დამტკიცებულია
შპს მეექვსე საავტორო სკოლის
დირექტორის ბრძანებით
შპს მეექვსე საავტორო სკოლის
მოსწავლის ინიციატივების მხარდაჭერის მექანიზმი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს შპს მეექვსე საავტორო სკოლის (შემდგომში სკოლის“) მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს.
- აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე.
- მექანიზმის მიზანია განისაზღვროს სკოლის მხრიდან მოსწავლეთა ინიციატივების ხელშეწყობის პროცესი.
- მოსწავლეთა მხრიდან წარმოდგენილი ინიციატივა შესაძლოა გულისხმობდეს სპორტულ, კულტურულ, შემეცნებით, საგანმანათლებლო თუ სხვა საზოგადოებრივად სასარგებლო აქტივობას, ასევე არაფორმალურ განათლებას.
- ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივის შესახებ, აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად და მხარდასაჭერად წარადგინოს საკუთარი იდეები.
- ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან.
მუხლი 2. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმი
- მოსწავლეს (მოსწავლეთა ჯგუფს) უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და საკუთარი აზრების და იდეების განხორციელების ინიციატივით მიმართოს სკოლის კლასის დამრიგებელს/ადმინისტრაციას.
- მოსწავლეს შეუძლია ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ან/და სხვისი ინიციატივის განხილვის პროცესში.
- კლასის დამრიგებელი/ადმინისტრაციის წევრი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს დირექტორს.
- კლასის დამრიგებელს/ ადმინისტრაციის წევრს/დირექტორს შეუძლიათ მოსთხოვონ ინიციატივის წარმდგენს განსახორციელებელი აქტივობის აღწერა, აქტივობის განხორციელების ვადების, საჭირო რესურსების, ჩართული პირების შესახებ ინფორმაციის მითითება;
- ინიციატივის წარდგენიდან გონივრულ ვადაში დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ინიციატივის მხარდაჭერის ან მხარდაჭერაზე უარის თქმის თაობაზე და აცნობებს ინიციატივის წარმდგენს.
- თუ ვერ განხორციელდა ინიციატივის მხარდაჭერა უნდა მოხდეს დასაბუთებული უარის წარდგენა ინიციატივის წარმდგენისათვის.
- სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივების მხარდასაჭერად შექმნას ბრძანებით მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი.
- მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა-განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლებების შეზღუდვას.
- მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის შემდგომ დირექტორის მიერ განისაზღვრება პირი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს საკუთარი ინიციატივების ორგანიზებასა და განხორციელებაში. აღნიშნული პირი შეიძლება იყოს ადმინისტრაციის წევრი.
- ინიციატივის მხარდაჭერის შემდგომ მის შესრულებაზე პასუხისმგებელია ინიციატივის წარმდგენი, ჩართული პირები და დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი.
მუხლი 3. დასკვნითი დებულებანი
- მოსწავლის ინიციატივების მხარდაჭერის მექანიზმს ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
- მოსწავლის ინიციატივების მექანიზმში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანა ხდება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით.