Kidba
Pen
blog banner

პროექტი - "საზოგადოება დღეს - ჩემი პერსპექტივა"

 
კონფერენცია „საზოგადოება დღეს - ჩემი პერსპექტივა“
 
მეექვსე საავტორო სკოლაში გერმანულენოვანი კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოს აქტუალურ საზოგადოებრივ საკითხებს მიეძღვნა.
 
კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანული ენის მასწავლებლები და მოსწავლეები.
 
მონაწილეები და სამუშაო თემები:
 
  • რონი ლაიდერიცი - „ახალი ინტერნაციონალი“, მემარჯვენე პოპულიზმი „დასავლეთში“;
  • ანია შმიტერი - „შეუძლია ლიტერატურას გადაარჩინოს სამყარო? თხრობის ხელოვნება კრიზისულ დროებაში“;
  • სარა სზკოლუდეკი - „ბუნდესტაგის არჩევნები 2025, პარტიები, საგარეო პოლიტიკა და არჩევნების გავლენა ევროპაზე“;
  • იკო სვიმონიშვილი - „რუსეთის იმპერიალისტური ნარატივი და აგრესიის ლეგიტიმაციის მცდელობა: საქართველო და უკრაინა“;
  • ლიკა ტატიშვილი - „გლობალური დათბობა“;
  • ანა ქილიფთარი - „ფოტოგრაფის თვალით დანახული სამყარო“.
 
პროექტის ორგანიზატორი: გერმანული ენის კათედრა
 
მეექვსე საავტორო სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს გაწეული შრომისა და საინტერესოდ წარმოდგენილი თემებისათვის.

გააზიარე:

სიახლეები