შპს ,,მეექვსე საავტორო სკოლის“ დირექტორს,
ქალბატონ თუთა ნარმანიას
ხარისხის მართვის მენეჯერის,
თამარ ჩხაიძის
ა ნ გ ა რ ი შ ი
2023 – 2024 სასწავლო წელი
სკოლის მისიის, ერთწლიანი სამოქმედო გეგმისა და სკოლის განვითარების ექვსწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად, აგრეთვე, ხარისხის მართვის მენეჯერის სკოლის დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების თანახმად, 2023-2024 სასწავლო წლის მანძილზე მუშაობა წარიმართა შემდეგი მიმართულებებით:
2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისში, სკოლის დირექციისა და სტუქტურული ერთეულების მიერ დაიგეგმა შიდა საკანონმდებლო აქტების გადახედვა/სრულყოფა. შესაბამისად, ხარისხის მართვის მენეჯერის მონაწილეობით გადაიხედა სხვადასხვა შიდა რეგულაცია.
სკოლაში შემნილია უსაფრხოების ზოგადი წესები, განსაზღვრულია მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ვალდებულებები, საგაკვეთილო პროცესის, კვების ბლოკისა და სკოლის ტერიტორიის უსაფრთხოდ მოწყობის სქემა, განისაზღვრა სკოლის სამედიცინო პერსონალის როლი სხვადასხვა ღონისძიებაში.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს „მეექვსე საავტორო სკოლას“ 2022 წლის 21 მარტს, 6 წლის ვადით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით.
სკოლის საგნობრივი კათედრების საქმიანობა წარიმართა, სასწავლო წლის დასაწყისში შექმნილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად. სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვისა და ორგანიზების მიზნით, საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებს დაევალათ მიმდინარე წლის სასწავლო პროგრამების შედგენა და წარმოდგენა. თითოეულმა კათედრის ხელმძღვანელმა ელექტრონული სახით წარმოადგინა საგნის სილაბუსი, თემატური და კალენდარული გეგმა, ასევე, სამი გაკვეთილის გეგმა. კათედრის ხელმძღვანელებმა მასწავლებლებთან ერთად განსაზღვრეს, წლის მანძილზე ჩასატარებელი ღონისძიებები, ღია და ინტეგრირებული გაკვეთილები, თანამედროვე მეთოდებითა და ტექნოლოგიებით ჩასატარებელი გაკვეთილები, არასაგაკვეთილო აქტივობები, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან და სხვა პროექტები.
კათედრების ხელმძღვანელობით დაიგეგმა ღონისძიებები, ღია და ინტეგრირებული გაკვეთილები.
2023-2024 სასწავლო წელს კათედრებმა, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განახორციელეს საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგი. მონიტორინგის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა:
მასწავლებლები შემოქმედებითად უდგებიან სასწავლო პროცესს, იყენებენ სკოლაში არსებულ რესურსს. გაკვეთილები დაგეგმილია საგნობრივ სტანდარტზე დაყრდნობით. პედაგოგი მოსწავლეების ინტერესების, შესაძლებლობების, ჩართულობის გათვალისწინებით ეფექტურად ცვლის და არჩევს აქტივობებს. პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის არის საქმიანი, მეგობრული დამოკიდებულება. მოსწავლეები თავისუფლად საუბრობენ საკუთარ სურვილებზე, საჭიროებებზე, ინტერესებზე, რაც ამარტივებს სასწავლო პროცესის ეფექტურად და სწორად გაგეგმვა/ წარმართვას; მეთოდურად გამართულად და სწორი კომუნიკაციით მუშაობს გერმანული ენის კათედრა, რაც ასახულია მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე.
სასურველია, რომ პედაგოგებმა იზრუნონ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე. უზრუნველყონ, რომ სწავლების პროცესისადმი შემოქმედებითი მიდგომით სტანდარტის მოთხოვნებთან აცდენა არ მოხდეს.
კათედრების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რომ, მოსწავლეების აკადემიური მოსწრება გაუმჯობესდა, რაც განპირობებულია შემდეგი ღონისძიებებით:
მოსწავლეებს, ვისაც სჭირდება დახმარება, მასწავლებლები გაკვეთილების შემდეგ დამატებით ამეცადინებენ. სხვა სკოლებიდან გადმოსული მოსწავლეებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალურად შექმნილი გუნდი შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, რათა კონკრეტული საგანი შეისწავლონ განსაზღვრულ დროში. უცხოეთიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვისაც იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, იმ საგნებში, რომელიც მათ არ გაუვლიათ.
ასევე, სკოლა უქმნის პირობებს იმ ბავშვებს, ვისაც განსაკუთრებული ინტერესი აქვს რომელიმე საგანში. მათ უტარდებათ დამატებითი მეცადინეობა, განსხვავებული პროგრამით.
სკოლაში მუშაობს შემდეგი საგნობრივი კათედრები:
სასწავლო წლის დასაწყისშივე ხდება კათედრის თავმჯომარის არჩევა, იგეგმება კათედრის სამუშაო გეგმა და ხდება პრიორიტეტების, მიმართულებების განსაზღვრა. კათედრის ხელმძღვანებლები გეგმავენ ინტეგრირებულ გაკვეთილებს, პროფესიული განვითარების გზებს, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.
პროფესიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მეექვსე კლასელებს თითქმის ყოველკვირეულად სტუმრობენ საინტერესო ადამიანები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებაზე და მათი პროფესიის მნიშვნელოვან და რთულ მხარეებზე უყვებიან.
სკოლის მეექვსე კლასელებმა ეგზიუპერის ნოველის: „პატარა უფლისწულის“ მოტივებზე შექმნილი ჩრდილების თეატრი წარუდგინეს. მესამე კლასის მოსწავლეებმა დადგეს საინტერესო სპექტაკლი, სელმა ლაგერლოფის ნოველის: „წმინდა ღამე“ მიხედვით.
მეოთხე კლასელებმა მოწვეულ სტუმრებს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მოტივებზე შექმნილი სპექტაკლი: „სათაგური“ წარუდგინეს.
დედაენის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, კონკურსში სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და ხელნაწერების და ნებეჭდი ტექსტის კალიგრაფიულ გადაწერას ასრულებდნენ.
დედაენის დღისადმი მიძღვნილი სემინარი: "ილაპარაკეთ, გევედრებით, მხოლოდ ქართულად, მხოლოდ ქართულად ილაპარაკეთ", მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული პოეზიის გამორჩეული ნიმუშები.
ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები სათბურ „მეგემეს“ ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა საინტერესო აქტივობებთან ერთად, დაკრიფეს მარწყვი. სკოლა აქტიურად თანამშრომლობდა, არქეოლოგიურ “ფერდინანდის ფერმასთან”. სკოლის თითქმის ყველა დაწყებითი კლასი კიკეთის ფერმაში არსებულ კონტაქტურ ზოოპარკს ესტუმრა.
სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენცია სახელწოდებით: „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ისტორიის გაკვეთილზე“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ IX – XI კლასების მოსწავლეები და პედაგოგები.
სასწავლო წლის ბოლოს სკოლაში გაიმართა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა სასწავლო - შემოქმედებითი კონფერენცია: „ცივილიზაციათა დიალოგი“. მონაწილეობდნენ XI და XII კლასის მოსწავლეები.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარეს გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული გერმანული ენის დონის დაძლევის გამოცდა.
გამოცდა |
მოსწავლეთა რაოდენობა |
Goethe Zertifikat A1 |
49 |
Goethe Zertifikat A1 |
26 |
Goethe Zertifikat B1, მოსმენა კითხვა წერა საუბარი
|
16 12 17 21 |
Goethe Zertifikat B2, მოსმენა კითხვა წერა საუბარი
|
11 12 12 14 |
მეექვსე საავტორო სკოლის მოსწავლეები ლელუბანს ეწვივნენ და შემეცნებით პროექტში: "ჩემი პირველი ლაშქრობა" მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეები გაეცნენ ლაშქრობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს, აუცილებელი ნივთების ჩამონათვალს, ზურგჩანთის ჩალაგების წესს, სწორი საბანაკე ადგილების შერჩევის პრინციპს, კარვის გაშლას და დაკეცვას, საკუთარ თავზე და სხვებზე ზრუნვის მნიშვნელობას.
დაწყებითი კლასის მოსწავლეები "ველმა გრეჩის პეპლების კონსერვატორიას" ესტუმრნენ.
პროექტის მიზანია, ️პეპლების და მათი სასიცოცხლო ციკლის დახმარებით:
ბავშვებს გაუძლიეროს ცნობისმოყვარება, თვითწრმენა, საკუთარი თავის უნიკალურობის შეგრძნება, ხელი შეუწყოს შემოქმედებითი, სენსორული და მოტორული ფუნქციების, კვლევითი და ანალიტიკური აზროვნებისთვის საჭირო უნარების განვითარებას.
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტს და PASCH-ის თანამეგობრობის ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა და ჩატარდა არაერთი ღონისძიება, რაც დეტალურად აღწერილია თანდართულ ფორმაში დანართი N1.
მეექვსე საავტორო სკოლაში ორ ასაკობრივ კატეგორიაში: VI-VIII და IX-XII კლასელებს შორის ცნობილი სატელევიზიო თამაშის - „რა, სად, როდის“ ტიპის ღონისძიება „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნისა და ინტუიციის დახმარებით, დროის მოკლე მონაკვეთში გასცეს პასუხი ლოგიკურ კითხვებს. შეჯიბრი საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. მოსწავლეებმა შეკითხვების უმრავლესობას სწორად უპასუხეს და გამარჯვებულმა გუნდებმა მხოლოდ მცირე სხვაობით მოახერხეს პირველ სამეულში მოხვედრა. ღონისძიების ორგანიზატორები - ისტორიისა, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.
სკოლაში გაიმართა შიდა სასკოლო ჭადრაკის ჩემპიონატი, მომაწილეობდნენ პირველი, მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები. გამარჯვებული მოსწავლეები მედლით და თასით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში გაიმართა ტრადიციული, ყოველწლიური საფეხბურთო გათამაშება - „პაკოს თასი“. ასაკობრივ კატეგორიებში გაიმარჯვეს II/4, V/1, VII/3 და XII/2 კლასების გუნდებმა.
სასწავლო წლის დასასრულს, კათედრების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს დეტალური ანგარიში უკვე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. წარმოდგენილ ანგარიშს თან ერთვის, საგნობრივი კათედრების ხელმძღანელების მიერ მომზადებული, საინტერესო ღონისძიებების და აქტივობების აღწერა.
მიმდინარე სასწავლო წელს დიდი ყურადღება დაეთმო, მოსწავლეთა მიერ შესრულებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზს. სკოლის სტრუქტურული ერთეულების ერთობლივი მუშაობით, შექმნილია შემაჯამებელი დავალების ანალიზის უნივერსალური ფორმა, რომელიც აღწერს:
2023-2024 სასწავლო წლის ორივე სემესტრის დასასრულს, თითოეული კათედრის ხელმძღვანელმა ანგარიშის სახით წარმოადგინა, ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოების საერთო ანალიზი. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა: ესგ-ით გათვალისწინებული შედეგების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებელზე; იმ კომპეტენციებზე (ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულება),რაც განუვითარდათ მოსწავლეებს შემაჯამებელი დავალებების შესრულების შედეგად; შერჩეულ შემაჯამებელი დავალების ტიპებზე და ფორმებზე.
მასწავლებლებს მიეცათ კონკრეტული რეკომენდაციები სწავლა/სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
კათედრის ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა კვლევის ძირითადი მიგნებები:
განხორციელდა კათედრების პორტფოლიოების სრული მონიტორინგი და გაიცა რეკომენდაციები არსებული დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით.
მიმდინარე სასწავლო წელს, დირექტორის, ხარისხის მართვის მენეჯერის, ადმინისტრაციული მუშაობის კოორდინატორის და დამრიგებლების ერთობლივი მუშაობით, გადაიხედა და განახლდა სკოლაში სადამრიგებლო-სააღმზრდელო მუშაობის პრინციპები. დამრიგებელი მოსწავლეებს ეხმარება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში. შესაბამისად, სადამრიგებლო პორტფოლიოების დოკუმენტაცია შეივსო და გაუმჯობესდა სავალდებული ახალი დოკუმენტაციით. სადამრიგებლო პორტფოლიო შეიცავს - სადამრიგებლო დებულებას; დამრიგებლის მუშაობის ძირითად პრინციპებს და ინსტრუქციებს; მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შესახებ სრული ინფორმაციას; მშობლებთან ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრების ამსახველ მასალას; აკადემიური მოსწრების ზუსტ აღნუსხვას; ღონისძიებებისა და აქტივობების მკაფიოდ განსაზღვრულ წინასწარ გეგმას და აღწერილობას; მშობელთა გამოკითხვას; უფროსკლასელთა საჭიროებების, პრობლემებისა და სურვილების იდენტიფიცირებას გამოკითხვის გზით.
სკოლას შემუშავებული აქვს მშობლებთან კომუნიკაციის ხელსაყრელი ფორმა. სასწავლო წლის დასაწყისში, კლასის დამრიგებელი მშობლებს აცნობს სასკოლო სასწავლო გეგმას და შეფასების სისტემას. წლის მანძილზე, კლასის დამრიგებლის ორგანიზებით, საგნის მასწავლებლები, ინდივიდუალურ შერხვედრაზე, მშობლებს აცნობენ მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას.
დამრიგებელი, სადამრიგებლო საათის ფარგლებში მოსწავლეებს აცნობს სკოლის შინაგანაწესს და მოსწავლის ეთიკის კოდექსს. ასევე, ერთად გეგმავენ კლასის წესებს. მოსწავლეებმა კარგად იციან საკუთრი უფლება-მოვალეობები.
კლასგარეშე ღონისძიებების გადეგმვისას ადმინისტრაცია და კლასის დამრიგებელი მაქსიმალურად ითვალისწინებს მოსწავლეების საჭიროებებს, ინტერესებს და სურვილებს. ხშირად იგეგმება ლაშქრობები, ექსკურსიები, საღამოები, საქველმოქმედო ღონისძიებები, კონცერტები, სპექტაკლები ბავშვების მონაწილეობით და ა. შ. სკოლაში შექმნილია კეთილგანწყობილი, მეგობრული გარემო.
სადამრიგებლო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის მონიტორინგის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სადამრიგებლო საათის ფარგლებში, დამრიგებლებს სათანადოდ აქვთ შერჩული სასაუბრო მიმართულებები და თემები. მოსწავლეებთან წარმართავენ საუბარს მეწარმეობის საფუძვლებზე. დაწყებით კლასებში საინტერესოა კითხვის საათის თემატიკა და წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებისთვის გამოყენებული მეთოდიკა. მიმდინარე სასწავლო წელს დაიგეგმა და განხორციელდა ბევრი საინტერესო ღონისძიება. (იხ. სადამრიგებლო პორტფოლიოები)
რეგულარულად წარმოებდა სასწავლო პროცესზე დაკვირვება და მონიტორინგი. გაკვეთილის დაკვირვებას აწარმოებდა სკოლის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფები. სამუშაო ჯგუფის/ჯგუფების მიერ შეფასდა ის გაკვეთილი, რომელზეც დაკვირვება განხორციელდა. გაკვეთილების შეფასება მიმდინარეობდა შემდეგი მიმართულებით:
სასწავალო პროცესის მონიტორინგის საფუძველზე, მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე შეფასდა სკოლის მასწავლებლები. განისაზღვრა მათი პროფესიული განვითარების საჭიროებები.
საგნობრივი კათედრების და ხარისხის მენეჯერის საქაღალდეებში წარმოდგენილია გაკვეთილზე დასწრების ამსახველი დოკუმენტაცია.
სკოლის ადმინისტრაცია ზრუნავს მოსწავლეების უსაფრთხოებაზე. სკოლაში შესასვლელი ცენტრალური კარი, სასწავლო პროცესის დროს, დაკეტილია. უცხო პირები სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვებიან, გარდა სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებიული შემთხვევებისა. სკოლას ჰყავს განსაზრვრული პირი, რომელიც აკონტროლებს სკოლაში შემომსვლელ და სკოლიდან გამსვლელ ნებისმიერ პირს. სკოლის ტერიტორიაზე ხდება ვიდეომონიტორინგი. გარდა ამისა, სკოლაში მუშაობს უსაფრთხოების სამსახური.
სკოლა ასევე უზრუნვეყოფს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების სწავლის პროცესს. შექმნილია ისგ ჯგუფი. სსსმ მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესში ჩართულები არიან მოსწავლეების მშობლები, დამრიგებელი და საგნის პედაგოგები.
მიმდინარე სასწავლო წელს, სკოლის მასწავლებლები აწარმოებენ ელექტრონულ ჟურნალს.
სკოლაში დანერგილია ელექტრონული ჟურნალი, Schoolbook - ის პლატფორმით.
“მეექვსე საავტორო სკოლის” მიზანია მოსწავლეთა სამოქალაქო და სამართლებრივი აღზრდა და იმ წინაპირობების შექმნა, რომლებიც მოსწავლეს საშუალებას მისცემს, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და სწორად აირჩიოს ცხოვრებისეული გზა. სკოლა საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს უზრუნველყოს ოპტიმალური პირობები თითოეული მოსწავლის ნიჭისა და უნარის გამოსავლენად.
2023-2024 სასწავლო წელს, სკოლაში წარმატებით განხორციელდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ღონისძიებები. სკოლაში შექმნილია ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი. ჯგუფის საქმიანობის რეგულირებისთვის დამტკიცდა ჯგუფის დებულება.
2023-2024 სასწავლო წელს, მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების გამოყენებით, შეფასების ჯგუფების მიერ შეფასდა უფროსი და წამყვანი მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილები.
სკოლის უფროსი და წამყვანი მასწავლებლები დარეგისტრირდნენ „სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტრენინგებზე.
სკოლაში 81 მასწავლებელია. მათ შორის, 60 თანამშრომელს აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ოთხ მასწავლებელს აქვს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. სკოლაში 15 მოწვეული მასწავლებელია.
სკოლის შიდა შეფასება მიმართულია ძლიერი მხარეების შესანარჩუნებლად, სუსტი მხარეებისა თუ არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ტარდება სწავლის/სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის, გაუმჯობესების, განვითარებისა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ხარვეზების და სტანდარტებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, სკოლა რეაგირებს და გეგმავს აცილებელ ღონისძიებებს.
სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და სწავლების ხარისხის შეფასების მიზნით სკოლაში ჩატარდა მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების გამოკითხვა. რესპოდენტებისთვის კითხვარი შეავსეს ანონიმურად.
საერთო სასკოლო პროექტები, პროექტების ავტორი და ხელმძღვანელი მ. ბაქრაძე.
ყოველწლიურად ხორციელდება სხვადასხვა სფეროს მომცველი ინგლისურენოვანი შემეცნებითი და გამავითარებელი პროექტები მთელი სკოლის მასშტაბით მოსწავლეთა სწავლების საფეხურის გათვალისწინებით. სასწავლო წლის განმავლობაში მრავალი საინტერესო პროექტი განახორციელა, მათ შორის: Be Communicative and Make Right Decisions, Think Different, The World Around Us, Generation Z Knows the Best. პროექტში მონაწილეობდნენ V-X კლასების მოსწავლეები.
სკოლის მისიით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დისციპლინების სწავლებასთან ერთად, სკოლაში დამატებით ხორციელდება ოთხი საავტორო პროგრამა:
მიმდინარე სასწავლო წელს, დირექტორის მოადგილის, ხარისხის მართვის მენეჯერისა და მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერის მიერ პერიოდულად კონტროლდებოდა სკოლის მატერიალური რესურსების მდგომარეობა. მონიტორინგი მიზნად ისახავდა:
ა) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (მათ შორის საკლასო ოთახების და ბიბლიოთეკის, ინვენტარის და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი პირობების, კომპიუტერული ტექნიკის – კომპიუტერული პროგრამების და ინტერნეტის) მდგომარეობის შემოწმებას;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან შესაბამისობის დადგენას;
გ) შედეგების ანალიზს და ხარვეზების აღმოფხვრის ღონისძიებების გატარებას.
სკოლის მატერიალური რესურსები ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისათვის.
საკლასო გარემო დაყოფილია სხვადასხვა სივრცედ ინტერაქტიული სწავლებისათვის. სკოლის საკლასო ოთახები, ფიზიკისა და ქიმია-ბიოლოგიის ლაბორატორიები, ქართულის ლაბორატორია-კაბინეტი, რესურს-ოთახი, მუსიკის კაბინეტი, სპორტული დარბაზი აღჭურვილია სათანადო ინვენტარით. ბიბლიოთეკა შეივსო წიგნადი ფონდით. მოსწავლეებისთვის და სკოლის თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მრავალფეროვანი სასწავლო მასალა და რესურსები.
სკოლაში შექმნილია სსსმ მოსწავლეებისთვის კომფორტული გარემო, კერძოდ, მათთვის ხელმისაწვდომია საკლასო ოთახები, სველი წერტილი (რომელიც ადაპტირებული და მორგებულია სსსმ მოსწავლის საჭიროებაზე), ექიმის ოთახი, სასადილო და ბიბლიოთეკა.
საინფორმაციო ტექნოლოგიების ლაბორატორიაში მუდმივად ხორციელდება კომპიუტერული ტექნიკის შემოწმება.
სამედიცინო კაბინეტი აღჭურვილია საჭირო ტექნიკური ინვენტარითა და პირველადი დახმარების აუცილებელი საშუალებებით. პერიოდულად მიმდინარეობს კაბინეტის მედიკამენტებითა და საჭირო მასალით განახლება.
სკოლაში არსებობს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები, შემუშავებულია უსაფრთხოების ნორმების დაცვის წესები. სკოლაში დირექტორის ბრძანებით შექმნილია საგანგებო შტაბი, სკოლის საევაკუაციო გეგმა შენობის გამოკრულია ყველა სართულზე. სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი ხორციელდება 68 ვიდეო- კამერით.
14 ივნისი 2024 წელი
ხარისხის მართვის მენეჯერი /თ. ჩხაიძე/