Kidba
Pen
blog banner

მასტერკლასი

 
ჩვენი სკოლის თანადამფუძნებლების, თომას და მარიანა კრაერების მხარდაჭერით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა თანამედროვე ლაბორატორიით აღიჭურვა.
 
ლაბორატორიის შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების გაცნობის მიზნით, კათედრის პედაგოგებს პრაქტიკული მასტერკლასი — „ციფრული ხელსაწყოები და გაზომვები“ ჩაუტარდათ.
 
მასტერკლასს უძღვებოდა შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, მკვლევარი, პედაგოგი და სახელმძღვანელოების ავტორი — ირმა მგელაძე.
 
თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ექსპერიმენტებით, დაკვირვებითა და კვლევით შეისწავლონ, მიღებული ცოდნა რეალურ გამოცდილებას დაუკავშირონ.
 
დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ირმა მგელაძეს ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიული რესურსების გაზიარებისთვის.
 
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის თანადამფუძნებლებს — თომას და მარიანა კრაერებს მხარდაჭერისათვის.

გააზიარე:

სიახლეები