Kidba
Pen
blog banner

სტენდის გახსნა

 
მეექვსე საავტორო სკოლაში პროექტის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ფინალური ღონისძიება გაიმართა.
 
პროექტის რამდენიმე ფაზად განხორცილდა და მის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოინახულეს საქართველოს ოკუპაციისა და რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმები, გაეცნენ საბჭოთა ტერორის თემაზე მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმებს, მონაწილეობა მიიღეს ისტორიულ-სააზროვნო თამაშებსა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში.
 
დღეს პროექტი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სტენდის გახსნით საზეიმოდ დასრულდა.
 
სტენდზე გამოიფინა 1918-1921 წლების მოვლენების ამსახველი ფოტომასალა, IX- X კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს მარო მაყაშვილის ჩანაწერები, წარმოადგინეს მოხსენებები ისტორიულ და ლიტერატურულ ჭრილში, „წითელი ტერორი და ხელოვნება"- თემის ფარგლებში, მოეწყო პეტრე ოცხელის თეატრის მაკეტების პრეზენტაცია.
 
მეექვსე საავტორო სკოლა მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელს მაკა ჭიაბერაშვილს და პროექტის განხორციელებაში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს და მასწავლებელს.
 
ასევე, მადლობას ვუხდით ღონისძიებაში მონაწილე სტუმრებს, ქართველ მწერლებსა და ისტორიკოსებს, ბატონებს: ბეჟან ჯავახიას, ლაშა ბაქრაძეს, მერაბ ჩუხუას და მიხო მორჩილაძეს.
 
განსაკუთრებული მადლობა დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს და ქალბატონებს მანანა მანჯგალაძესა და ნათია ბანძელაძეს გაწეული მხარდაჭერისათვის.

გააზიარე:

სიახლეები