიც განისაზღვრება სკოლის დირექტორის ბრძანებით. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ხორციელდება მეტალოდეტექტორის საშუალებით. უკონტაქტო დათვალიერებას დამატებით უნდა ესწრებოდეს სკოლის თანამშრომელი, რომელსაც განსაზღვრავს სკოლის დირექტორი.
  6. უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას წინ უნდა უსწრებდეს უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის გაფრთხილება უკონტაქტო    ზედაპირული    დათვალიერების    შესახებ    და    მოწოდება,   რომ ნებაყოფლობით,   ყოველგვარი   შემოწმების   გარეშე,   ამ   მუხლის   პირველი   პუნქტით   გათვალისწინებული ნივთები გადასცეს პირს, რომელმაც უნდა ჩაატაროს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება.
  7. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებისას უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს (იხ. დანართი N1) უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ, რომელშიც მიეთითება უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებისას ჩატარებული პროცედურისა და ამოღებული ნივთების შესახებ.
  8. თუ მოსწავლის მიერ წარმოდგენილია ან უფლებამოსილი პირის მიერ აღმოჩენილია იმგვარი სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთები,  რომლის  მოსწავლის  მიერ  ფლობაზე  რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით     სამართალდამცავი     ორგანოს      კომპეტენციაა,      უფლებამოსილი      პირი დაუყოვნებლივ აცნობებს სამართალდამცავ ორგანოს.
  9. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების ჩატარებისას შედგენილი ოქმი წარედგნება სკოლის დირექციას. აღმოჩენილი ნივთები უფლებამოსილი   პირის   მიერ   გადაეცემა   მოსწავლის   კანონიერ წარმომადგენელს ან სამართალდამცავ ორგანოს, ნივთის/საგნის ხასიათის გათვალისწინებით.

10.უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებისას უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

10.1. იმოქმედოს  მოსწავლის  საუკეთესო  ინტერესების  გათვალისწინებით  და  მოსწავლის  ღირსების  სრული დაცვით;

10.2. მოსწავლეს არ შეუზღუდოს იმ ნივთებით სარგებლობა, რომელიც არ აფერხებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების მიმდინარეობას, ასევე, არ ჩამოართვას ის ნივთები, რომელიც არ წარმოადგენდა უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების მიზანს;

10.3.უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება არ ჩაატაროს ჯგუფურად.

  1. მოსწავლისათვის ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული  ნივთის აღმოჩენის  შემთხვევაში, სკოლის დირექცია ვალდებულია დაიწყოს მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება სკოლის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით;
  2. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებაზე და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  ნივთის  აღმოჩენა  სხვაგვარად  შეუძლებელია  ან  მოსწავლე  უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებისას აღმოჩენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით    გათვალისწინებული    ნივთის    უფლებამოსილი    პირისათვის    გადაცემაზე, უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაიწყოს მოსწავლის განცალკევების პროცედურა.
  3. საჭიროების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგის ჩართულობას.

 

 

მუხლი  18.  მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის  სხვა  თანამშრომლის  მიერ ალკოჰოლის  ან/და ნარკოტიკული საშუალების,    მისი    ანალოგის,    პრეკურსორის,    ახალი    ფსიქოაქტიური    ნივთიერების,    ფსიქოტროპული ნივთიერების,  მისი  ანალოგის  ან  ძლიერმოქმედი  ნივთიერების  შეტანა,  რეალიზაცია,  მოხმარება  სკოლის ტერიტორიაზე ან/და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა

  1. ნებისმიერი პირი, რომლისთვისაც ცნობილია მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ ალკოჰოლის ან/და   ნარკოტიკული   საშუალების,   მისი   ანალოგის,   პრეკურსორის,   ახალი  ფსიქოაქტიური ნივთიერების,  ფსიქოტროპული  ნივთიერების,  მისი  ანალოგის  ან  ძლიერმოქმედი  ნივთიერების  შეტანის, რეალიზაციის,   მოხმარების   სკოლის   ტერიტორიაზე   ან/და   მათი    ზემოქმედების   ქვეშ   ყოფნის   ფაქტი, ვალდებულია   აღნიშნულის   შესახებ   დაუყოვნებლივ   აცნობოს  სკოლის დირექციას/ექიმს.
  2. იმ  შემთხვევაში,  თუ  არსებობს  საკმარისი  საფუძველი  ვარაუდისთვის,  რომ  მოსწავლეს  აქვს  ალკოჰოლი ან/და    ნარკოტიკული    საშუალება,    მისი    ანალოგი,    პრეკურსორი,    ახალი    ფსიქოაქტიური   ნივთიერება, ფსიქოტროპული  ნივთიერება,  მისი  ანალოგი  ან  ძლიერმოქმედი  ნივთიერება  დირექტორის ბრძანებით განსაზრული უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია განახორციელოს მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება.
  3. იმ შემთხვევაში,  თუ  არსებობს  საკმარისი  საფუძველი  ვარაუდისთვის,  რომ  მასწავლებელს/სკოლის  სხვა თანამშრომელს  (გარდა ექიმის დანიშნულისა) აქვს   ნარკოტიკული   საშუალება,   მისი    ანალოგი,   პრეკურსორი,   ახალი   ფსიქოაქტიური ნივთიერება,      ფსიქოტროპული      ნივთიერება,      მისი      ანალოგი      ან      ძლიერმოქმედი ნივთიერება სკოლის  დირექცია ვალდებულია  დაუყოვნებლივ  დაუკავშირდეს „112“-ს.
  4. სკოლის დირექცია ვალდებულია მოსწავლისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი    ანალოგის,    პრეკურსორის,    ახალი    ფსიქოაქტიური    ნივთიერების,    ფსიქოტროპული ნივთიერების,   მისი   ანალოგის   ან   ძლიერმოქმედი  ნივთიერების  აღმოჩენის  შემთხვევაში  დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს:
    • „112“-ს;
    • მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს;
  1. აღნიშნულ მუხლში გათვალისწინებული დარღვევების აღმოჩენისას სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ფსიქოლოგის ჩართულობა.

 

 

 

მუხლი  19.  მოსწავლის  საგაკვეთილო  პროცესზე  გამოუცხადებლობა  ან/და  დაგვიანება  საპატიო  მიზეზის გარეშე,  იმ  შემთხვევაში,  როდესაც  აღნიშნულის  შესახებ  მოსწავლის  კანონიერი  წარმომადგენელი  არ  არის ინფორმირებული

 

  1. საპატიო მიზეზით  მოსწავლის  საგაკვეთილო  პროცესზე  გამოუცხადებლობის ან/და დაგვიანების  შესახებ მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენელი   ვალდებულია   შეატყობინოს   მოსწავლის  კლასის  დამრიგებელს;
  2. იმ შემთხვევაში, თუ  მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის ან/და დაგვიანების შესახებ შესაბამისი  საგნის  მასწავლებელი  არ  არის  ინფორმირებული,  შესაბამისი  საგნის  მასწავლებელი მოსწავლის დაგვიანების/საგაკვეთილო    პროცესზე    გამოუცხადებლობის    შესახებ    დაუყოვნებლივ   აცნობებს   კლასის დამრიგებელს, რომელიც ვალდებულია  მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს შეატყობინოს აღნიშნული ფაქტის შესახებ და დაადგინოს გამოუცხადებლობის მიზეზი.
  3. იმ შემთხვევაში,  თუ  მოსწავლის  კანონიერი  წარმომადგენელი  არ  არის  ინფორმირებული  მოსწავლის საგაკვეთილო          პროცესზე         გამოუცხადებლობის         ან/და         დაგვიანების         შესახებ,         კლასის დამრიგებელი ვალდებულია    აღნიშნული    აცნობოს სკოლის დირექციას.
  4. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა საგაკვეთილო პროცესზე და აღნიშნულის შესახებ არ არის ინფორმირებული     მოსწავლის     კანონიერი     წარმომადგენელი,     ამასთან     ვერ     ხერხდება     მოსწავლის ადგილსამყოფლის  დადგენა  ან/და  მოსწავლესთან  დაკავშირება,  სკოლის დირექცია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს „112“-ს.
  5. თუ საკითხის     შესწავლის     შედეგად    გაჩნდა    საფუძვლიანი    ეჭვი,    რომ    მოსწავლის    სკოლაში გამოუცხადებლობა/დაგვიანება    გახდა    მიზეზი    არასრულწლოვნის    სწავლის    უფლების    შეზღუდვისა, უფლებამოსილი   პირი  ფაქტის  შესახებ  ავსებს  ბავშვთა  დაცვის  მიმართვის  ბარათს  „ბავშვთა დაცვის  მიმართვიანობის  (რეფერირების)  პროცედურების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად.
  1. საჭიროების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგის ჩართულობას.

 

 

მუხლი  20.  მოსწავლის  მიერ  საგაკვეთილო/სასწავლო  პროცესის  მიმდინარეობისას  კლასის  ან/და  სკოლის დატოვება შესაბამისი საფუძვლისა და ნებართვის გარეშე

  1. მოსწავლის მიერ  საგაკვეთილო/სასწავლო  პროცესის  მიმდინარეობისას  კლასის  ან/და  სკოლის  დატოვება დაუშვებელია ნებართვის გარეშე.
  2. მოსწავლის მიერ   საგაკვეთილო/სასწავლო   პროცესის   მიმდინარეობისას   ნებართვის    გარეშე    კლასის    ან/და    სკოლის    დატოვების     შესახებ    ინფორმაციას შესაბამისი საგნის მასწავლებელი/ნებისმიერი  პირი დაუყოვნებლივ  აწვდის  კლასის დამრიგებელს.
  3. მოსწავლის მიერ   საგაკვეთილო/სასწავლო   პროცესის   მიმდინარეობისას   შესაბამისი   საფუძვლისა   და ნებართვის  გარეშე  კლასის  ან/და  სკოლის  დატოვების  შესახებ კლასის დამრიგებელი დაუყოვნებლივ ატყობინებს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.
  4. იმ შემთხვევაში,   თუ    მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენლის მხრიდან     ვერ    ხორციელდება    მოსწავლის    ადგილსამყოფლის    დადგენა,    სკოლის დირექცია  დაუყოვნებლივ ატყობინებს „112“-ს.
  1. საჭიროების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგის ჩართულობას.

 

 

 

მუხლი 21. მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა

  1. ნებისმიერი პირი   ვალდებულია   მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   ნებისმიერი   სახის   ძალადობის ჩადენის   ფაქტის   ცოდნის   ან   ასეთის   ეჭვის   შემთხვევაში,  აღნიშნულის   შესახებ   ინფორმაცია  მიაწოდოს სკოლის დირექციას.
  2. მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ძალადობის შესაძლო შემთხვევებია:
    • მოსწავლის ძალადობა მოსწავლის მიმართ;
    • მოსწავლის მიმართ ძალადობა უცხო პირის მხრიდან;
    • მოსწავლის მიმართ ძალადობა მასწავლებლის მხრიდან;
    • მოსწავლის მიმართ ძალადობა სკოლის თანამშრომლის მხრიდან;
    • ოჯახში ძალადობა.
  3. მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობის გამოვლენისას ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სკოლის დირექცია   ვალდებულია  უზრუნველყოს  ფსიქოლოგის დახმარების ხელმისაწვდომობა. ფსიქოლოგი ცალ-ცალკე  ესაუბრება მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს სიტუაციის პირველად მართვას;
  4. სკოლის დირექცია ვალდებულია მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობის ჩადენის ფაქტის გამოვლენისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს (გარდა ოჯახური ძალადობის შემთხვევებისა) და „112“-ს.
  5. მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის განხორციელებს შემთხვევაში, ფაქტის შესახებ ივსება ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირებს) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილების შესაბამისად.

 

მუხლი 22.  მოსწავლის  მიერ/მოსწავლის  მიმართ ჩადენილი  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსითა და   საქართველოს   ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსით  გათვალისწინებული  ნებისმიერი სამართალდარღვევა

  1. ნებისმიერი პირი ვალდებულია  მოსწავლის  მიერ/მოსწავლის  მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა   და   საქართველოს   ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსით  გათვალისწინებული ნებისმიერი    სამართალდარღვევის    ან/და    სავარაუდო    სამართალდარღვევის    ჩადენის    ფაქტის    ცოდნის შემთხვევაში,    აღნიშნულის    შესახებ    ინფორმაცია    მიაწოდოს    სკოლის დირექციას.
  2. სკოლის დირექცია დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს.
  3. სკოლის დირექცია,       შესაძლებლობის       შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სამართალდარღვევის აღკვეთასა და სამართალდარღვევის ადგილის შემოსაზღვრას.
  4. აუცილებლობის შემთხვევაში, სკოლის დირექცია     უზრუნველყოფს    სამართალდარღვევის თვითმხილველი  მოსწავლეების  გარიდებას,  მათზე  მეთვალყურეობას  და  სხვა  მოსწავლეებში  ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას.
  5. სკოლის დირექცია უზრუნველყოფს დამრღვევი/დაზარალებული/თვითმხილველი მოსწავლეების კლასის დამრიგებლებისათვის ინფორმაციის შეტყობინებას, რომელიც    თავის    მხრივ    ვალდებულია    აღნიშნულის    შესახებ    ინფორმაცია    მიაწოდოს დამრღვევი/დაზარალებული/თვითმხილველი მოსწავლეების კანონიერ წარმომადგენლებს.
  6. სკოლის დირექცია,  საჭიროების  შემთხვევაში,  უზრუნველყოფს ფსიქოლოგის  ჩართვას,  რომელიც  ცალ-ცალკე  ესაუბრება  მოსწავლესა  და  მის კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს სიტუაციის პირველად მართვას.

 

მუხლი 23. მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ბულინგის ან კიბერბულინგის ჩადენა

  1. ნებისმიერი პირი   ვალდებულია   მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   ბულინგის   ან  კიბერბულინგის ჩადენის        ფაქტის        ცოდნის        შემთხვევაში,       აღნიშნულის        შესახებ       ინფორმაცია       მიაწოდოს სკოლის დირექციას.
  2. სკოლის დირექცია/კლასის   დამრიგებელი   ვალდებული  არიან დაადგინონ ბულინგის/კიბერბულინგის მიზეზები,    გაესაუბროს    ყველა    ჩართულ   მხარეს და შეიმუშავონ პრობლემის მოგვარების გზები.
  3. დაუშვებელია ბულინგის/კიბერბულინგის ფაქტის იგნორირება. სკოლის დირექცია/კლასის დამრიგებელი   ვალდებულია   უზრუნველყოს   კონფლიქტის   მოგვარების   დროს სიტუაციის   მიუკერძოებლად   შეფასება   და   უზრუნველყონ   მხარეებს   შორის   შემდგომი   კონფრონტაციის არიდება.
  4. სკოლის დირექცია/კლასის     დამრიგებელი      ვალდებულია დააკვირდეს   როგორც   ბულინგის/კიბერბულინგის   გამტარებელს,   ასევე   მოსწავლეს,   რომლის   მიმართაც განხორციელდა ბულინგი/კიბერბულინგი.
  5. სკოლის დირექცია/კლასის   დამრიგებელი    ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია  ბულინგის/კიბერბულინგის  გამტარებელი  მოსწავლისა  და  იმ  მოსწავლის  კანონიერ წარმომადგენელს, რომლის მიმართაც განხორციელდა ბულინგი/კიბერბულინგი.
  6. სკოლის დირექცია  საჭიროების  შემთხვევაში  უზრუნველყოფს ფსიქოლოგის  ჩართვას.
  7. თუ წინამდებარე მუხლში მითითებული ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, სკოლის დირექცა უკავშირდება „112“-ს.

 

მუხლი  24.  მოსწავლის  მიერ/მოსწავლის  მიმართ  განხორციელებული  დისკრიმინაცია  ნებისმიერი  ნიშნის მიხედვით

  1. ნებისმიერი პირი   ვალდებულია   მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   ნებისმიერი   ნიშნის   მიხედვით დისკრიმინაციის განხორციელების      შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის დირექციას.
  2. სკოლის დირექცია/კლასის     დამრიგებელი      ვალდებულია დაადგინოს     მოსწავლის    მიერ/მოსწავლის     მიმართ    განხორციელებული    დისკრიმინაციის     მიზეზები, გაესაუბრონ   ყველა   ჩართულ   მხარეს   და   შეიმუშაოს პრობლემის მოგვარების გზები.
  3. დაუშვებელია მოსწავლის    მიერ/მოსწავლის    მიმართ    განხორციელებული    დისკრიმინაციის    ფაქტის იგნორირება. სკოლის       დირექცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია  უზრუნველყოს  სიტუაციის  მიუკერძოებლად  შეფასება  და  უზრუნველყოს  მხარეებს  შორის შემდგომი კონფრონტაციის არიდება.
  4. სკოლის დირექცია/კლასის     დამრიგებელი      ვალდებულია დააკვირდეს როგორც დისკრიმინაციის განმახორციელებელ მოსწავლეს, ასევე მოსწავლეს, რომლის მიმართაც განხორციელდა დისკრიმინაცია.
  5. სკოლის დირექცია/კლასის დამრიგებელი ვალდებული არიან მიაწოდონ ინფორმაცია  დისკრიმინაციის  განმახორციელებელი  მოსწავლისა  და  იმ  მოსწავლის  კანონიერ წარმომადგენელს, რომლის მიმართაც განხორციელდა დისკრიმინაცია.
  6. სკოლის დირექცია  საჭიროების  შემთხვევაში  უზრუნველყოფს ფსიქოლოგის  ჩართვას.
  7. თუ წინამდებარე მუხლში მითითებული ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, სკოლის დირექცა უკავშირდება „112“-ს.

 

 

მუხლი 25. მოსწავლის დესტრუქციული ქცევა

  1. მოსწავლის დესტრუქციული  ქცევაა  გაკვეთილის  ჩაშლის  მცდელობა,  ასევე  სკოლის  დირექცია წარმომადგენლის,   მასწავლებლისა და   სკოლაში   დასაქმებული   სხვა   პირების   კანონიერი მოთხოვნისადმი მოსწავლის დაუმორჩილებლობა.
  2. თუ მოსწავლე ამა თუ იმ ფორმით ხელს უშლის საგაკვეთილო პროცესს, არ ითვალისწინებს მასწავლებლის შენიშვნებს, მასწავლებელი ვალდებულია მაქსიმალურად შეეცადოს მის სასწავლო პროცესში ჩართვას. თუ ვერ მოხერხდა მოსწავლის    ქცევის    დარეგულირება,     მასწავლებელი    იძახებს    სკოლის     დირექციის   წარმომადგენელს    და    მოსწავლეს     მათი     თანხლებით    ატოვებინებს საგაკვეთილო პროცესს.
  3. დაუშვებელია საგაკვეთილო პროცესიდან მოსწავლეების ჯგუფურად გაშვება.
  4. სკოლის დირექცია  ფაქტის    შესახებ   ინფორმაციას   აწვდის მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.
  5. გაკვეთილის დასრულებამდე/მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენლის   მოსვლამდე   მოსწავლე   უნდა იმყოფებოდეს სკოლის დირექციის მეთვალყურეობის ქვეშ.
  6. სკოლის დირექციის წარმომადგენლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების კანონიერი მოთხოვნისადმი          მოსწავლის          დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სკოლის      დირექცია     ვალდებულია      აღნიშნულის      შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.
  7. მოსწავლის კანონიერი    წარმომადგენლის    სკოლაში    გამოცხადებამდე   სკოლის დირექცია ვალდებულია მოსწავლე არ დატოვოს უმეთვალყურეოდ.
  8. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე სკოლის შენობას დატოვებს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სკოლაში გამოცხადებამდე, სკოლის დირექტორი აღნიშნულის შესახებ ატყობინებს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ხომ იმ შემთხვევეაში თუ შეუძლებელია მოსწავლის ადგილსამყოფლის დადგენა ან ვერ ხერხდება დაკავშირება, სკოლის დირექცია დაუყოვნებლივ ატყობინებს „112“-ს.
  1. საჭიროების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგის ჩართულობას.

 

მუხლი  26.  მოსწავლის  მიერ  ფულის/ნივთის  უნებართვოდ  აღება,  ფულის  შეგროვება,  ფულის/ნივთის  სხვა მოსწავლისათვის იძულების ნებისმიერი ფორმით გამორთმევა

  1. მოსწავლის მიერ   ფულის/ნივთის   უნებართვოდ   აღების, ფულის/ნივთის   სხვა მოსწავლისათვის  იძულების  ნებისმიერ ფორმით  გამორთმევის  შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, ნებისმიერი     პირი     ვალდებულია     ინფორმაცია     მიაწოდოს    სკოლის დირექციის წარმომადგენელს.
  2. იმ შემთხვევაში,  თუ  ფაქტი  შეიცავს  დანაშაულის  ნიშნებს,  სკოლის დირექციის წარმომადგენელი დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს.
  3. სკოლის დირექცია/კლასის     დამრიგებელი ვალდებულია დაადგინოს მოსწავლის მიერ ფულის/ნივთის უნებართვოდ აღების, ფულის/ნივთის სხვა მოსწავლისათვის  იძულების  ნებისმიერი  ფორმით  გამორთმევის  შესახებ  ფაქტთან  დაკავშირებული  ყველა გარემოება, მიზეზები, გაესაუბროს ყველა ჩართულ მხარეს და შეიმუშაოს პრობლემის მოგვარების გზები.
  4. დაუშვებელია მოსწავლის მიერ ფულის/ნივთის უნებართვოდ აღების, ფულის/ნივთის სხვა მოსწავლისათვის       იძულების       ნებისმიერ      ფორმით      გამორთმევის      ფაქტის      იგნორირება. სკოლის დირექცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია  სიტუაცია შეაფასოს მიუკერძოებლად და უზრუნველყოს მხარეებს შორის შემდგომი კონფრონტაციის არიდება.
  5. სკოლის დირექცია/კლასის     დამრიგებელი   ვალდებულია დააკვირდეს  მხარეებს  სიტუაციის  მოგვარების  შემდეგაც.  თუ  მოსწავლე  შემთხვევის  შემდეგ  სკოლაში  არ დადის,   სკოლის   დირექცია/კლასის   დამრიგებელი  ადგენს   მიზეზს   და   შეიმუშავებს   გეგმას   მისი სასწავლო პროცესში დაბრუნებისათვის.
  6. სკოლის დირექცია/კლასის   დამრიგებელი    ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სიტუაციაში მონაწილე მოსწავლეების კანონიერ წარმომადგენლებს.
  1. საჭიროების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგის ჩართულობას.

 

მუხლი 27. მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის/სკოლის ქონების ხელყოფა

 

  1. ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის/სკოლის ქონების ხელყოფის     შესახებ,     ვალდებულია     დაუყოვნებლივ     აცნობოს     სკოლის დირექციას.
  2. მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის/სკოლის  ქონების  ხელმყოფი  მოსწავლის  დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ     დაუკავშირდნენ     მოსწავლის     კანონიერ     წარმომადგენელს,     რომელიც ვალდებულია შესაბამის პირს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი. სკოლის ქონების ხელყოფისა და ანაზღაურების საკითხი დეტალურად რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით.
  3. თუ წინამდებარე მუხლში მითითებული ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, სკოლის დირექცა უკავშირდება „112“-ს.
  1. საჭიროების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგის ჩართულობას.

 

მუხლი 28. მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევება

  1. მოსწავლის/მოსწავლეების საუკეთესო   ინტერესების   გათვალისწინებით,   დასაშვებია განხორციელდეს მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევება ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში, უფლებამოსილი პირის  თანდასწრებით,  იმ  შემთხვევაში,  როდესაც  მოსწავლის/მოსწავლეების  ქმედებით  საფრთხე  ემუქრება პირის    სიცოცხლეს    ან/და    ჯანმრთელობას    ან    მოსწავლე    უარს    აცხადებს    უკონტაქტო    ზედაპირულ დათვალიერებაზე  და  წინამდებარე  წესის  შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული  ნივთის აღმოჩენა  სხვაგვარად შეუძლებელია  ან  მოსწავლე  უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებისას აღმოჩენილი წინამდებარე წესის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ნივთის უფლებამოსილი პირისათვის გადაცემაზე.
  2. სკოლის დირექცია  საჭიროების  შემთხვევაში  უზრუნველყოფს ფსიქოლოგის  ჩართვას,  რომელიც  ცალ-ცალკე  ესაუბრება  მოსწავლესა  და  მის კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებეს სიტუაციის პირველად მართვას.
  3. ამ მუხლის        პირველი        პუნქტით        გათვალისწინებულ        შემთხვევაში        შესაძლებელია სკოლის      დირექციის       წარმომადგენლის/      მასწავლებლის მეთვალყურეობით   განხორციელდეს   მოსწავლის/მოსწავლეების   ჩართვა   შემდეგ   სასკოლო   აქტივობებში: მომდევნო  დღის  გაკვეთილების  მომზადება;  საგანმანათლებლო  პროექტებზე  მუშაობა;  საგანმანათლებლო რესურსების შექმნა/განახლება;  კლასგარეშე ლიტერატურის გაცნობა და, ასევე, სკოლის მიერ განსაზღვრული სხვა აქტივობები.
  4. მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევების მომენტიდან მასწავლებლის/სკოლის დირექციის  მიერ,  აგრეთვე  საჭიროების  შემთხვევაში  −  ფსიქოლოგის მიერ განსახორციელებელი  ღონისძიებები  უნდა  ემსახურებოდეს ისეთ  მიზნებს, როგორიცაა      მოსწავლის/მოსწავლეების      უსაფრთხოების      უზრუნველყოფა,      რისკის      შემცირება      და მოსწავლის/მოსწავლეების ქცევის მართვა.
  5. მოსწავლის განცალკევების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მოსწავლის მიერ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში − სამართალდამცავ ორგანოს.
  6. მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევება     უნდა     განხორციელდეს     მოსწავლის      კანონიერი     წარმომადგენლის     სკოლაში გამოცხადებამდე.
  7. მოსწავლის განცალკევების    უფლება    აქვს    უფლებამოსილ პირს.
  8. მოსწავლის განცალკევების  განხორციელებისას  უფლებამოსილი  პირი  მოსწავლეს  მისთვის გასაგებ    ენაზე    განუმარტავს    იმ    გარემოებებს,    რომელთა    საფუძველზეც    ხორციელდება    მოსწავლის განცალკევება.

მუხლი 29. მდგომარეობის მართვა

 

  1. მოსწავლეების, მათი      კანონიერი      წარმომადგენლების,      აგრეთვე      სკოლის დირექციის წარმომადგენლების ან/და მასწავლებლების მდგომარეობის პირველადი შეფასება ხორციელდება სკოლის ან საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგის მიერ.
  2. რეფერირება ხორციელდება აქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის N437 დადგენილების შესაბამისად. ასევე, სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქციის შესაბამისად.
  3. რეფერირებას ახორციელებს    უფლებამოსილი    პირი, შესაბამისი    ფორმის    შევსებით.
  4. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი განისაზღვრება სკოლის დირექტორის ბრძანებით.
  5. მოსწავლეების,      მათი      კანონიერი      წარმომადგენლების,      აგრეთვე      სკოლის      დირექციის წარმომადგენლების  ან/და  მასწავლებლების  მდგომარეობის  შემდგომი  მართვის  მიზნით,  ფსიქოლოგიური მომსახურების  გაწევას  უზრუნველყოფს  სკოლის ან/და მოწვეული ფსიქოლოგი.

 

მუხლი 30. ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა

 

  1. მოსწავლეებისათვის, მათი   კანონიერი   წარმომადგენლებისათვის,   აგრეთვე   სკოლის დირექციის წარმომადგენლებისათვის ან/და      მასწავლებლებისათვის      ფსიქოლოგიური      მომსახურების      გაწევას უზრუნველყოფს სკოლის ან/და მოწვეული ფსიქოლოგი.
  2. ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევის საფუძველია სკოლის დირექციის, მოსწავლის, მშობლის, დამრიგებლის, სკოლის მასწავლებლის მიმართვა.

 

 

მუხლი 31. მედიაცია

  1. სკოლა ვალდებულია  მოსწავლეებს  შორის  კონფლიქტის  შემთხვევაში  უზრუნველყოს  დაპირისპირებულ მოსწავლეებს  შორის  მედიაცია,  მათი  კანონიერი  წარმომადგენლების,  უფლებამოსილი  პირისა და ფსიქოლოგის (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) ჩართულობით.
  2. სკოლა ვალდებულია კონფლიქტური სიტუაციის ხასიათის  გათვალისწინებით,  გაატაროს  მედიაციის ისეთი  ღონისძიებები, რომელიც  მოსწავლეების  საუკეთესო  ინტერესების  გათვალისწინებით მიმართული იქნება კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ.

 

თავი IV. დარღვევის აღრიცხვის წესი

მუხლი 32. დარღვევის აღრიცხვის წესი და რისკების შეფასება

  1. უფლებამოსილი პირი ვალდებულია  სკოლის  ტერიტორიაზე  გამოვლენილ  დარღვევაზე მიიღოს სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ზომები.
  2. სკოლა ვალდებულია შეაფასოს უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ძალადობის რისკები. შეფასება უნდა განხორციელდეს სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც. უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ძალადობის რისკების შეფასების მიზნით შესაძლებელია ანონიმური კითხვარების მეშვეობით გამოიკითხონ მასწავლებლები და მოსწავლეები.
  3. უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და ძალადობის რისკების შეფასების მიზნით შესაბამის კითხვარს შეიმუშავებს სკოლის დირექცია, ხოლო ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
  4. გამოკითხვის შედეგად პრობლემის იდენტიფიცირების შემთხვევაში, აუცილებელია დაიგეგმოს მისი გადაჭრის გზები და სკოლის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.

 

თავი V.  სკოლის ვიდეოთვალთვალის/აუდიოჩამწერი სისტემით აღჭურვის, ადმინისტრირების, პერსონალურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გამოყენების წესი

 

მუხლი 33. სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვის წესი

  1. სკოლა უზრუნველყოფს შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს ვიდეოსათვალთვალო კამერებით.
    • ცენტრალური და სათადარიგო შემოსასვლელების გასაკონტროლებლად დამონტაჟებულია 4 (ოთხი) ცალი სამ მეგა–პიქსელიანი ვიდეო კამერა, რომელიც შეესაბამება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს და სტანდარტებს. ასევე, სკოლის სართულებზე, დერეფნებში განაწილებულია უსაფრთხოების კამერები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობის შიდა და გარე პერიმეტრის სრულ კონტროლს. სკოლის ეზოს მთელ პერიმეტრზე ვიდეო–კამერებია დამონტაჟებული. სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი ხორციელდება 57 ვიდეო- კამერით.
  2. სკოლის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა უზრუნველყოფს სკოლის ყველა დერეფნის,  შესასვლელისა  (ფოიე)  და  კიბის  უჯრედის  ვიდეოდაკვირვებისა  და  იქ  მყოფი  პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.
  3. დაუშვებელია ვიდეოთვალთვალის  განხორციელება ან/და აუდიო ჩაწერა სკოლის  საპირფარეშოში, გამოსაცვლელ ოთახებში, საკლასო ოთახებში, ექიმისა და ფსიქოლოგის კაბინეტებსა და თანამშრომელთათვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეებში.
  4. სკოლის გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უზრუნველყოფს სკოლის გარე პერიმეტრის (მათ შორის სპორტული მოედანი, ბაღი, სკვერი, და სხვა) სრულად ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.
  5. სკოლა ზრუნავს სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე და უზრუნველყოს ყველა იმ ხარვეზის გამოსწორება და პრობლემის გადაწყვეტა,     რომელიც     შეიძლება     წარმოიშვას     უფლებამოსილი პირის მიერ ვიდეოთვალთვალის სისტემით სარგებლობისას.
  6. ვიდეო ჩანაწერი ინახება სკოლაში არსებულ მყარ დისკებზე, საქართველოს შინაგან სამინისტროს 2007 წლის 29 აგვისტოს ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ N 1143 ბრძანების შესაბამისად.

 

მუხლი 34. პერსონალურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გამოყენების წესი

  1. მშობლისა და მოსწავლის პერსონალური მონაცემები/ინფორმაცია, რომელიც სკოლისთვის ცნობილი გახდა საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისა და საგანმანათლებლო/სასწავლო პროცესში, სკოლის მიერ მუშავდება და გამოიყენება საჭიროებისამებრ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
  2. სასკოლო ან/და არასასკოლო აქტივობების მიმდინარეობის პროცესში განხორციელებული ფოტო, ვიდეო გადაღება/აუდიო ჩაწერის გზით მოპოვებულ პერსონალურ ინფორმაციას სკოლა ამუშავებს, ინახავს ან/და იყენებს საჭიროებისამებრ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი VI. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებში ცვლილებების შეტანის წესი

მუხლი 35. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებში ცვლილებების შეტანის წესი

  1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
  2. წინამდებარე წესში განხორციელებული ყველა ცვლილება თანხმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შემდეგ მტკიცდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.

 

 

 

გააზიარე:

სიახლეები

event image

30/10/2024
event image

30/10/2024
event image

25/10/2024
event image

22/10/2024
event image

21/10/2024
event image

29/09/2024
event image

29/09/2024
event image

18/09/2024
event image

18/09/2024
event image

18/09/2024
event image

23/07/2024
event image

23/07/2024
event image

23/07/2024
event image

07/06/2024