Kidba
Pen
blog banner

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

 
„ვინც ერთ სიცოცხლეს გადაარჩენს, ის გადაარჩენს მთელ სამყაროს.“ 
 
ჩვენმა მოსწავლეებმა გორის თავშესაფრიდან გამოხსნილი და გადარჩენილი ცუგების დასახმარებლად დიდი გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.
 
სახლში დამზადებული ტკბილეული და სასმელები, ხელნაკეთი ნივთები და სამკაულები, პოსტერები, თამაშები, ნახატები - რაღას აღარ ნახავდით აქ!
 
შეგროვილი თანხა XI კლასელებმა ცხოველთა უფლებების დამცველებს გადაურიცხეს:
 
2 375 ლარი გადაირიცხა გორელი ცუგების დახმარების ფონდში, უფლებადამცველ დათო დიდებაშვილთან 
 
238 ლარი გადაერიცხა თინა ყაველაშვილს - სტუდენტ გოგონას ლაგოდეხიდან, რომელსაც 16 მიუსაფარი ძაღლი ჰყავს შეფარებული. 
 
დიდი მადლობა ჩვენს საოცარ მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ამ კეთილ საქმეში გულით მონაწილეობისთვის!
 
 განსაკუთრებული მადლობა XI/I კლასის მოსწავლეებს ღონისძიების ორგანიზებისთვის!

გააზიარე:

სიახლეები