Kidba
Pen
blog banner

ცივილიზაციათა დიალოგი

„ცივილიზაციათა დიალოგი“ — საავტორო პროგრამა უფროსკლასელთათვის, რომელიც ლიტერატურის მეშვეობით, ახალგაზრდებს სხვადასხვა ეპოქის სამყაროსა და კულტურასთან აკავშირებს. პროგრამა ორიენტირებულია წიგნის გააზრებულ კითხვაზე, შემოქმედებით საქმიანობასა და ინტელექტუალურ დიალოგზე ანტიკურობიდან - XXI საუკუნემდე.

მოსწავლეები ეცნობიან ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, მუშაობენ ტექსტებზე, მართავენ დისკუსიებს, დებატებსა და კონფერენციებს.

„ცივილიზაციათა დიალოგის“ მთავარი მიზანი მოაზროვნე, გემოვნებიანი, ემპათიური და ტოლერანტული ახალგაზრდის ჩამოყალიბებაა. პროგრამა მათ ეხმარება, ლიტერატურა მხოლოდ ცოდნის წყაროდ კი არა, აზროვნების, თვითშემეცნებისა და ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებად აქციონ.

პროეტის ავტორი - რუსუდან მეგრელიშვილი - ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი, გრიგოლ ხანძთელის პრემიის ლაურეატი, საუკეთესო მასწავლებლის წოდების ნომინანტი, ათეულობიც სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი, ჟურნალ „მეექვსეს“ შემქმნელი და რედაქტორი.

 

გააზიარე:

სიახლეები